30 UNDER 30 • Forbes Georgia-ს ახალგაზრდული სამიტი და დაჯილდოების ცერემონია თიბისი კონცეპტში გაიმართება
ფოტო: თიბისი
11 მაისს Forbes Georgia პარტნიორებთან ერთად მეოთხედ გამოავლენს პროექტ 30 Under 30-ის გამარჯვებულ ქართველ ახალგაზრდებს. 11 მაისსვე, თიბისი კონცეპტის სივრცეში საქართველოში პირველად, Forbes-ის ახალგაზრდული სამიტი — "Forbes Under 30 Summit" გაიმართება. Forbes 30 Under 30 2021-ის მთავარი პარტნიორი თიბისია, პროექტის პარტნიორია გალფი, ხოლო პროექტის ორგანიზატორია კონსიერჟ თბილისი.
Forbes Georgia-ს პროექტი 30 UNDER 30 იმ ახალგაზრდა ლიდერებს აჯილდოებს, რომლებიც თავიანთი გამბედაობით, ძალისხმევითა და ენთუზიაზმით აღწევენ წარმატებას და ქმნიან ჩვენი ქვეყნის მომავალს.
დღეს, სწრაფად ცვალებად და გამოწვევებით სავსე სამყაროში, რომელზეც პანდემიის გავლენა დამანგრეველი ეფექტისაა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მხარი დავუჭიროთ ახალგაზრდებს, რომლებიც არ უშინდებიან გამოწვევებს და დინების საწინააღმდეგოდ მიდიან.
30 UNDER 30 სწორედ ამ სულისკვეთების მხარდასაჭერად არსებობს და მიზნად ისახავს იმ ახალგაზრდების აღმოჩენას, რომლებმაც წარმატებას 30 წლამდე ასაკში, შემდეგ სფეროებში მიაღწიეს: კულტურა და სტილი, ტექნოლოგიები, მეცნიერება, ანტრეპრენიორები და მეწარმეები, მედია და მარკეტინგი. წელს მეორედ, Forbes Georgia გამოავლენს საკუთარ რჩეულსაც.
გამარჯვებულების დასახელებამდე, სტუმრები მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდულ სამიტში, რომლის მთავარი სპიკერი თომას კლეინერია — ვებსტერის უნივერსიტეტის პროფესორი წარმოადგენს მოხსენებას: გახდი მომავლის ლიდერი — ემოციური ინტელექტი სამუშაო გარემოში.
შეგახსენებთ, რომ 30 Under 30 აპლიკაციების მიღება გასული წლის დეკემბერში დაიწყო — ასეულობით აპლიკაციიდან გამარჯვებულების შესარჩევად პროექტის საორგანიზაციო ჯგუფმა სფეროს პროფესიონალებისა და ლიდერებისგან ჟიური დააკომპლექტა. სწორედ მათი დახმარებით გამოვარჩიეთ 30 წლამდე ასაკის ნოვატორები, რომლებიც არ უშინდებიან გამოწვევებს და მუდმივად დინების საწინააღმდეგოდ მიდიან, პოზიტიური ცვლილებებისა და დიდი შედეგების იმედით.
"თიბისი დაარსებიდან დღემდე, უკვე სამი ათწლეულია ახალგაზრდა ლიდერების მხარდამჭერია. ეს პროექტი პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ახალგაზრდა თაობას და მათ გაძლიერებას ეხება. ისინი ქმნიან საქართველოს მომავალს და მათი მხარდაჭერა ჩემი, როგორც საქართველოს ყველაზე დიდი კომპანიის ლიდერის, უპირველესი ამოცანაა. მჯერა, რომ ფორბსის აღიარება მოტივაციას გაუზრდის, გზას გაუხსნის და მეტ შესაძლებლობას მისცემს ამ ქვეყნის ახალგაზრდა ლიდერებს", — ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.
"კომპანია გალფისთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობის მხარდაჭერა და მათი ხელშეწყობა. ვფიქრობ, ფორბსის 30 წლამდელთა პროექტი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქვეყნის მომავლისთვის, რადგან აერთიანებს იმ ახალგაზრდა ლიდერებს, რომლებიც უდიდეს ზეგავლენას ახდენენ განვითარების პროცესებზე, შემოაქვთ სიახლეები და ემსახურებიან პროგრესს. ქვეყნის განვითარების პროცესები სწორედ მათ ხელშია და ეს ყველაფერი საბოლოოდ განაპირობებს მეტ ინვესტიციასა და ეკონომიკურ ზრდას", — ქრეიგ კრამერი, გალფი საქართველოს გენერალური დირექტორი.
