ლიკა სულაბერიძის გზა თეგეტა მოტორსის ფილიალის დირექტორობამდე
ფოტო: თეგეტა
ავტოინდუსტრიაში მოხვედრამდე ლიკა სულაბერიძემ ტურიზმის სფეროში აკადემიური ხარისხი მიიღო. საქართველოს სხვადასხვა წამყვან სასტუმროში სტაჟირებაც წარმატებით გაიარა. თუმცა შემთხვევით ნანახმა შეთავაზებამ, კარიერა ავტოსფეროში დაეწყო, მისი პროფესიული განვითარება რადიკალურად შეცვალა. როგორც თავად ჰყვება, ეს სფერო ყოველთვის მოსწონდა და შანსს ხელიდან ვერ გაუშვებდა. ბევრი აღარ უფიქრია, თეგეტაში რეზიუმე გაგზავნა. მზად იყო ახალი საქმის დასაწყებად.
"ვაკანსია ზუსტად აღწერდა იმას, რაც მინდოდა. სრულიად დამავიწყა ჩემი ტურიზმი და ბედი ვცადე. თავიდანვე გამაფრთხილეს, რომ ჯერ აკადემია უნდა გამევლო, რაც მარტივი არ იქნებოდა, ბევრი შრომა და ზღვა მასალის სწავლა მომიწევდა. თუმცა იმდენად დიდი იყო სურვილი, ისე მაინტერესებდა მანქანის ყველა დეტალი, ზუსტად ვიცოდი, რომ შევძლებდი", — ლიკა სულაბერიძე, ფილიალის დირექტორი.
თეგეტა აკადემიაში სწავლისას მანქანის ნაწილების სახელებს დიდი მონდომებით იზეპირებდა. ტრენერის საუბარს იწერდა და სახლში დაუსრულებლად უსმენდა. თვენახევრიანი სწავლისა და გათენებული ღამეების შემდეგ ხუთი გამოცდა წარმატებით ჩააბარა და სტაჟირება დაიწყო. სირთულეებითა და დაბრკოლებებით სავსე გზამ კი "თეგეტა მოტორსის" ცენტრალურ ფილიალამდე მიიყვანა, სადაც გაყიდვების კონსულტანტმა თავი მალევე დაიმკვიდრა.
"თუ ეს საქმე არ გიყვარს, მართლა ვერ შეძლებ. თავის დანებებაც მიფიქრია, თან თავიდან მომხმარებლის დამოკიდებულებაც არასერიოზული იყო. გოგოს რომ ხედავდნენ, არ მენდობოდნენ, ფიქრობდნენ, ქალმა რა უნდა გვირჩიოსო, თუმცა ძალიან სასიამოვნო იყო, როცა ხვდებოდნენ, რომ შეცდნენ. გაოცებულები რჩებოდნენ, სიღრმისეულად რომ ვუხსნიდი ყველა დეტალს. ვცდილობდი, ჟარგონები არ გამომეყენებინა და მანქანის ნაწილებს ქართული დასახელებით ვიხსენიებდი. თან ეს უფრო მომწონდა, წარმოიდგინეთ, სად "პაჩებნიკს" რომ იტყვი და სად საკისარს. ბევრჯერ დავამტკიცე, რომ მე ეს შემიძლია და ძალიან მინდა, მაგალითი ვიყო სხვა ქალებისთვისაც".
საქმის სიყვარულმა, საკუთარი თავის რწმენამ და შრომისმოყვარეობამ მალე ახალ შესაძლებლობამდე და საპასუხისმგებლო პოზიციამდე მიიყვანა. საფეხურები ეტაპობრივად და ჩვეული მონდომებით გაიარა: კონსულტანტობის მერე გაყიდვების ჯგუფის უფროსი, შემდეგ კი ფილიალის დირექტორი გახდა.
"ჩემი განვლილი გზა, სირთულეების მიუხედავად, სიამოვნება იყო. დირექტორობა კი დიდი გამოწვევაა. თეგეტა მოტორსის ბელიაშვილის ფილიალი სერვისსა და შოურუმს მოიცავს და ჩემთვის ასეთი მნიშვნელოვანი ფილიალის მართვა დიდი პასუხისმგებლობაა. საქმე, რა თქმა უნდა, ბევრია, თუმცა, როდესაც ამხელა საქმეს განდობენ, ძალიან მნიშვნელოვანია. არ მაქვს ამ იმედების გაცრუების უფლება".
ლიკას პასუხისმგებლობა უფლება-მოვალეობებთან ერთად გაიზარდა. მართვის გამოცდილება ფილიალის დირექტორობამდეც ჰქონდა, მაგრამ ახლა მისი ყოველდღიური საქმიანობა გაფართოვდა — წესრიგი უნდა იყოს გაყიდვებშიც და სერვისცენტრშიც, მარაგები შევსებული და მომსახურება სრულყოფილი. დღეს მის დაქვემდებარებაში ათი თანამშრომელია. კითხვაზე: როგორ იწყება მისი სამუშაო დღე, ერთი პასუხი აქვს — ეს არის ზრუნვა კოლეგებზე და ზრუნვა მომხმარებელზე.
