Twitter მასკს დათანხმდა — ილონი კომპანიას $44 მილიარდად შეიძენს
Twtiter ილონ მასკის შეთავაზებას დაეთანხმა და მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი კომპანიას 44 მილიარდ დოლარად შეიძენს, ამ შემთხვევაში გამოვა რომ მასკი ტვიტერის ერთ აქციას 54.20 დოლარად შეიძენს.
"სიტყვის თავისუფლება დემოკრატიისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია და ტვიტერი არის ჩვენი ციფრული ქალაქის მოედანი, სადაც უამრავი რამ განიხილება. მე მსურს რომ ვაქციო Twitter უკეთეს ადგილად, ამისათვის დაემატება ახალი ფუნქციები, კოდი იქნება open-source რათა გაიზარდოს ნდობა, ჩვენ შევეცდებით სპამ ბოტების გაქრობას." — განაცხადა მასკმა.
მასკმა გადახდის გეგმაც წარადგინა, რომლის მიხედვითაც 25.5 მილიარდი კრედიტების სახით გაიცემა, 21 მილიარდი კი პირატი კაპიტალიდან. ანალიტიკოსების აზრით კრედიტები ტვიტერს შესაძლოა წელიწადში 1 მილიარდი დოლარი დაუჯდეს.
როგორც ჩანს, ტრანზაქცია ტვიტერის აღმასრულებელმა საბჭომ ანონიმურად დაადასტურა. შეთანხმება სავარაუდოდ წელსვე დაიხურება, თუმცა ამას Twitter-ის ყველა აქციონერი უნდა დაეთანხმოს, ასევე საჭიროა მარეგულირებელი ორგანოების თანხმობაც და სხვა წვრილმანი ბიუროკრატიული საკითხების მოგვარებაც.
კომენტარები