"კონსიერჟ თბილისი უკვე მეორე წელია Forbes Georgia-ს 30 წლამდელთა დაჯილდოების ორგანიზატორია. წელს ერთობლივად პროექტის სულ სხვა საფეხურზე აყვანა დავისახეთ მიზნად. ძალიან მალე 30 Under 30 მიიღებს სრულყოფილი მედია პლატფორმის სახეს, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა და გაბედული ლიდერების წინა პლანზე წამოწევას. მათი პოპულარიზაცია ეფექტური ვიდეო ფორმატებისა და სხვადასხვა არხების გამოყენებით მთელი წლის განმავლობაში მოხდება. ჩვენი მიზანია 30 – წლამდელთა ფორბსის სია გახდეს წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა არამარტო საქართველოში არამედ რეგიონშიც", — ლიზი ხაბაზაშვილი, კონსიერჟ თბილისის დამფუძნებელი.
"Forbes Georgia-ს მიერ საქართველოში წამოწყებული 30 Under 30 უკვე მეოთხე წელია საუკეთესო ასპარეზია მასში მონაწილე ახალგაზრდებისთვის. მათ აქვთ შანსი მიიღონ მნიშვნელოვანი აღიარება მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ბიზნესგამოცემისგან. ეს აღიარება და 30-წლამდელთა სიაში დასახელება სრულიად ახალ შესაძლებლობებს უხსნის მის მონაწილეებს. „ფორბსის“ და BMG-ის მედიაპლატფორმების საშუალებით ჩვენი სიის წევრებს გაიცნობენ საზოგადოების სხვადასხვა წრის წარმომადგენლები, რაც საშუალებას მისცემს გამარჯვებულებს, ახალი საქმიანი კონტაქტები და ურთიერთობები დაამყარონ", — გიორგი ისაკაძე, Forbes Georgia-სა და BMG-ის მთავარი რედაქტორი.
ახალგაზრდული სამიტისა და 30 Under 30 დაჯილდოების ცერემონიალის პირდაპირი ტრანსლაცია ხელმისაწვდომი იქნება Forbes Georgia-ს ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე.
-
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში FARA-ს საჩივართან დაკავშირებით მესამე მხარის პოზიცია წარადგინა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში FARA-ს საჩივართან დაკავშირებით მესამე მხარის პოზიცია წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოში აშშ-ის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი უხელმძღვანელებს საქართველოში აშშ-ის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი — თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა 500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი — თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა
-
ატომის 2500-წლიანი ისტორია — დემოკრიტედან თანამედროვე ფიზიკამდე ატომის 2500-წლიანი ისტორია — დემოკრიტედან თანამედროვე ფიზიკამდე
გადახედვა
-
სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე 30კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაადგილება აიკრძალება სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე 30კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაადგილება აიკრძალება
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშილის ადვოკატი: ე.წ. დაზარალებულები არიან კონფლიქტის გამომწვევები და აგრესიის ინიციატორები თამაზ ელიზბარაშილის ადვოკატი: ე.წ. დაზარალებულები არიან კონფლიქტის გამომწვევები და აგრესიის ინიციატორები
გადახედვა
-
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
-
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით, კომპანია ქართული რძის პროდუქტები წარმოებას აფართოებს საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით, კომპანია ქართული რძის პროდუქტები წარმოებას აფართოებს
-
ოთარ ფარცხალაძემ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად დანაყოფი "გეორგიევსკი" შექმნა ოთარ ფარცხალაძემ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად დანაყოფი "გეორგიევსკი" შექმნა
გადახედვა
-
რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა
გადახედვა
-
"ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ "ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ
გადახედვა
-
რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ
გადახედვა
-
კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet
გადახედვა
-
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
-
HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ
გადახედვა
-
ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია
გადახედვა
-
ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები
-
კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი
გადახედვა
-
შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა
გადახედვა
კომენტარები