ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი გაიწვია
ფოტო: კადრი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვიდეოდან
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საქართველოდან უკრაინის ელჩს გაიწვევს. უცნობია ის კონსულტაციებისთვის გაწვევას გულისხმობს თუ არა. ზელენსკი ამბობს, რომ მიზეზი სანქციებზე "ამორალური პოზიცია" და უკრაინაში მოხალისეების წასვლაში ხელის შეშლაა.
"ჩვენი დიპლომატები ახორციელებენ სამართლიან მოქმედებებს იმ სახელმწიფოებისს წინააღმდეგ, რომელმაც უღალატა სიტყვას და საერთაშორისო სამართალს. დაუყონებლივ გამოვითხოვთ ელჩს ყირგიზეთიდან კონსულტაციებისთვის. დაუყოვნებლივ ვიწვევთ ელჩს საქართველოდან — მოხალისეებისთვის ხელის შეშლის გამო, რომლებსაც სურთ უკრაინის დახმარება, სანქციებზე ამორალური პოზიციისთვის", — თქვა მან ვიდეომიმართვაში.
On.ge ცდილობს დააზუსტოს უკრაინის საელჩოში, პრეზიდენტმა ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია, თუ არა, ვინაიდან მის ციტატაში ეს სიტყვა მხოლოდ ყირგიზეთის საელჩოს მიემართება. ჩვენს ზარებს არ პასუხობენ საგარეო საქმეთა სამინისტროშიც.
უკრაინულმა მედიამ, Unian-მა დაწერა, რომ კონსულტაციებისთვის გაწვეულია ელჩი ყირგიზეთიდან, საქართველოში უკრაინის ელჩი კი "დაუყოვნებლივ გაიწვიეს".
გუშინ, 28 თებერვალს უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა ტვიტი 4 ენაზე გამოაქვეყნა და ქართველ ხალხს მიმართა — "თავისუფლებისმოყვარე ქართველო ხალხო, დაეხმარეთ თქვენს პრემიერს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში".
ამ პოსტამდე მან ასევე 4 ენაზე დატვიტა, რომ საქართველოს აეროპორტში მოქალაქეები ელოდებიან, ფრენებს, რათა უკრაინაში ჩავიდნენ. შმიგალი წერს, რომ "იმედია ირაკლი ღარიბაშვილი გამოიჩენს თავის გამბედაობას და ფრენის უფლებას მოგცემთ".
გუშინ ანტიოკუპაციური მოძრაობის წევრმა, დავით ქაცარავამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოხალისეები უკრაინაში გაფრენას ცდილობენ, თუმცა პროცესს ხელისუფლება აფერხებს.
ამასთანავე, პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდება. მისი თქმით, რუსეთის სანქცირების შემთხვევაში, ფული, რომელიც საქართველოში შემოდის, "ხალხს მოაკლდება".
25 თებერვალს პრემიერმინისტრმა თქვა, რომ არავითარ საჭიროებას არ ხედავს უკრაინის საკითხზე პარლამენტში რიგგარეშე სხდომის მოწვევის და მას თავისი საქმე აქვს, პარლამენტსაც თავისი საქმე აქვს, ომი კი უკრაინაში მიმდინარეობს.
მოსახლეობამ ღარიბაშვილის განცხადება გააპროტესტა და ათასობით ადამიანი პარლამენტთან შეიკრიბა. ამის შემდეგ ზელენსკიმ Twitter-სა და საკუთარ ვიდეომიმართვაში ქართველ ხალხს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ "არის დრო, როცა მოქალაქეები არ არიან მთავრობა, მაგრამ არიან მთავრობაზე უკეთესები".
-
TI: უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისეების წინააღმდეგ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებების ქმედებები თანხვედრაშია TI: უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისეების წინააღმდეგ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებების ქმედებები თანხვედრაშია
გადახედვა
-
"მცხეთობა" წელს 355 000 ლარი დაჯდება — ვინ რამდენად იმღერებს? "მცხეთობა" წელს 355 000 ლარი დაჯდება — ვინ რამდენად იმღერებს?
