10 საკულტო სერიალი, რომელიც მეტ პოპულარობას იმსახურებს
ფოტო: HBO/Fox/20th Century Fox
რას ნიშნავს საკულტო სერიალი? სტრიმინგ სერვისების ხანა ახალი შოუების სიმრავლით გამოირჩევა, თუმცა საკითხავია, რამდენი მათგანი გაუძლებს დროს. საკულტო სერიალები კი ათწლეულების განმავლობაში არ კარგავს ფანებსა და აქტუალობას: მათ განხილვებს დღემდე წააწყდებით სხვადასხვა ბლოგებზე, თემატურ ჯგუფებსა თუ სოციალურ ქსელებში.
ამ სტატიაში იმ საკულტო სერიალების ათეულს (ნუმერაცია პირობითია) გთავაზობთ, რომლებიც იმსახურებს, რომ ქართველ მაყურებელში მეტი პოპულარობით სარგებლობდეს:
1. ციცინათელა / Firefly
ფოტო: 20th Century Fox
2002 წელს Fox-ზე გამოსული ეს საკულტო სერიალი მხოლოდ ერთი სეზონი გაგრძელდა, თუმცა სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულებისთვის დღემდე ერთ-ერთ საყვარელ შოუდ რჩება. ამ კოსმოსური ვესტერნის სიუჟეტი 2517 წელს მალ რეინოლდსისა და მისი ეკიპაჟის გარშემო ვითარდება. სამეცნიერო ფანტასტიკისა და ვესტერნის ჭკვიანური ფიუჟენი შოუს დინამიკურსა და კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. სერიალის შემქმნელი ამერიკელი სცენარისტი და რეჟისორი ჯოს ვიდონია. ციცინათელას დახურვის შემდეგ სიუჟეტის დასასრულებლად ფილმი Serenity გამოვიდა.
2. სასწრაფო / ER
ფოტო: Getty Images
NBC-ის საკმაოდ რეალისტური სამედიცინო დრამა 28 წლის წინ დაიწყო და 15 სეზონი გაგრძელდა. სწორედ სასწრაფომ აქცია ვარსკვლავებად ჯორჯ კლუნი და ჯულიანა მარგულისი. სასწრაფო გამოირჩევა კომპლექსური პერსონაჟებითა და ისეთი სოციალური თემებით, როგორებიცაა რასიზმი, ნივთიერებებზე დამოკიდებულება, აივ ინფექცია და ოჯახში ძალადობა.
3. ვარსკვლავური კრეისერი გალაქტიკა / Battlestar Galactica
ფოტო: NBC Universal
ამ შოუს ორი ვერსია არსებობს: ორიგინალი 1978-1979 წლებში გამოვიდა, მაგრამ ამჯერად ჩვენ 2004 წელს გამოსულ განახლებულ ვერსიაზე ვსაუბრობთ. ამერიკული სამხედრო-სამეცნიერო ფანტასტიკა დღემდე ჟანრის ერთ-ერთ საუკეთესო შოუდ ითვლება. სერიალის სიუჟეტი ადამიანებისა და საილონების ომის გარშემო ვითარდება. ვარსკვლავური კრეისერი გალაქტიკა 19-ჯერ იყო Emmy-ის ნომინანტი სხვადასხვა კატეგორიაში და Time-მა ის ისტორიაში საუკეთესო 100 სერიალშიც კი შეიყვანა.
4. ბაფი — ვამპირებზე მონადირე / Buffy The Vampire Slayer
ფოტო: 20th Century Fox
შოუ ზემოთ უკვე ნახსენები ცნობილი რეჟისორის, ჯოს ვიდონის კიდევ ერთი წარმატებული პროექტია. სიუჟეტი ბაფისა და მისი მეგობრების გარშემო ვითარდება. ახალგაზრდა გოგო და მისი გუნდის წევრები ვამპირებსა და სხვადასხვა ურჩხულს ებრძვიან. ბაფის სამყარო საოცრად კომპლექსურია: აქ ყველაფერი თეთრი და შავი არ არის. პროტაგონისტებსაც არაერთი ნაკლი აქვთ, ხშირად უშვებენ შეცდომებს. სხვათა შორის, ბაფი — ვამპირებზე მონადირე აკადემიურ წრეებში პოპკულტურის ყველაზე განხილვადი ნაწარმია. ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთი პირველი ლესბოსელი წყვილიც სწორედ ამ შოუში გამოჩნდა.
