შემდეგი პოდკასტი: ტრანზისტორების ისტორია — მურის კანონის დასასრული
ტრანზისტორი ნახევარგამტარი მოწყობილობაა, რომელსაც ჩვეულებრივ აქვს მინიმუმ სამი ტერმინალი. ეს ინსტრუმენტი გვხვდება თითქმის ყველა თანამედროვე ტექნოლოგიაში და ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია.
ტრანზისტორის გამოგონების შემდეგ, მათი რაოდენობა, სტაბილურად იზრდება, რამაც ბოლო 70 წლის განმავლობაში გამოთვლითი სიმძლავრის ექსპონენციალური ზრდა გამოიწვია. თუმცა, არსებობს გამოწვევა და ეს ტრანზისტორების ზომაში დაპატარავებაა. დღეს მურის კანონის პრობლემაც ესაა, ტრანზისტორის ზომა ახლა უკვე იმდენად მცირეა, რომ უბრალოდ მათი დაპატარავება აღარ შეგვიძლია — ეს კი ტექნოლოგიების პროგრესს საფრთხე უქმნის.
პოდკასტში ტრანზისტორებზე და მურის კანონის დასასრულზე ვსაუბრობთ. ვცდილობთ გავიგოთ, თუ რა იქნება ტრანზისტორების ეპოქის შემდეგ. ჩვენი სტუმარია დავით ჩეჩელაშვილი, ანტერპრენიორი, რომელიც საქართველოში ტექნოლოგიებისა და სტარტაპების განვითარებაზე მუშაობს.
კომენტარები