გადახედვა
-
გაბრაზებული წიწილა და გაპრანჭული ნიანგი — ნახეთ ცხოველების 12 ყველაზე სასაცილო ფოტო 2026 წლის ფოტოკონკურსიდან გაბრაზებული წიწილა და გაპრანჭული ნიანგი — ნახეთ ცხოველების 12 ყველაზე სასაცილო ფოტო 2026 წლის ფოტოკონკურსიდან
გადახედვა
-
"მაკულატურა იყო" — შალვა პაპუაშვილი აქციებზე ქიმიური საშუალებების გამოყენების შესახებ წარდგენილ კვლევაზე "მაკულატურა იყო" — შალვა პაპუაშვილი აქციებზე ქიმიური საშუალებების გამოყენების შესახებ წარდგენილ კვლევაზე
გადახედვა
-
ნახეთ: ახალი სიმულაცია ჩვენი გალაქტიკის დაბადებას გვიჩვენებს ნახეთ: ახალი სიმულაცია ჩვენი გალაქტიკის დაბადებას გვიჩვენებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში თბილისობა გაიმართა თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში თბილისობა გაიმართა
-
მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ
-
შალვა პაპუაშვილი: ჯობია მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ სახელმწიფო შალვა პაპუაშვილი: ჯობია მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ სახელმწიფო
გადახედვა
-
დიუშენის სამკურნალო მეორე პრეპარატზე მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა — ირაკლი კობახიძე დიუშენის სამკურნალო მეორე პრეპარატზე მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა — ირაკლი კობახიძე
გადახედვა
-
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის BSTDB-სგან ფინანსური რესურსი მოიზიდა ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის BSTDB-სგან ფინანსური რესურსი მოიზიდა
-
მარიამ ქვრივიშვილი ვიცეპრემიერი გახდა მარიამ ქვრივიშვილი ვიცეპრემიერი გახდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: წელს პირველი წელი იქნება, როდესაც "საქართველოს ფოსტა" მოგებაზე გავა ირაკლი კობახიძე: წელს პირველი წელი იქნება, როდესაც "საქართველოს ფოსტა" მოგებაზე გავა
გადახედვა
-
ივანე ჩხაიძე: ოქტომბერში 200 ათასი დოზა უფასო გრიპის ვაქცინის შემოტანა იგეგმება ივანე ჩხაიძე: ოქტომბერში 200 ათასი დოზა უფასო გრიპის ვაქცინის შემოტანა იგეგმება
გადახედვა
-
მშენებლობა წლიურად გაძვირდა — მიზეზები მშენებლობა წლიურად გაძვირდა — მიზეზები
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს თეგეტა ჰოლდინგმა და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
-
თბილისში, ბინების გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს თბილისში, ბინების გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
პაატა იმნაძე: თუ მართლა შავი ჭირი იყო რუსეთში, მოუვლიან ადგილზე, ჩვენთვის არავითარი რისკი არაა პაატა იმნაძე: თუ მართლა შავი ჭირი იყო რუსეთში, მოუვლიან ადგილზე, ჩვენთვის არავითარი რისკი არაა
გადახედვა
-
კახა კალაძემ საცობების განმუხტვის მიზნით, გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა დააანონსა კახა კალაძემ საცობების განმუხტვის მიზნით, გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა დააანონსა
გადახედვა
-
"საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას!" — ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე "საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას!" — ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე
გადახედვა
-
სუს-მა "ურანის" გაყიდვის მცდელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა სუს-მა "ურანის" გაყიდვის მცდელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა
გადახედვა
-
ფრენსის ჰალზენი: ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვერდით დამიდგა და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ ფრენსის ჰალზენი: ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვერდით დამიდგა და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ
გადახედვა
კომენტარები