ვის მხარეს ხარ შენ? - საპირველმაისო აქცია ფოტოებში
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
დღეს, პირველ მაისს, მშორმელთა საერთაშორისო დღეს, სხვადასხვა მემარცხენე ჯგუფებმა აქცია-მსვლელობა მოაწყვეს. დემონსტრაციის ორგანიზატორები მოძრაობა აუდიტორია 115 და საქართველოს პროფესიულ კავშირთა გაერთიანება იყვნენ.
მინიმალური ხელფასის შესახებ ახალი კანონის მიღების, საბანკო სექტორის შეზღუდვის, კონსტიტუციაში ეკონომიკური თავისუფლების შესახებ ჩანაწერის გაუქმების, თუ ეფექტიანი შრომის ინსპექციის შექმნის მოთხოვნით დემონსტრანტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით ვარდების მოედანზე აქციის მონაწილეთა სხვა ჯგუფებს შეუერთდნენ და პარლამენტისკენ გადაინაცვლეს.
კომენტარები