5. ექვსი ფუტი მიწის ქვეშ / Six Feet Under
ფოტო: HBO
ალან ბოლის დრამა დისფუნქციური ოჯახის ისტორიის შესახებ ორ ათწლეულზე მეტი ხნის წინ გამოვიდა ეკრანებზე. ალან ბოლი გავლენიანი ოსკაროსანი სცენარისტია. ამერიკის კინოაკადემიის ეს პრესტიჟული ჯილდო ბოლმა ცნობილი ფილმისთვის ამერიკული სილამაზე მიიღო.
სერიალში მოვლენები ფიშერების ოჯახის გარშემო ვითარდება. ოჯახს არც მეტი, არც ნაკლები, სახლში დამკრძალავი ბიურო აქვს გახსნილი. ალან ბოლის პერსონაჟები საინტერესო განვითარებით, კომპლექსური ხასიათით გამოირჩევიან. შოუ ტელევიზიის ისტორიაში გამოირჩევა გლოვისა და დანაკარგის ემოციური აღწერით და ასევე უცნაური, თუმცა ფრიად მოქნილი იუმორით. HBO-ს სერიალი არაერთხელ იყო წარდგენილი ემისა თუ ოქროს გლობუსზე. 2001 წელს მოიგო კიდეც ოქროს გლობუსი საუკეთესო დრამატული სერიალისთვის. შოუს ფინალი კი დღემდე ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო და ემოციურ დასასრულად ითვლება.
6. დასავლეთის ფრთა / The West Wing
ფოტო: Getty Images
ცნობილი სცენარისტისა და რეჟისორის, აარონ სორკინის პოლიტიკური დრამა ეკრანებზე 1999 წელს გამოჩნდა. შოუს მთავარი პერსონაჟები ამერიკის ფიქციური პრეზიდენტი, ჯოსაია ბარტლეტი და ოვალური ოფისის თანამშრომლები არიან. სერიალი ყველა დროის საუკეთესოთა სიაში ჰყავთ შეყვანილი ისეთ გამოცემებს, როგორებიცაა Time, TV Guide, Empire, Rolling Stones.
შესაძლოა, დასავლეთის ფრთა ზუსტად არ ასახავს თეთრი სახლის რეალობას, თუმცა, ბევრი მაყურებლის აზრით, აშშ-ს ასეთი ადამიანები რომ მართავდნენ, სულაც არ იქნებოდა ცუდი.
დასავლეთის ფრთა გამოირჩევა ე.წ. Walk and Talk სტილით, როდესაც პერსონაჟები სიარულის პარალელურად საუბრობენ. ეს მეთოდი აარონ სორკინს ძალიან უყვარს და სერიალშიც აქტიურად იყენებს, რითაც უბრალო სცენებსაც კი მეტად დინამიკური ხდება.
7. საინფელდი / Seinfeld
ფოტო: NBC
არაერთი ადამიანი ამ სერიალს თანამედროვე სიტკომების მამად მიიჩნევს. ცნობილი კომიკოსის, ჯერი სეინფელდის და მისი მეგობრების: ჯორჯის, ელეინისა და კრეიმერის ისტორია ეკრანებზე 1989 წელს გამოვიდა და 9 სეზონი გაგრძელდა. საინფელდის გავლენა იგრძნობა ისეთ ცნობილ სერიალებში, როგორებიცაა Friends, Curb Your Entusiasm, It’s Always Sunny In Philadelphia და ა.შ.
ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო სერიალად მიჩნეული საინფელდი გამოირჩევა პერსონაჟებით, რომლებიც არც ისე კარგი ადამიანები არიან, თუმცა მაყურებელი ხშირად ახერხებს მათ ცალკეულ თვისებებთან საკუთარი თავის იდენტიფიკაციას.
8. კლინიკა / Scrubs
ფოტო: Getty Images
სამედიცინო დრამა-კომედია ეკრანებზე 2001 წელს გამოჩნდა და მაყურებლის სიყვარული მალევე დაიმსახურა. წლების განმავლობაში შოუ არაერთ ჯილდოზე იყო წარდგენილი. ჯერ მარტო Emmy-ის სხვადასხვა კატეგორიაში 17-ჯერ იყო ნომინირებული.
