ედუარდ მარიკაშვილი

16 May. 2022, 11:41

რამდენი მაგალითი გვჭირდება კიდევ, რომ მივხვდეთ ავტორიტარიზმში ვცხოვრობთ? კიდევ რამდენი მაგალითი გვჭირდება, რომ ვთქვათ ქართული ოცნება არის ავტორიტარი და უნდა მოშორდეს ხელისუფლებიდან. კიდევ რამდენი მაგალითი გვჭირდება, რომ ძალისხმევა მათი ხელისუფლებიდან მოშორებისკენ მივმართოთ და არა მათი გამოსწორების, გალამაზების მცდელობისა და უწუ-პუწუ პოლიტიკური თუ სამართლებრივი ცეკვა თამაშისკენ.

რამდენი ადამიანის თავისუფლება და ჯანმრთელობა უნდა შეეწიროს მსხვერპლად ამ პოლიტიკურ სადიზმს. ამ საქმეზე სამართლებრივ ჭრილში განხილვები იქნება დროის კარგვა. ყველა ბუნდოვანი პროცესი იქნება დროის კარგვა. სწორება ავტორიტარიზმზე და მის წინააღმდეგობაზე. ყველაფერი დანარჩენი არის დროის ფუჭი კარგვა. წერტილი. მხარდაჭერა ნიკა გვარამიას მთავარ არხს და ოპოზიციურ, კრიტიკულ და ობიექტურ მედიას. ეს ბასტიონი არ უნდა წაიქცეს.

წერს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილი. დღეს, 16 მაისს სასამართლომ მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და მას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  4. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
  5. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

აზერბაიჯანი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე. წ "საპრეზიდენტო არჩევნებს" არ აღიარებს

აზერბაიჯანი არ აღიარებს საქართველოს ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ეგრეთ წოდებულ "საპრეზიდენტო არჩევნებს" და მათ…