ისრაელმა წარმატებით გამოცადა თავისი ახალი ლაზერული თავდაცვის სისტემა
ღაზას სექტორის კონფლიქტის დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ გამოსცადა ახალი ლაზერული სარაკეტო თავდაცვის სისტემა, სახელწოდებით Iron Beam — რკინის სხივი. ამის შესახებ ინფორმაციას AP News ავრცელებს.
გასული წლის კონფლიქტის დროს ისრაელის ძალები იყენებდნენ რკინის გუმბათის სისტემას, რათა დაეცვათ ტერიტორია არსებული საჰაერო საფრთხეებისგან. საჰაერო თავდაცვითმა სისტემამ 90 პროცენტიანი სიზუსტით დაიცვა ისრაელი, რამაც თავის მხრივ, აშშ-ს უბიძგა ამ სისტემის შეძენისკენ. ასეთი თავდაცვის სისტემით სამხრეთ კორეაც დაინტერესდა.
რკინის გუმბათი: ძალიან ძვირი სიამოვნება
ასევე: როგორ მუშაობს ისრაელის "რკინის გუმბათი" — დეტალურად
გარდა უნიკალური შესაძლებლობებისა, რკინის გუმბათის სისტემის განლაგება საკმაოდ ძვირია. როგორც ისრაელის პრემიერ მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა განაცხადა, მოწინააღმდეგისგან გაშვებული რაკეტა რამდენიმე ასეული დოლარი ღირს, ხოლო ისრაელის თავდაცვა რკინის გუმბათის გამოყენება ქვეყანას ათიათასობით დოლარი უჯდება.
ამიტომ, თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა გადავიდეს ლაზერზე დაფუძნებული სისტემის გამოყენებაზე, რომელიც ზუსტად ისეთივე ეფექტიანია, მაგრამ მისი გამოყენება მხოლოდ რამდენიმე დოლარი ჯდება. ბენეტის თქმით, სისტემის ერთჯერადად გამოყენება დაახლოებით 4 დოლარამდე დაჯდება.
მიუხედავად იმისა, რომ რკინის სხივის მოქმედებაზე დეტალები არ არის გასაჯაროებული, სისტემის ტესტმა აჩვენა მისი ეფექტიანობა საჰაერო საფრთხეების ფართო სპექტრის წინააღმდეგ.
ტესტები ჩატარდა ნეგევის უდაბნოში და სისტემა, სავარაუდოდ, ამოქმედდება ერთი წლის განმავლობაში, იტყობინება AP News. როდესაც მზად იქნება, სისტემა განლაგდება ხმელეთზე, ზღვაზე და ჰაერში, დასძინეს სამინისტროს წარმომადგენლებმა.
კომენტარები