კლინიკა გამორჩეულია კეთილი და უკიდურესად სასაცილო პერსონაჟებით და შეუძლებელია მაყურებელს თითოეული მათგანი არ შეუყვარდეს, თავად ბუზღუნა და უხეში ექიმი პერი კოქსიც კი. გარდა ამისა, მთავარი პერსონაჟის, ჯეიდის ვიზუალურად გამოხატული ფანტაზიები ცალკე აღებულიც კი ბევრ სერიალს სჯობს.
ამ შოუსგან ნამდვილად მიიღებთ ყველაფერს, რაც შეიძლება სერიალისგან ისურვოთ: სუნთქვის შეკვრამდე სიცილს, გულის გამთბობ მეგობრობასა და ხშირად ხმამაღლა ტირილსაც კი.
9. მოსმენა / The Wire
The Wire
ფოტო: HBO
HBO-ს ეს სერიალი 2002-2008 წლებში გადიოდა. შოუს მიმდინარეობისას საშუალო რეიტინგი ჰქონდა და რაიმე განსაკუთრებული ჯილდოები არ მოუგია, თუმცა დროის გასვლასთან ერთად მოსმენა საკულტო სერიალად იქცა. დღესდღეობით ბევრი გამოცემა მას სერიალების ისტორიაში საუკეთესოდ ან მინიმუმ ერთ-ერთ საუკეთესოდ მაინც მიიჩნევს.
მოსმენა მოგვითხრობს ბალტიმორში, ნარკოტიკების გარშემო განვითარებულ მოვლენებზე. სიტუაცია დანახულია სხვადასხვა მხრიდან: პოლიციელების, ნარკოტიკით მოვაჭრეებისა და მომხმარებლების თვალით. გარდა ამისა, შოუში განხილულია ბალტიმორის მთავრობა და იქ არსებული ბიუროკრატია, სკოლები და მედია.
10. საიდუმლო მასალები / The X-Files
ფოტო: Fox
ალბათ, იშვიათია სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მოყვარული ადამიანი, ვისაც ფიქციური პერსონაჟების, ფოქს მალდერისა და დანა სკალის იდუმალებით მოცული ისტორიების შესახებ, სულ მცირე, არ სმენია მაინც. კრის კარტერის სერიალი 1993 წელს გამოჩნდა ეკრანებზე და სიუჟეტმა მალევე ჩაითრია ისეთი ადამიანებიც, ვინც თავს სულაც არ მიიჩნევდნენ სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულებად.
შოუს დიდი გავლენა ჰქონდა ისეთ სერიალებზე, როგორებიცაა Supernatural, Lost, Fringe, Gravity Falls.
სერიალი 2016 წელს ორი ახალი სეზონით დაუბრუნდა მაყურებელს.
თუკი შენც ერთი ამოსუნთქვით უყურებ ყველა ახალგამოსულ სერიალს და ეძებ სივრცეს, სადაც შეგეძლება დაუსრულებლად განიხილო შენი საყვარელი სერიალები, მაშინ აუცილებლად უნდა შემოგვიერთდე ჯგუფში — ერთი სერიაც და...
