ახალი კვლევის მიხედვით, სოკოების "კომუნიკაცია" ადამიანების მეტყველებას ჰგავს
ახალმა კვლევამ გამოავლინა ნერვის მსგავსი ელექტრული აქტივობის ნიმუშები, რომლებიც წარმოიქმნება სოკოების მიერ. უფრო მეტიც, აქტივობის ნიმუშები ადამიანის მეტყველების მსგავს სტრუქტურებს ჰგავს.
მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ეს იმპულსები გავლენას ახდენს სხვა უჯრედულ აქტივობებზე სოკოების ქსელში. ამ აღმოჩენას მიკოლოგიის სფეროში მნიშვნელოვანი სიახლეების მოტანა შეუძლია.
კომპიუტერული მეცნიერების სპეციალისტმა ენდრიუ ადამაცკიმ, დასავლეთ ინგლისის უნივერსიტეტიდან, დიდ ბრიტანეთში, შეძლო აღმოეჩინა 50-მდე განსხვავებული "სიტყვა", იგივე აქტივობა, რომლებიც სოკოების ჯგუფური ქსელისგან წარმოიქმნება.
სოკოებში ელექტრული აქტივობების შესახებ უკვე წლებია რაც ცნობილია. თუმცა, მათ გაანალიზებას, როგორც კომუნიკაციის ენის, ბევრი სიახლის გამოვლენა შეუძლია.
"თუ ვივარაუდებთ, რომ ელექტრული აქტივობას სოკოები იყენებენ თავიანთ ქსელებში ინფორმაციის გადასაცემად და დასამუშავებლად ეს ნიშნავს, რომ მათ კომუნიკაციას თავისი ენა აქვს. ეს ძალიან ჰგავს სიტყვებით, იგივე ენობრივ კომუნიკაციას", — წერს ადამაცკი თავის ახალ ნაშრომში.
ადამაცკიმ შეისწავლა ელექტრული აქტივობა სოკოების ოთხ ტიპში: მოჩვენება სოკო, ენოკი სოკო, გაყოფილი სოკო და მუხლუხო სოკო. ელექტრული აქტივობა გამოვლინდა და დაფიქსირდა პაწაწინა მიკროელექტროდების გამოყენებით, რომლებიც ჩასმული იყო იმ ადგილებში, სადაც სოკოების დაჯგუფებაა.
"ჩვენ არ ვიცით, არის თუ არა პირდაპირი კავშირი სოკოების აქტივობასა და ადამიანის მეტყველებას შორის. შეიძლება არც არის. მეორეს მხრივ, ბევრი მსგავსებაა ინფორმაციის დამუშავებაში სხვადასხვა კლასის, ოჯახისა და სახეობის ცოცხალ სუბსტრატებში", — უთხრა ადამაცკიმ გარდიანს.
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის მეტყველებასთან შედარება საყურადღებოა, კვლევა არ იძლევა რაიმე მითითებას იმის შესახებ, თუ რა შეიძლება იყოს სოკოს ქსელების მსგავსი კომუნიკაციის საჭიროება. ამით შეიძლება სოკოები ერთმანეთს საფრთხის შესახებ ატყობინებდნენ, ან სხვა საჭირო ინფორმაციას ცვლიდნენ.
ეკოლოგი დენ ბებერი გაერთიანებული სამეფოს ექსეთერის უნივერსიტეტიდან, რომელიც არ იყო ჩართული კვლევაში, ამბობს, რომ დიდი გზაა გასავლელი, სანამ დავრწმუნდებით, რომ სოკოები ნამდვილად "ელაპარაკებიან" ერთმანეთს.
"ეს ძალიან საინტერესო იდეა და კონცეფციაა, მაგრამ მას მეტი კვლევა სჭირდება", — უთხრა დენ ბებერმა გარდიანს.
კვლევა გამოქვეყნებულია Royal Society Open Science-ში.
კომენტარები