ცნობილი გახდა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ბრიუს უილისი სამსახიობო კარიერას ასრულებს: ამერიკელ მსახიობს აფაზიის დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც მეტყველების უნარის დაქვეითებას იწვევს.
ბრიუს უილისმა კარიერა 1980-იან წლებში დაიწყო და ათწლეულების განმავლობაში არაერთ ცნობილ ფილმში ითამაშა, რომლებშიც საკულტო პერსონაჟები შექმნა — მის მიერ განსახიერებული გმირების თავგადასავლები დღემდე გრძელდება მილიონობით მაყურებლის გულებში.
მას განსაკუთრებული წარმატება 1988 წელს ფილმში Die Hard შესრულებულმა ჯონ მაკკლეინის როლმა მოუტანა, თუმცა მხოლოდ ეს არ იყო: ის გახდა კვენტინ ტარანტინოს მუზა ფილმში Pulp Fiction და უეს ანდერსონის შთაგონება Moonrise Kingdom-ისთვის. მან გვაჩუქა მეხუტე ელემენტი, რომლის მეასედ ყურებაც კი არ ჰბეზრდება არცერთი ასაკის მაყურებელს.
სიტყვა კიდევ უფრო რომ არ გაგვიგრძელდეს, ფოტოებით გავიხსენოთ მისი ყველაზე დასამახსოვრებელი როლები:
1. Moonlighting (1985-1989) — სიბილ შეფერდი და ბრიუს უილისი
2. Die Hard (კერკეტი კაკალი) — 1988 წლის ფილმი, რომელიც სამუდამოდ უილისის სახელთან იქნება დაკავშირებული
3. Death Becomes Her (1992) — უილისმა კარიერის განმავლობაში მრავალ ჟანრში მოსინჯა თავისი შესაძლებლობები, მათ შორის კომედიაშიც
4. უილისი კვენტინ ტარანტინოს 1994 წლის საკულტო ფილმში Pulp Fiction (მაკულატურა)
5. მან ითამაშა კერკეტი კაკალის სხვა ნაწილშიც, სახელად Die Hard: With a Vengeance
6. ბრიუსი მონაწილეობდა 1995 წლის გახმაურებულ ფილმში თორმეტი მაიმუნი
7. 1997 წელს გამოვიდა მეხუთე ელემენტი, რომელიც ქართველ მაყურებელს, ალბათ, მისი ფილმებიდან მაინც ყველაზე მეტად უყვარს
8. ბრიუსმა ასტრონავტის როლიც მოირგო 1998 წლის ფილმში არმაგედონი
9. 1998 წლის ფილმში მეექვსე გრძნობა ბავშვთა ფსიქოლოგის როლი ითამაშა
10. 2000 წელს გამოვიდა ფილმი Unbreakable (უდრეკი)
11. ბრიუს უილისმა მაიკლ მედსენთან ერთად ითამაშა ფილმში Sin City (ცოდვილთა ქალაქი)
12. 2007 წელს უილისი გამოჩნდა ფილმში Planet Terror (პლანეტა ტერორი)
13. უეს ანდერსონის საკულტო ფილმში Moonrise Kingdom (ამომავალი მთვარის სამეფო)
14. უილისმა ითამაშა ჯოზეფ გორდონ-ლევიტის პერსონაჟის უფროსი ვერსია 2012 წლის სამეცნიერო ფანტასტიკაში Looper (მარყუჟი)
15. სამწუხაროდ, ბოლო წლებში უილისი ძირითადად მხოლოდ ფინანსურად მომგებიან პროექტებში იღებდა მონაწილეობას და შესაბამისად, მისი უკანასკნელი როლები დიდად დასამახსოვრებელი არაა. მისი ერთ-ერთი ბოლო ყველაზე ცნობილი ფილმი 2019 წლის Glass (შუშა) გამოდგა
კომენტარები