ახალი კვლევა მარიხუანისა და ალკოჰოლის მოხმარებას უკეთეს ორგაზმთან აკავშირებს
ჟურნალ Healthcare-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, 18-დან 30 წლამდე ასაკის ადამიანებს, რომლებიც მოიხმარენ კანაფს და ალკოჰოლს, უკეთესი ორგაზმის განცდა შეუძლიათ. თუმცა, სანამ არაყს დაისახმდეთ, გაითვალისწინეთ, რომ ეს კვლევა მხოლოდ დაკვირვებაა და არ იძლევა რაიმე მიზეზობრივ კავშირს ინტოქსიკაციასა და სექსუალურ უნარს შორის.
ამასთან, წინა კვლევებმა უაღრესად წინააღმდეგობრივი დასკვნები აჩვენა. ეს კი ნიშნავს, რომ ორივე ნივთიერება განსხვავებულად მოქმედებს მამაკაცებსა და ქალებზე. მეტიც, მნიშვნელოვანია ასაკის ფაქტორიც.
ამიტომ, კვლევის ავტორებმა გადაწყვიტეს ყურადღება ახალგაზრდებზე გაემახვილებინათ. ეს იმის გათვალისწინებით, რომ სტატისტიკურად სწორედ ეს ასაკობრივი ჯგუფი მოიხმარს ყველაზე მეტ ალკოჰოლსა და მარიხუანას. ასევე, სექსიც ყველაზე ხშირად ამ ასაკში აქვთ.
კვლევა ესპანეთში ჩატარდა და მასში 274 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ყველა მონაწილემ შეავსო კითხვარების სერია, რაც მოიცავდა ალკოჰოლისა და კანაფის მოხმარების სტატისტიკას, ასევე სექსუალური ფუნქციის სხვადასხვა ასპექტს. საერთო ჯამში, კანაფის მომხმარებლებმა სექსუალური ფუნქციისა და აღგზნების კუთხით უფრო მაღალი ქულები მიიღეს, ვიდრე არამომხმარებლებმა. იგივე შედეგი იყო ალკოჰოლის მომხმარებლების შემთხვევაშიც. კვლევამ აჩვენა, რომ ალკოჰოლის მოხმარების უფრო მაღალი დონე ასევე ასოცირდება უკეთეს ორგაზმთან.
აღსანიშნავია, რომ კვლევა არ ცდილობს გამოავლინოს რაიმე ძირითადი მექანიზმი, რომელიც აკავშირებს ნივთიერების მოხმარებასა და უკეთეს სექსს. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ როგორც კანაფმა, ასევე ალკოჰოლმა შეიძლება გამოიწვიოს "შფოთვისა და მორიდებულობის შემცირება, რაც ხელს უწყობს სექსუალურ ურთიერთობებს".
საინტერესოა ამ თემაზე ჩატარებული სხვა კვლევები. მაგალითად, წინა კვლევებმა აჩვენა, რომ ქალები, რომლებიც სექსის წინ მარიუხანას მოიხმარენ ორჯერ უფრო ხშირად აღწევენ დამაკმაყოფილებელ ორგაზმს. თუმცა, ამავდროულად, კვლევებმა ისიც აჩვენეს, რო კანაფის რეგულარული მოხმარება კაცებში სპერმის რაოდენობის შემცირებასთანაა დაკავშირებული.
მთლიანობაში, მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ მეტი სამუშაოა საჭირო იმისათვის, რათა განისაზღვროს კანაფისა და ალკოჰოლის მოხმარების სრული გავლენა სექსზე.
კომენტარები