ტყვედ ჩავარდნილი რუსი მფრინავი აღიარებს, რომ მშვიდობიან ხალხს გააზრებულად ბომბავდა
ფოტო: კადრი ვიდეოდან
ტყვედ ჩავარდნილი რუსი მფრინავი აღიარებს, რომ მშვიდობიან ხალხს გააზრებულად ბომბავდა. ის ბოდიშს უხდის უკრაინელ ხალხს ყველა უბედურებისთვის, რაც მათმა შეჭრამ გამოიწვია.
"2022 წლის 6 მარტს ვასრულებდი მესამე საბრძოლო ფრენას. ბორტზე იყო 4 ტონა ასაფეთქებელი ბომბი. ბრძანებისა და კოორდინატების მიღების შემდეგ, საბრძოლო დავალების შესრულებისას მივხვდი, რომ სამიზნე იყო არა მოწინააღმდეგის სამხედრო ობიექტები, არამედ საცხოვრებელი კორპუსები და მშვიდობიანი მოსახლეობა, მაგრამ დანაშაულებრივი ბრძანება შევასრულე", — აცხადებს ის.
ტყვე მოუწოდებს რუს სამხედროებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ "დანაშაულებრივი ბრძანების შესრულება" და მშვიდობიანი ქალაქების დაბომბვა. მისივე თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს ომი მალე დასრულდეს და უკრაინელი ხალხის გენოციდში დამნაშავეებმა პასუხი აგონ.
"მე ვფიქრობ, რომ ეს ომი ჩვენ უკვე წავაგეთ", — ამბობს ის.
უკრაინსკაია პრავდა წერს, რომ ტყვე პოდკოლკოვნიკია, რომელმაც 24 თებერვალს და 3 მარს ჩამოაგდო 12 საჰაერო ბომბი (დღეში 6) ხარკოვის ოლქში, ქალაქ იზიუმში, სამოქალაქო სტრუქტურებზე, იმ მხარეში, სადაც არ არის უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები. მათივე ინფორმაციით, 6 მარტს ამავე პირმა, ბორტ ნავიგატორთან ერთად, ჩამოაგდო 8 ბომბი ქალაქ ხარკოვში, ასევე სამოქალაქო სტრუქტურებზე.
გავრცელდა იმავე ოთახში გადაღებული კიდევ ერთი რუსი მფრინავი ტყვის ვიდეო, რომელიც ასევე ბოდიშს უხდის უკრაინელ ხალხს და ნანობს, რომ "მათ ტერიტორიაზე" აღმოჩნდა.
"ძალიან ვნანობ, რომ ვასრულებდი ამ დანაშაულებრივ ბრძანებებს. მივმართავ რუსეთის ფედერაციის ჯარისკაცებს, მინდა მოვუწოდო, გამოფხიზლდნენ, დროულად გაჩერდნენ. უკვე ჩამოაგდეს ათეულობით თვითმფრინავი, ასი ათასობით ოჯახი დაინგრა, როგორც უკრაინის, ასევე რუსეთის ტერიტორიაზე, ამიტომ ვთხოვ, შეჩერდნენ", — ამბობს ის.
უკრაინული სამხედრო ძალები ხშირად ავრცელებენ რუსი ტყვეების ვიდეოებს. უმეტეს შემთხვევაში ტყვეები ამბობენ, რომ არ იცოდნენ თუ ომში მიდიოდნენ და ისინი წვრთნებზე გამოიძახეს. ვრცელდება ისეთი ვიდეოებიც, რომლებშიც უკრაინელი ჯარისკაცები ტყვეებს დედებთან არეკინებენ და მოუწოდებენ, რუსეთში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე სიმართლე გაავრცელონ.
დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები