გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 თებერვალს დღის მეორე ნახევრიდან 6 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ნალექი, ძლიერი ქარი.

ამასთანავე, სინოპტიკოსების ცნობით, მთაში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი, ზვავსაშიშროება და საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე ლიპყინული. ხოლო, ზღვაზე შესაძლოა იყოს 4-5 ბალიანი შტორმი.