სესხი აიღე და გაინტერესებს, რამდენი უნდა დააბრუნო? — ეს კალკულატორი ყველაფერს დაგითვლის
ფოტო: Getty Images
ხშირია შემთხვევები, როდესაც სესხი უკვე აღებულია, მაგრამ მომხმარებელი მაინც გაურკვევლობაშია, ან სულაც, რამდენიმე თვის შემდეგ აღმოაჩენს მისთვის სრულიად ახალ დეტალებს. თუ გსურს, რომ ასეთ მდგომარეობაში არ აღმოჩნდე, სესხი აღებამდე უნდა დაითვალო.
ამისთვის რამდენიმე ნაბიჯის გადადგმაა საჭირო: მნიშვნელოვანია, რომ მსესხებელი ორგანიზაციისგან ამომწურავი ინფორმაციის მიღება მოითხოვო. ამასთან, სასესხო ხელშეკრულება გულმოდგინედ უნდა წაიკითხო. კიდევ ერთი ხერხი, რომლის საშუალებითაც სამომავლოდ ასაღები, ან უკვე აღებული სესხის დათვლა შეგიძლია, საკუთარი კალკულატორია. აქ ჩვეულებრივი კალკულატორი კი არა, ეროვნული ბანკის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამომთვლელი კალკულატორი იგულისხმება — ის დაახლოებით იმ სასწორს მოგაგონებს, რომელიც ბაზარში სიარულისას დაგვაქვს.
რატომ გვჭირდება ეფექტური საპროცენტო განაკვეთის დათვლა
ფოტო: dreamstime
სესხის აღებამდე ეფექტური საპროცენტო განაკვეთის დათვლა ძალიან მნიშვნელოვანია. ის სრულად აჩვენებს იმ ხარჯების მოცულობას, რომლის გადახდაც სესხის აღების სანაცვლოდ მოგიწევს. იმისათვის, რომ ზუსტად გაიგო, რატომ გჭირდება ეფექტური განაკვეთის გამოთვლა, მასსა და ნომინალურ საპროცენტო განაკვეთს შორის განსხვავებას უნდა მიაქციო ყურადღება.
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი სესხის ღირებულებას პროცენტებში გამოხატავს. მისი გაანგარიშებისას კრედიტის მომსახურების პერიოდში შენ მიერ გასაწევი ყველა ხარჯია გათვალისწინებული. ამასთან, აქ ჩანს ხარჯების გაწევის პერიოდიც, ანუ დროც. ის ნომინალურ საპროცენტო განაკვეთსაც აერთიანებს და იმ გადასახდელებსა და საკომისიოებსაც, რომელთა გადახდაც სესხის აღებიდან მის დაფარვამდე გიწევს.
მარტივად რომ ვთქვათ, ნომინალური საპროცენტო განაკვეთი სესხის ძირის პროცენტს მოიცავს, ხოლო რეალურში — დამატებითი ხარჯებიც შედის.
როგორ გამოვიყენოთ კალკულატორი
ფოტო: iStock
ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლელი კალკულატორი რამდენიმე ველის შევსების შემთხვევაში ზუსტად დაგითვლის იმ განაკვეთსა და თანხის ოდენობას, რისი გადახდაც მოგიწევს რეალურად.
კალკულატორი შემდეგ ველებს მოიცავს:
- სესხის თანხა;
- საშეღავათო პერიოდი;
- სესხის ვალუტა;
- სესხის ვადა;
- წლიური ნომინალური საპროცენტო განაკვეთი;
- გაცემის თარიღი და გადახდის რიცხვი.
ამ და კიდევ რამდენიმე კრიტერიუმის შევსების შემთხვევაში ზუსტად გეცოდინება, რამდენი იქნება დამატებითი ხარჯი შენი სესხისთვის, რაც კრედიტის აღების გადაწყვეტილების მიღებაში ძალიან დაგეხმარება.
სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის დასათვლელად ესტუმრეთ ამ ბმულს.
-
ღარიბაშვილი წერს, რომ "მრავალწლიან პირობით სასჯელს და ჯარიმას დაჰპირდნენ, მაგრამ "გადააგდეს" ღარიბაშვილი წერს, რომ "მრავალწლიან პირობით სასჯელს და ჯარიმას დაჰპირდნენ, მაგრამ "გადააგდეს"
გადახედვა
-
"ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი "ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი
გადახედვა
-
სავაჭრო ბრუნვაში საქართველოს მთავარი პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია სავაჭრო ბრუნვაში საქართველოს მთავარი პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია
გადახედვა
-
პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს
გადახედვა
-
21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა 21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა
გადახედვა
-
აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს
გადახედვა
-
არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო
-
მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა
გადახედვა
-
დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ბითლზების ფილმის გადაღებებიდან ახალი კადრები ვრცელდება — რამდენად უხდებიან მსახიობები როლებს? ბითლზების ფილმის გადაღებებიდან ახალი კადრები ვრცელდება — რამდენად უხდებიან მსახიობები როლებს?
გადახედვა
-
გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ
გადახედვა
-
გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე
გადახედვა
-
რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს
გადახედვა
-
21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ
გადახედვა
-
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა
-
USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი
-
ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ
გადახედვა
-
პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა
გადახედვა
-
15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს 15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს
გადახედვა
კომენტარები