მელქისედეკი

24 Apr. 2022, 21:41

ყველას გვახსოვს გასული ორი წელი. ის დაძაბულობა, გაურკვევლობა, მორჩილება, სიფრთხილე და გაბედულება, რაც COVID-19-ის გამო გავიარეთ. 2022 წელი ბევრად უფრო ტრაგიკულად დაიწყო. ჩვენს მოძმე და მეგობარ უკრაინაში, რუსული აგრესიის გამო სისხლისმღვრელი ომი მიმდინარეობს. შეუძლებელია ადამიანი სრულყოფილად ბედნიერი იყოს, თუკი მის გვერდით მდგომი მოყვასი გაჭირვებულია. ახლა, ვნების კვირისა თუ ბრწყინვალე შვიდეულის პერიოდში, როდესაც ეს ეპისტოლე იწერება და იკითხება, მინდა თითოეულ ჩვენგანს კარგად ესმოდეს, რომ მეზობელ უკრაინაში ათეულობით ბავშვი ობლდება, ენგრევათ სახლები და რუდუნებით ნაშენები ცხოვრება, ნადგურდებიან ისტორიული ძეგლები, ტაძრები, სიწმინდეები და ყველაზე საშინელი — იღუპებიან ძალადობის მსხვერპლი ბავშვები, ამ ყველაფერს კი ბოროტი ძალა "ქრისტეს სახელით" აღასრულებს და "ცოდვილის დასჯით" ამართლებს.

აღდგომის ამ ბრწყინვალე დღესასწაულზე, მინდა ყველამ გავიაზროთ, რომ ქრისტე ვინმეს დასასჯელად კი არ ეცვა ჯვარს, არამედ სასჯელიდან სხვის გამოსახსნელად. ცოდვების გამო კი არ მოკლა ვინმე, არამედ თავად მოკვდა, რათა მასთან ერთად ადამიანი გამოხსნილიყო. იესო მაღალ ტახტრევანზე მჯდომარე კი არ კარნახობდა ვინმეს ყოფა-ცხოვრების მშრალ კანონებს, არამედ საკუთარი საქმით აჩვენებდა მართებულ ცხოვრების წესს. ესაა ქრისტიანობა, ეს გვასწავლა განკაცებულმა და მკვდრეთით აღდგომილმა მაცხოვარმა და ამიტომაც ვიძახით ამაყად — ქრისტე აღსდგა! ახლა, ამ ბრწყინვალე დღესასწაულზე, მინდა მოგიწოდოთ, რომ გააძლიეროთ თქვენი ლოცვა უკრაინისა და უკრაინის დამოუკიდებლობისადმი მებრძოლი ადამიანებისთვის, განსაკუთრებით კი იმ ქართველი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც იქ საკუთარი სამშობლოსთვისაც იბრძვიან.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  4. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  5. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა

თავდაცვის სამინისტროში ამერიკის შეერთებული შტატების ომის მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ენდრიუ ლუმისს უმასპინძლეს.…