-
დედამიწის ბირთვში თხევადი რკინის გიგანტურმა ნაკადმა მიმართულება შეიცვალა — კვლევა დედამიწის ბირთვში თხევადი რკინის გიგანტურმა ნაკადმა მიმართულება შეიცვალა — კვლევა
გადახედვა
-
"ვაპირებ, საჯაროდ ვესაუბრო საზოგადოებას და ვუთხრა ჩემი სიმართლე" — ირაკლი ღარიბაშვილის მე-4 წერილი "ვაპირებ, საჯაროდ ვესაუბრო საზოგადოებას და ვუთხრა ჩემი სიმართლე" — ირაკლი ღარიბაშვილის მე-4 წერილი
გადახედვა
-
20 ტონამდე მეორადი საბურავი — თეგეტა გრინ პლანეტმა ტაბახმელა საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა 20 ტონამდე მეორადი საბურავი — თეგეტა გრინ პლანეტმა ტაბახმელა საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
-
კორუფციის საქმეზე დაკავებული სომხეთის ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი ჰოსპიტალიზებულია კორუფციის საქმეზე დაკავებული სომხეთის ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი ჰოსპიტალიზებულია
გადახედვა
-
აღმოაჩინეთ საქართველოს ბანკის შეთავაზებები თქვენი ბიზნესისთვის აღმოაჩინეთ საქართველოს ბანკის შეთავაზებები თქვენი ბიზნესისთვის
-
საუზმის დრო შეიძლება სიცოცხლის ხანგრძლივობასთან იყოს დაკავშირებული — კვლევა საუზმის დრო შეიძლება სიცოცხლის ხანგრძლივობასთან იყოს დაკავშირებული — კვლევა
გადახედვა
-
რუსული მედია: ერთი კვირის განმავლობაში ზემო ლარსის გამშვები პუნქტი 113 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა რუსული მედია: ერთი კვირის განმავლობაში ზემო ლარსის გამშვები პუნქტი 113 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა
გადახედვა
-
რატომ იგლეჯენ ადამიანები საკუთარ თმას? — ახალი კვლევა რატომ იგლეჯენ ადამიანები საკუთარ თმას? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
გადამუშავებული პლასტმასისგან ორცხობილები დაამზადეს — მომავლის საკვები? გადამუშავებული პლასტმასისგან ორცხობილები დაამზადეს — მომავლის საკვები?
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში კიდევ ერთი დაზიანებული ხე მოიჭრება, მეორეზე — კონსულტაციები მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში კიდევ ერთი დაზიანებული ხე მოიჭრება, მეორეზე — კონსულტაციები მიმდინარეობს
გადახედვა
-
YogaFest 2026 — სიფხიზლის ორდღიანი ფესტივალი ლისზე YogaFest 2026 — სიფხიზლის ორდღიანი ფესტივალი ლისზე
-
ავტო აუქციონი ბათუმში | გამოცადე მოგების ემოცია ავტო აუქციონი ბათუმში | გამოცადე მოგების ემოცია
-
სომხეთის ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და მისი შვილი სედრაკ ქოჩარიანი დააკავეს სომხეთის ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და მისი შვილი სედრაკ ქოჩარიანი დააკავეს
გადახედვა
-
გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევისას სამარხი იპოვეს, რომელშიც სამი ადამიანის ნეშტი აღმოჩნდა გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევისას სამარხი იპოვეს, რომელშიც სამი ადამიანის ნეშტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
რუსთავში 33 კილოგრამი "ჰაშიში" ამოიღეს — დაკავებულია უცხოეთის 2 მოქალაქე რუსთავში 33 კილოგრამი "ჰაშიში" ამოიღეს — დაკავებულია უცხოეთის 2 მოქალაქე
გადახედვა
-
აშშ აღფრთოვანებულია თქვენი გამძლეობით — დონალდ ტრამპმა უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა აშშ აღფრთოვანებულია თქვენი გამძლეობით — დონალდ ტრამპმა უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
გადახედვა
-
2 წლის წინ გარდაცვლილი 23 წლის სტიქაროსნის, თემო ხადურის დედა შვილის საქმის სრულფასოვან გამოძიებას ითხოვს 2 წლის წინ გარდაცვლილი 23 წლის სტიქაროსნის, თემო ხადურის დედა შვილის საქმის სრულფასოვან გამოძიებას ითხოვს
გადახედვა
-
წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ
-
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით საერთაშორისო ბიზნესგამოფენა გაიმართება საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით საერთაშორისო ბიზნესგამოფენა გაიმართება
-
ფონდი "ქართუ" 2018 წელს ჩამოწერილ სესხებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ფონდი "ქართუ" 2018 წელს ჩამოწერილ სესხებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ქეით ჰადსონის პროდიუსერობით, How to Lose a Guy in 10 Days-ს გაგრძელებაზე მუშაობა დაიწყო ქეით ჰადსონის პროდიუსერობით, How to Lose a Guy in 10 Days-ს გაგრძელებაზე მუშაობა დაიწყო
გადახედვა

კომენტარები