ედუარდ მარიკაშვილი

5 Jun. 2023, 12:13

გამარჯობა,

თეთრი ფურცლიდან მოვყვები ამ ისტორიას: მე ვარ ედუარდ მარიკაშვილი. უფლებადამცველი. არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ხელმძღვანელი.

2023 წლის 2 ივნისს 11:50 საათზე პოლიციამ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ ჩემს კოლეგებთან ერთად უკანონოდ დამაკავა. ბრალად ხულიგნობა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა მედება. რეალურად კი, დამაკავეს მხოლოდ იმიტომ, რომ ხელში თეთრი ფურცელი მეჭირა და აქციაზე საქართველოს პრემიერმინისტრის კრიტიკის გამო ცოტახნით ადრე დაკავებულ ადამიანებს სოლიდარობას ვუცხადებდი.

დაკავების იზოლატორი 48 საათის შემდეგ, 4 ივნისს, ზუსტად 11 საათსა და 50 წუთზე დავტოვე. ხელისუფლებას შურისძიებისა და თამაშის მეტი არაფერი დარჩენია. შურს ძიობს მის კრიტიკოსებზე და თამაშობს ძალაუფლებით, რომლითაც ადამიანისთვის მთელი სამყაროს ოთხ კედელ შემორტყმულ 12 კვადრატულ მეტრამდე დავიწროება შეუძლია. თუმცა, მათ რამდენიმე რამ ავიწყდებათ: არსად, იმაზე თავისუფალი არ არის სიტყვის გამო უკანონოდ დაკავებული ადამიანი, ვიდრე შლეგად ქცეული ხელისუფლების საკანში და მეორე, ხელისუფლებას ხალხისგან ძალაუფლება შურისძიებისა და ადამიანების თავისუფლებით სათამაშოდ კი არა, ხალხისვე კეთილდღეობის უზრუნველყოფისა და დაცვისთვის აქვს გადაცემული.

პირველი, რასაც უკანონოდ დაკავების შემდეგ ასე ცხადად გადავაწყდი პოლიციაში დაბუდებული დიდი პრობლემაა. როგორც თევზი თავიდან, ისე იხრწნება ეს სისტემა სათავეებიდან. ხელმძღვანელობის, განსაკუთრებით ღირებულებებისგან დაცლილი შუა რგოლის ხელმძღვანელობის სახით, იმაზე დიდი და მძიმე ბორკილები ადევს ბევრ რიგით პოლიციელს, ვიდრე მე დამადეს 2 ივნისის ღამეს. ეს მათ დანაშაულის ჩადენის პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებთ. თუმცა მგონია, რომ ამ სისტემის გაჯანსაღება პოლიტიკური ნების შემთხვევაში სისტემის შუა რგოლის ხელმძღვანელობის სრულ გადახალისებას მოითხოვს. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის! მადლობა GDI-ს გუნდს და ადგილობრივ თუ საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში განსაკუთრებულ მხარდაჭერას გვიცხადებდნენ და ძალიან წუხდნენ ჩემი დაკავების გამო.

ამის შესახებ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ხელმძღვანელმა, ედუარდ მარიკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. ის 2 ივნისს, საღამოს აქციაზე დააკავეს, სადაც ის ცარიელი ფურცლით იდგა და ირაკლი ღარიბაშვილის ანტიდასავლურ განცხადებებს აპროტესტებდა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "მდინარაძის გამოგზავნილი წერილი" და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
  2. ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
  3. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
  4. როგორი ამინდი იქნება 1-ელ და 2 სექტემბერს?
  5. გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა

წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის ოფიციალურ გახსნამდე ისტორიულ მამულში ტრადიციული პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც…