ასტრონომებმა კოსმოსის ყველაზე დიდი 3D რუკა შეადგინეს
შესაძლოა გსმენიათ ბნელი ენერგიის სპექტროსკოპიული ინსტრუმენტის (DESI) შესახებ, რომელიც ლოურენს ბერკლის ეროვნული ლაბორატორიის ენერგეტიკის დეპარტამენტიდანაა. 2016 წელს შევიტყვეთ, რომ მეცნიერთა ჯგუფმა კოსმოსში 5000 პატარა რობოტი გაუშვა, რათა სამყაროს რუკა შეედგინათ.
უკვე 2017 წელს პროექტის ფარგლებში ჩვენი გალაქტიკის კოსმოსური მტვრის 3D რუკა შეიქმნა. რუკამ გამოავლინა მტვერი, რომელიც არსებობს ჩვენს გალაქტიკაში და გადაგვიშალა ღრმა კოსმოსური ხედი. ამასთან, ის სასარგებლო იყო სამყაროს აჩქარებული გაფართოების სიჩქარის გასაზომადაც.
ახლა DESI-ის გამოყენებით ასტრონომებმა სამყაროს ყველაზე დიდი და დეტალური რუკა შეადგინეს. მიუხედავად უდიდესი მასშტაბებისა, DESI-ში აღნიშნეს, რომ ხუთწლიანი შრომის შემდეგ მისიის მხოლოდ 10%-ია შესრულებული.
"ეს ულამაზესია. 3D რუკაზე გალაქტიკებია განაწილებული, რომლებიც შედგება უზარმაზარი კლასტერებისა და ვარსკვლავების ერთობისაგან. ეს სამყაროს უდიდესი სტრუქტურებია. მეტიც, რუკის გამოყენებით ძალიან ადრეული სამყაროს ანაბეჭდს ნახავთ", — თქვა ბერკლის ლაბორატორიის მეცნიერმა ჯულიენ გაიმ.
ამ შედეგების მისაღებად ასტრონომებმა ბევრი წინაღობა გადალახეს. კორონავირუსის პანდემიის დროს ტელესკოპმა მუშაობა შეწყვიტა და მხოლოდ 2020 წლის დეკემბერში ამუშავდა თავიდან.
"ამ ინსტრუმენტის შესრულებაზე მუდმივი მუშაობა გრძელდება. ეს არის ნამუშევარი, რომელმაც კარგი შედეგი გამოიღო, წარმოადგინა აქამდე ნანახი რუკა, რომელიც ერთ დღეს დაგვეხმარება სამყაროს წარსულისა და მომავლის უკეთ გაგებაში", — დაასკვნა ფიზიკოსმა კლაუს ჰონშეიდმა ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტიდან.
კომენტარები