ლიკა ამბობს, რომ თავდაპირველი მღელვარება წარსულში დატოვა, გამოწვევები მოტივაციად აქცია და შიში საქმისადმი ერთგულებით ჩაანაცვლა. მომავალსაც ამ მიდგომით გეგმავს და ძალების მოსინჯვას უფრო დიდი ფილიალის მართვაში აპირებს — რა თქმა უნდა, ავტოსფეროში და, რა თქმა უნდა, თეგეტა მოტორსში.
ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან საქმიანობს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომლებიც 400 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
-
როგორი ამინდი იქნება 1-ელ და 2 სექტემბერს? როგორი ამინდი იქნება 1-ელ და 2 სექტემბერს?
გადახედვა
-
1-ელი სექტემბრიდან საია უფასო იურიდიული კონსულტაციების გაცემას ნაწილობრივ აღადგენს 1-ელი სექტემბრიდან საია უფასო იურიდიული კონსულტაციების გაცემას ნაწილობრივ აღადგენს
გადახედვა
-
ალიევისა და ფაშინიანის შეხვედრა SCO-ს სამიტზე — რა საკითხები განიხილეს? ალიევისა და ფაშინიანის შეხვედრა SCO-ს სამიტზე — რა საკითხები განიხილეს?
გადახედვა
-
კვიპროსის სანაპიროსთან სამგზავრო გემი ჩაიძირა — დაღუპულია 8 მგზავრი, 18-ს ეძებენ კვიპროსის სანაპიროსთან სამგზავრო გემი ჩაიძირა — დაღუპულია 8 მგზავრი, 18-ს ეძებენ
გადახედვა
-
www.ekalata.gov.ge-ს მე-14 სუპერმარკეტების ქსელი და ახალი ფუნქციონალები დაემატა www.ekalata.gov.ge-ს მე-14 სუპერმარკეტების ქსელი და ახალი ფუნქციონალები დაემატა
გადახედვა
-
აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებული ქალი კლინიკა "ვივამედშია" მოთავსებული აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებული ქალი კლინიკა "ვივამედშია" მოთავსებული
გადახედვა
-
ნენსი გრეის რომანის ტელესკოპი უკვე კოსმოსშია! — NASA-ს ახალი "ფლაგმანი" ნენსი გრეის რომანის ტელესკოპი უკვე კოსმოსშია! — NASA-ს ახალი "ფლაგმანი"
გადახედვა
-
ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი წყალდიდობის შედეგად 900-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 4 700-ზე მეტს ეძებენ ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი წყალდიდობის შედეგად 900-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 4 700-ზე მეტს ეძებენ
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი კუნძული ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი კუნძული ერთი მინიშნებით
-
ტვინის პერსონალიზებული სტიმულაცია ქრონიკულ ტკივილს ამსუბუქებს — კვლევა ტვინის პერსონალიზებული სტიმულაცია ქრონიკულ ტკივილს ამსუბუქებს — კვლევა
გადახედვა
-
რუპერტ გრინტი რონ უიზლის როლს უბრუნდება რუპერტ გრინტი რონ უიზლის როლს უბრუნდება
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: ჩვენი სურვილია, რომ აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყოს ახალი ფურცლიდან შალვა პაპუაშვილი: ჩვენი სურვილია, რომ აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყოს ახალი ფურცლიდან
გადახედვა
-
რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც მამუკა მდინარაძისთვის იქმნებოდა აღარ შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც მამუკა მდინარაძისთვის იქმნებოდა აღარ შეიქმნება
გადახედვა
-
6 წელიწადია გაყალბებით არიან დაკავებული — ბაჩალიაშვილის ოჯახმა პროკურატურასთან მორიგი აქცია გამართა 6 წელიწადია გაყალბებით არიან დაკავებული — ბაჩალიაშვილის ოჯახმა პროკურატურასთან მორიგი აქცია გამართა
გადახედვა
-
ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის პოლიტიკა სამხედრო ოკუპაციის ჩარჩოებს სცდება — "ანტიანექსიური პლატფორმა" კვლევას აქვეყნებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის პოლიტიკა სამხედრო ოკუპაციის ჩარჩოებს სცდება — "ანტიანექსიური პლატფორმა" კვლევას აქვეყნებს
გადახედვა
-
YouTube პოდკასტის არის ერთი ნიუანსის ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა YouTube პოდკასტის არის ერთი ნიუანსის ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა
-
რუსული მედია: სტავროპოლში ავარიისას 6 ადამიანი დაიღუპა — ავტობუსის მგზავრების უმეტესობა ქართველია რუსული მედია: სტავროპოლში ავარიისას 6 ადამიანი დაიღუპა — ავტობუსის მგზავრების უმეტესობა ქართველია
გადახედვა
-
სასკოლო ფორმები ქვეყანაში 3 ეტაპად შემოვა — როდის და როგორ შეძლებენ მოსწავლეები სასკოლო ფორმების შეძენას? სასკოლო ფორმები ქვეყანაში 3 ეტაპად შემოვა — როდის და როგორ შეძლებენ მოსწავლეები სასკოლო ფორმების შეძენას?
გადახედვა
-
რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
კომენტარები