ჩინელი მეცნიერების თქმით, ხელოვნური საშვილოსნო ემბრიონის განვითარების მომავალია
ნუტრიენტებით მდიდარ სითხის კუბში მოთავსებული, განვითარებადი ემბრიონი იზრდება, ხოლო ძიძა, რომელიც ხელოვნურ ინტელექტია ზრუნავს მასზე, ყურადღებას არ აკლებს და აკვირდება. ასეთი შეიძლება იყოს მომავალი, რომელზეც სუჟოუს ბიოსამედიცინო ინჟინერიისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტის ჩინელი მეცნიერები საუბრობენ. მათი თქმით, ეს გამორიცხავს დედებში ორსულობის აუცილებლობას და გაზრდის ემბრიონის განვითარების უსაფრთხოებას.
მეცნიერების ეს მოწყობილობა, რომელიც აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტის ძიძით და ხელოვნური საშვილოსნოთი, უკვე ზრუნავს თაგვის ნაყოფზე. ეს პროცესი ასახულია მათ რეცენზირებად კვლევაში, რომელიც გამოქვეყნდა Journal of Biomedical Engineering-ში.
"მოწყობილობა დაგვეხმარება უკეთ გავიგოთ ადამიანის წარმოშობისა და სიცოცხლის განვითარების პროცესები. მეტიც, ეს საფუძველია თანდაყოლილი დეფექტებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სხვა ძირითადი პრობლემების გადასაჭრელად", — განაცხადეს მკვლევრებმა.
ეს შეიძლება დისტოპიურად ჟღერდეს, მაგრამ მსგავს მოწყობილობას რეალურად შეუძლია გააუმჯობესოს ნაყოფის განვითარების პროცესი. მიუხედავად ამისა, უმეტეს ქვეყანაში მეცნიერებს ემბრიონის განვითარების უფლება 14 დღეზე მეტხანს არ აქვთ. თუმცა, ავტომატური სისტემა, რომელსაც შეუძლია მრავალი ემბრიონის ერთდროულად მოვლა, შეიძლება იყოს პასუხი ამ შეზღუდვებზე.
ამ მომენტისთვის მკვლევრებმა უკვე შეიმუშავეს "ემბრიონის წარმოების მოწყობილობა". ეს მოიცავს სითხის კონტეინერების კომპლექსურ სისტემას, სადაც ემბრიონი ვითარდება, სითხის კონტროლერების სერიის დახმარებით და ჟანგბადით. ამასთან, არის ოპტიკური მოწყობილობა, რომელსაც სრული ინფორმაცია აქვს ემბრიონის განვითარებაზე და მას ხელოვნური ინტელექტის ძიძას აწვდის. ამ ინფორმაციის საფუძველზე, ხელოვნური ინტელექტი იზრუნებს და მონიტორინგს ჩაუტარებს ემბრიონს.
აღსანიშნავია, რომ ეს ხდება მხოლოდ თაგვებზე და ჯერ არ არსებობს გარანტია, რომ იგივე ადამიანის შემთხვევაშიც იმუშავებს. საერთაშორისო კანონმდებლობა ამჟამად ადამიანებზე ასეთ ექსპერიმენტებს კრძალავს. ამიტომ, მსგავსი ტექნოლოგიების განვითარება ცხოველთა ემბრიონების შესწავლით ხდება.
კომენტარები