კატებზე ზრუნვის ზამთარი — თეგეტას და Animal Project-ის ახალი საინფორმაციო კამპანია
თეგეტა ჯგუფმა 2022 წელი ზრუნვის წლად გამოაცხადა და ამ მასშტაბურ წამოწყებაში ყველა, ვისაც სიკეთის კეთების სურვილი აქვს, ირგვლივ შემოიკრიბა. კამპანია რამდენიმე მიმართულებას, მათ შორის ცხოველთა უფლებების დაცვას და მათ დახმარებას ისახავს მიზნად. ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, რომ ზამთარი მიუსაფარი ცხოველებისთვის ყველაზე საშიში სეზონია — ახლა, როცა გარეთ ასე ცივა, თეგეტა ავტომფლობელებს დაუცველი ცხოველების მოფრთხილებისკენ მოუწოდებს და მარტივი რჩევების გათვალისწინებით, მათი დაცვისკენ უბიძგებს.
"კატებზე ზრუნვის ზამთრის" იდეა კომპანიას სწორედ სეზონმა უკარნახა. ზამთარში კატები ავტომობილის გახურებულ ძრავსა და საბურავებში ცდილობენ მოკალათებას — ასე გაურბიან სუსხსა და სიცივეს. ავტომობილის მძღოლების უმეტესობამ კი შესაძლოა უნებლიეთ ცხოველები დააზიანოს. სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად, თეგეტამ Animal Project-თან ერთად ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია "კატებზე ზრუნვის ზამთარი“ წამოიწყო.
"ჩვენი და Animal Project-ის თანამშრომლობა თეგეტას ზრუნვის კამპანიის გაგრძელებაა. იმისთვის, რომ ჯანსაღ, განვითარებულ ქვეყანაში ვიცხოვროთ, მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ მათზე, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. საზოგადოებისთვის აქტუალური თემების მხარდაჭერა თეგეტას მსგავსი, დიდი კომპანიების პასუხისმგებლობა გვგონია, სწორედ ამიტომ ჩვენი და Animal Project-ის თანამშრომლობა რამდენიმე პროექტს მოიაზრებს. ერთი მხრივ, ეს არის ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები, ამ ეტაპზე ზამთრისთვის ყველაზე აქტუალური და ჩვენს საქმიანობასთან ახლოს მყოფი — მანქანებში შეფარებული მიუსაფარი კატების გადარჩენა და მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე მცხოვრები კატების სტერილიზაციას და მათთვის სახლების, ზრუნვის წერტილების მოწყობას გულისხმობს.
საინფორმაციო კამპანია სოციალური ქსელის გარდა ჩვენს ფილიალებსაც მოიცავს, სადაც მომხმარებელს ზამთრის თანმდევი რისკის შესახებ ვაწვდით ინფორმაციას და ფლაერის სახით ვატანთ რჩევებს, როგორ შეუძლიათ იზრუნონ მიუსაფარი კატების უსაფრთხოებაზე", — ამბობს ნათიკა ბერძული, "თეგეტა ჰოლდინგის" სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი.
მიუსაფარი ცხოველების ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. დეტალურად არც ის ვიცით, რამდენი კატა ეწირება გაუფრთხილებლობას, თუმცა არაოფიციალური ცნობით, საქართველოში ყოველწლიურად ზამთრის პერიოდში მანქანას შეფარებული ასამდე კატა იღუპება. ამ პრობლემის მოსაგვარებლად და ფისოების გადასარჩენად თეგეტამ და Animal Project-მა რამდენიმე მარტივი რჩევა შეიმუშავეს, რომლის შესასრულებლად ერთ წუთზე ნაკლები დაგჭირდებათ.
• მანქანის დაძვრამდე საბურავები და წინა ხუფი შეამოწმეთ და დარწმუნდით, ავტომობილში კატა ხომ არ იმალება;
• ძრავის ამუშავებიდან დაძვრამდე 10-მდე დათვლაც საკმარისია, რომ ავტომობილში დამალულმა კატამ გამოსვლა მოასწროს;
• მართვისას თუ მანქანიდან კატის კნავილი ისმის, საჭიროა ძრავის გამორთვა და ავტომობილის შემოწმება, რადგანაც შესაძლოა კატა ვერ ახერხებს ძრავიდან გამოსვლას.
Animal Project-ისა და თეგეტას ცხოველებზე ზრუნვის კიდევ ერთი ერთობლივი პროექტი ფისოების სტერილიზაციაა. პროცესი დედაქალაქს გასცდა, მოიცვა ქუთაისი, გორი, რუისი და ბოლნისი სადაც 100 კატის სტერილიზაცია მოხდა.
"კატები და ძაღლები საუკუნეების მანძილზე ადამიანის კომპანიონი ცხოველები არიან. მათი ბუნებრივი საცხოვრებელი პირობები არ არის ურბანული ქუჩა, მაგისტრალები, თუ დაუსახლებელი ტერიტორიები. ყველა ძაღლი და კატა უნდა ცხოვრობდეს მხოლოდ და მხოლოდ ადამიანთან ერთად. საქართველოში არსად აღირიცხება და არავისგან კონტროლდება კომპანიონი ცხოველების (ძაღლების და კატების) პოპულაცია, შესაბამისად მრავლდება იმაზე მეტი კატა, ვიდრე არსებობენ ადამიანები, ვისაც მათი აყვანა სურს. ასეთი კატები ხვდებიან ქუჩაში და უწევთ უმძიმეს პირობებში არსებობა. სტერილიზაცია-კასტრაცია საერთაშორისო პრაქტიკაა, რომლის საშუალებითაც ყველა განვითარებული ქვეყანა აკონტროლებს კომპანიონი ცხოველების პოპულაციას", — ამბობს ნათია ჩიქოვანი, Animal Project-ის თანადამფუძნებელი.
