შეიმუშავეს ცალმხრივი ზეგამტარი, რომელსაც კომპიუტერების 400-ჯერ გაძლიერება შეუძლია
ისტორიაში პირველად, TU Delft-ის მკვლევართა ჯგუფმა დემონსტრირება მოახდინა ცალმხრივი ზეგამტარის ნულოვანი წინააღმდეგობით, რომელიც ბლოკავს საპირისპირო მიმართულებით შემოსულ ნებისმიერ დენს.
ასევე: ტრანზისტორების ისტორია, აწმყო და "მომავალი" — მურის კანონის დასასრული
SciTech Daily-ში გამოქვეყნებული მოხსენების თანახმად, აღმოჩენამ შეიძლება გამოიწვიოს ენერგიის უზარმაზარი დაზოგვა, ხოლო კომპიუტერები 400-ჯერ უფრო სწრაფი გახდება.
ასოცირებულმა პროფესორმა მაჟარ ალიმ და TU Delft-ის ჯგუფმა გამოაქვეყნეს თავიანთი ახალი კვლევა ჟურნალ Nature-ში, სადაც აღწერილია, თუ როგორ შეუძლიათ ზეგამტარ დიოდებზე გაზარდონ გამოთვლის შესაძლებლობები.
სუპერგამტარებს აქვთ პოტენციალი ელექტრონული მოწყობილობები ასჯერ უფრო სწრაფი გახადონ და ამავდროულად მოახდინონ ენერგიის დანაკარგის აღმოფხვრა.
TU Delft-ის გუნდმა მოგვაწოდა ალტერნატიული მეთოდი ზეგამტარში დენის მიმართულების გასაკონტროლებლად მაგნიტების გარეშე. მათ გამოიყენეს ახალი კვანტური მასალა, რომელიც შემუშავებულია ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფიზიკის ჯგუფის მიერ, სახელწოდებით Nb3Br8. გრაფენის მსგავსად, მასალა ატომურად თხელია. გადამწყვეტია, რომ ამ სპეციფიკურ მასალას თეორიულად აქვს საკუთარი ელექტრული დიპოლი.
"ჩვენ შევძელით ამ Nb3Br8-ის მხოლოდ რამდენიმე ატომური ფენის მოცილება და ძალიან, ძალიან თხელი ფენის გაკეთება — სულ რაღაც რამდენიმე ატომური ფენის სისქის — რომელიც საჭირო იყო დიოდის დასამზადებლად. ეს შეუძლებელი იყო ჩვეულებრივი 3D მასალებით", — განუცხადეს მკვლევრებმა SciTech Daily-ს.
ასევე: რატომ ძვირდება ტექნიკა ყოველდღიურად — ნახევარგამტარების დეფიციტის სათავეებთან
როგორც ექსპერტები პროგნოზირებენ, ეს გავლენას მოახდენს ყველა სახის სოციალურ და ტექნოლოგიურ პროგრამაზე. თუ მე-20 საუკუნე იყო ნახევარგამტარების, 21-ე შეიძლება გახდეს სუპერგამტარების საუკუნე.
შემდეგი პოდკასტი: ტრანზისტორების ისტორია — მურის კანონის დასასრული
კომენტარები