ბათუმის არეულობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ
ფოტო: ტატო ცეცხლაძე
ბათუმის 11-12 მარტის არეულობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულებს, თავისუფალი ზონის ყოფილ წევრს, ირაკლი ჩხვირკიასა და არასამთავრობო ორგანიზაცია კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელს, მერაბ ღოღობერიძეს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის, პროკკურატურის მოთხოვნა. დაკავებულების ადვოკატებს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება მომავალი 48 საათის განმავლობაში შეეძლებათ.
დაკავებულების მომავალი სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში 20 ივლისს გაიმართება.
ჩხირკვიას დაცვის მხარე ბათუმის აქციისა და არეულობის ორგანიზატორობის ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ის ბათუმში იმ დროს ჩავიდა, როდესაც არეულობა უკვე დასრულებული იყო.
ჩხირკვიასა და ღოღობერიძეს ბრალი წაყენებული აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს მასობრივი არეულობის ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, ცეცხლის წაკიდება, იარაღის ან ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენება ანდა ხელისუფლების წარმომადგენლისადმი შეიარაღებული წინააღმდეგობა. დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
2017 წლის 11 მარტს, ბათუმში, პატრულმა მოძრაობის შეფერხებისა და არასწორი პარკირებისთვის მოქალაქე დააჯარიმა, რასაც ჯერ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება, მოგვიანებით კი საპროტესტო აქცია მოჰყვა. აღნიშნული აქცია არეულობაში გადაიზარდა, რა დროსაც აქციის მონაწილეებმა დაწვეს და დააზიანეს როგორც ავტომობილები, ისე საგზაო ინფრასტრუქტურა.
არეულობამდე გარკვეული პერიოდით ადრე, პოლიციელებმა მერაბ ღოღობერიძე ჯერ დააჯარიმეს, შემდეგ კი პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მოტივით დააკავეს, მოგვიანებით კი გაათავისუფლეს. აღნიშნული ფაქტის გამო, მერაბ ღოღობერიძემ საპატრულო პოლიციის აჭარის მთავარ სამმართველოსთან საპროტესტო აქცია გამართა პოლიციის უფროსის, კახა ბუხრაძის გადადგომის მოთხოვნით.
რაც შეეხება ირაკლი ჩხვირკიას, მაშინ, როცა ბათუმში არეულობამ პიკს მიაღია, ის მივიდა მოვლენების მიმდინარეობის ადგილას და მოითხოვა საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომა. ის ასევე, არეულობაში მონაწილეების სახელით ითხოვდა შს მინისტრთან შეხვედრასა და მისგან აღნიშნული პირებისთვის ხელშეუხებლობის გარანტიის მიღებას. მან ხელისუფლებას 1,5 საათი მისცა და პირობა დადო, რომ ამ დროის განმავლობაში ქვების სროლა არ გაგრძელდება:
"მე მინდა ამ ბიჭების სახელით ვთქვა, რომ არ იქნება ქვების სროლა, არ იქნება ცეცხლის დანთება და არაფერი. ვიდგებით მშვიდობიანად, მოწესრიგებულად, ისე, როგორც აჭარელ და ქართველ ხალხს შეეფერება".
როგორც ირაკლი ჩხვირკიამ მაშინ თქვა, ის თბილისიდან სპეციალურად ჩავიდა ბათუმში, რათა ამ ხალხს "გვერდით დადგომოდა."
მოგვიანებით, ირაკლი ჩხვირკიამ უარყო რაიმე კავშირი არეულობის ორგანიზებასთან, თუმცა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ის პარტიიდან გარიცხა.
ირაკლი ჩხვირკია და მერაბ ღოღობერიძე შსს-მ 24 აპრილს დააკავა.
-
კობახიძე განმარტავს რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
-
რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება
გადახედვა
-
თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები
გადახედვა
-
გიორგი კაკაურიძე განმარტავს, ხელფასის რამდენლარიან მატებას უნდა ელოდონ მასწავლებლები გიორგი კაკაურიძე განმარტავს, ხელფასის რამდენლარიან მატებას უნდა ელოდონ მასწავლებლები
გადახედვა
-
რა უპირატესობები აქვს მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას? რა უპირატესობები აქვს მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას?
-
Victoria’s Secret-ის შოუ ახლოვდება — ყველაფერი, რაც ვიცით Victoria’s Secret-ის შოუ ახლოვდება — ყველაფერი, რაც ვიცით
გადახედვა
-
Gemini-ს ალტერნატივა გამოუჩნდა? — Claude-ს ამიერიდან უშუალოდ Google-ის სერვისებშიც გამოიყენებთ Gemini-ს ალტერნატივა გამოუჩნდა? — Claude-ს ამიერიდან უშუალოდ Google-ის სერვისებშიც გამოიყენებთ
გადახედვა
-
Anthropic-ს 10 000-ზე მეტი ინჟინრის გადამზადება სურს — ამისათვის იგი $100 მილიონს გამოყოფს Anthropic-ს 10 000-ზე მეტი ინჟინრის გადამზადება სურს — ამისათვის იგი $100 მილიონს გამოყოფს
გადახედვა
-
გომბორის გზაზე კლდის ჩამოშლის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა გომბორის გზაზე კლდის ჩამოშლის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
გადახედვა
-
გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს
გადახედვა
-
"სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი ტანზანიის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მუსა ზუნგუს შეხვდა შალვა პაპუაშვილი ტანზანიის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მუსა ზუნგუს შეხვდა
გადახედვა
-
ლევან მაჭავარიანი: თავი მოიჭრა იმ პატიმარმაც, რომელიც იბრალებს, თითქოს თითითაა გაუპატიურებული და მისმა ოჯახმაც ლევან მაჭავარიანი: თავი მოიჭრა იმ პატიმარმაც, რომელიც იბრალებს, თითქოს თითითაა გაუპატიურებული და მისმა ოჯახმაც
გადახედვა
-
ლადო კახაძე: ჩვენი წყლის რესურსების გამოყენებაში იტალია და საფრანგეთი წინ გვეღობება ლადო კახაძე: ჩვენი წყლის რესურსების გამოყენებაში იტალია და საფრანგეთი წინ გვეღობება
გადახედვა
კომენტარები