ცხოველებზე ზრუნვისთვის დაწყებული თანამშრომლობის ფარგლებში, მიუსაფარი ფისოებისათვის სახლების დადგმაც იგეგმება. თბილისის სხვადასხვა უბანში კატებს მალე ახალი თავშესაფარი ექნებათ. პირველ ეტაპზე სულ 10 სახლი განთავსდება.
Animal Project-ი ცხოველების მოყვარულ ადამიანებს აერთიანებს, რომლებიც მიუსაფარი ცხოველების უფლებების დაცვასა და საზოგადოებაში მათი კეთილდღეობისთვის ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობენ. თეგეტასთან მათი მეგობრობაც რამდენიმე თვეა დაიწყო. კომპანია ზრუნვის პლატფორმაზე, tegeta.care, ადვილად იძებნება და დახმარების მსურველებისთვის მთელი წელი ხელმისაწვდომია.
-
როგორი ამინდი იქნება 1-ელ და 2 სექტემბერს? როგორი ამინდი იქნება 1-ელ და 2 სექტემბერს?
გადახედვა
-
1-ელი სექტემბრიდან საია უფასო იურიდიული კონსულტაციების გაცემას ნაწილობრივ აღადგენს 1-ელი სექტემბრიდან საია უფასო იურიდიული კონსულტაციების გაცემას ნაწილობრივ აღადგენს
გადახედვა
-
ალიევისა და ფაშინიანის შეხვედრა SCO-ს სამიტზე — რა საკითხები განიხილეს? ალიევისა და ფაშინიანის შეხვედრა SCO-ს სამიტზე — რა საკითხები განიხილეს?
გადახედვა
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდშია — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს! საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდშია — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს!
-
www.ekalata.gov.ge-ს მე-14 სუპერმარკეტების ქსელი და ახალი ფუნქციონალები დაემატა www.ekalata.gov.ge-ს მე-14 სუპერმარკეტების ქსელი და ახალი ფუნქციონალები დაემატა
გადახედვა
-
აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებული ქალი კლინიკა "ვივამედშია" მოთავსებული აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებული ქალი კლინიკა "ვივამედშია" მოთავსებული
გადახედვა
-
ნენსი გრეის რომანის ტელესკოპი უკვე კოსმოსშია! — NASA-ს ახალი "ფლაგმანი" ნენსი გრეის რომანის ტელესკოპი უკვე კოსმოსშია! — NASA-ს ახალი "ფლაგმანი"
გადახედვა
-
ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი წყალდიდობის შედეგად 900-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 4 700-ზე მეტს ეძებენ ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი წყალდიდობის შედეგად 900-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 4 700-ზე მეტს ეძებენ
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი კუნძული ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი კუნძული ერთი მინიშნებით
-
ტვინის პერსონალიზებული სტიმულაცია ქრონიკულ ტკივილს ამსუბუქებს — კვლევა ტვინის პერსონალიზებული სტიმულაცია ქრონიკულ ტკივილს ამსუბუქებს — კვლევა
გადახედვა
-
რუპერტ გრინტი რონ უიზლის როლს უბრუნდება რუპერტ გრინტი რონ უიზლის როლს უბრუნდება
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: ჩვენი სურვილია, რომ აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყოს ახალი ფურცლიდან შალვა პაპუაშვილი: ჩვენი სურვილია, რომ აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყოს ახალი ფურცლიდან
გადახედვა
-
რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც მამუკა მდინარაძისთვის იქმნებოდა აღარ შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც მამუკა მდინარაძისთვის იქმნებოდა აღარ შეიქმნება
გადახედვა
-
6 წელიწადია გაყალბებით არიან დაკავებული — ბაჩალიაშვილის ოჯახმა პროკურატურასთან მორიგი აქცია გამართა 6 წელიწადია გაყალბებით არიან დაკავებული — ბაჩალიაშვილის ოჯახმა პროკურატურასთან მორიგი აქცია გამართა
გადახედვა
-
Kvirike Residence: აპარტამენტები ქობულეთში, როგორც მზა ბიზნესი და სტაბილური შემოსავლის წყარო Kvirike Residence: აპარტამენტები ქობულეთში, როგორც მზა ბიზნესი და სტაბილური შემოსავლის წყარო
-
ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის პოლიტიკა სამხედრო ოკუპაციის ჩარჩოებს სცდება — "ანტიანექსიური პლატფორმა" კვლევას აქვეყნებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის პოლიტიკა სამხედრო ოკუპაციის ჩარჩოებს სცდება — "ანტიანექსიური პლატფორმა" კვლევას აქვეყნებს
გადახედვა
-
რუსული მედია: სტავროპოლში ავარიისას 6 ადამიანი დაიღუპა — ავტობუსის მგზავრების უმეტესობა ქართველია რუსული მედია: სტავროპოლში ავარიისას 6 ადამიანი დაიღუპა — ავტობუსის მგზავრების უმეტესობა ქართველია
გადახედვა
-
სასკოლო ფორმები ქვეყანაში 3 ეტაპად შემოვა — როდის და როგორ შეძლებენ მოსწავლეები სასკოლო ფორმების შეძენას? სასკოლო ფორმები ქვეყანაში 3 ეტაპად შემოვა — როდის და როგორ შეძლებენ მოსწავლეები სასკოლო ფორმების შეძენას?
გადახედვა
-
1 795 აბიტურიენტი, რომელმაც ზღვარი გადალახა, მაგრამ სტუდენტი ვერ გახდა, მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას მიიღებს 1 795 აბიტურიენტი, რომელმაც ზღვარი გადალახა, მაგრამ სტუდენტი ვერ გახდა, მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას მიიღებს
გადახედვა
-
რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
კომენტარები