დისტანციურად მუშაობა პროდუქტიულობაზე უარყოფითად არ მოქმედებს — კვლევა
კარგი ამბავია მათთვის, ვისაც სახლიდან მუშაობა უყვარს. ტეხასის A&M უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის კვლევითმა ჯგუფმა ჩაატარა ახალი კვლევა, რომელმაც დაადგინა, რომ თანამშრომლებისა და კომპანიის პროდუქტიულობა იზრდება დისტანციური მუშაობის გზით. ეს ნათქვამია ინსტიტუტის მიერ პარასკევს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
თანამშრომლების პროდუქტიულობის შეფასება ქარიშხალ ჰარვის დროს
ეს ნაწილობრივ ეხება სტიქიურ უბედურებებსა და სხვა მოვლენებს, რა დროსაც ადამიანებს დისტანციურად მუშაობა უწევთ. კერძოდ, კვლევამ შეისწავლა თანამშრომლების პროდუქტიულობა ქარიშხალ ჰარვის გაჩენამდე, მის დროს და მის შემდეგ.
კვლევამ აჩვენა, რომ დისტანციურმა მუშაობამ პროდუქტიულობა არ შეამცირა და ზოგ შემთხვევაში პირიქითაც, გაზარდა.
"სულ უფრო იზრდება საოფისე სამუშაოების რაოდენობა. ეს ძირითადად ისეთ შრომას მოიცავს, რომლის გაწევაც სახლიდანაც შეიძლება. უშუალოდ ჰარვის ქარიშახლის დროს დისტანციურად მუშაობაზე გადასვლას ცუდად არ უმოქმედია, ეს კვლევით დავინახეთ. ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი დამსაქმებლებისთვის, რადგან სულ უფრო ხშირია დებატები იმაზე უნდა შეეძლოთ თუ არა თანამშრომლებს დისტანციურად მუშაობა", — თქვა მარქს ბენდენმა, კვლევის ავტორმა.
სამუშაო ადგილას დაზიანებები
კვლევა გასცდა პროდუქტიულობის შეფასებას და ისიც გაარკვია თუ რამდენად ისახება მსგავსი სამუშაო პროცესი დაზიანებებზე. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მნიშვნელოვანია თანამშრომლებისთვის რეგულარული შესვენება, რათა არ დაზარალდნენ სამუშაოზე.
კვლევამ აჩვენა, რომ საოფისე სამუშაოებისას ადამიანები უფრო იშვიათად დგებიან სამუშაო მაგიდიდან, რაც ჯანმრთელობისთვის ცუდია.
"ჩვენ ვნახეთ, რომ ადამიანები, რომლებიც სამუშაო დროს შესვენებას იღებდნენ მთლიანობაში უფრო პროდუქტიულები იყვნენ, ვიდრე ისინი ვინც არ ისვენებდნენ. მთლიანობაში, ეს ნიშნავს, რომ მთავარია თუ როგორ გადაანაწილებთ თქვენს სამუშაო დროს და არა ის თუ სად იქნებით. როგორც ჩანს, ბევრს სამუშაო დროის გადანაწილება სახლიდან უკეთ გამოსდის, ვიდრე ოფისიდან", — ამბობენ მკვლევრები.
კომენტარები