8 წლის ამერიკელმა ბიჭმა თავისი ხელნაწერი წიგნი "გამოსცა" და საჯარო ბიბლიოთეკაში მალულად დატოვა
ფოტო: Idaho Press
მიზნების დასახვა და მათკენ სწრაფვა ნაადრევი არასდროსაა. მართალია, ვირჯინია ვულფი ახალბედა მწერლებს პირველი წიგნის გამოცემას 30 წლის ასაკამდე არ ურჩევს, მაგრამ 8 წლის დილონ ჰელბიგი სულ სხვაგვარად ფიქრობს.
დილონმა, რომელიც აიდაჰოს შტატში, ქალაქ ბოისეში ცხოვრობს, მთელი წიგნი დაწერა, თავადვე გააფორმა და ადგილობრივი საჯარო ბიბლიოთეკის თაროზე მალულად შემოდო. ამის შესახებ ბიბლიოთეკარებმა მაშინ შეიტყვეს, როცა მათ ახალგაზრდა მწერლის დედამ დაურეკა.
"გვითხრა, რომ თავისმა შვილმა წიგნი დაწერა და ბიბლიოთეკაში, თაროზე დატოვა", — ჰყვება ბიბლიოთეკარი პეიჯ ბიჩი, — "მერე კი მოთმინებით დაელოდა შესაფერის მომენტს, რომ თავისი ოჯახისთვის წიგნის ამბავი ეუწყებინა და ისიც დაემატებინა, ბიბლიოთეკაში შეგიძლიათ მოიკითხოთო".
ფოტო: Idaho Press
დილონის ხელნაწერი წიგნი, დილონის საშობაო თავგადასავალი, სოლიდურ 88 გვერდს მოიცავს. მაგარყდიან "გამოცემას" ავტორის ილუსტრაციები და ყუაზე ბიბლიოთეკის საკუთრების აღმნიშვნელი სიმბოლოც კი ერთვის. ეს უკანასკნელი თავად ბიბლიოთეკარებს გამოადგათ, როცა თაროებზე წიგნის ძებნა დაიწყეს.
თუმცა, ეს ყველაფერი არაა — ბიბლიოთეკამ დილონს 2021 წლის საუკეთესო ახალგაზრდა რომანისტის ჯილდო გადასცა. პეიჯის თქმით, წიგნს გამოსაჩენ ადგილას დადებენ, როცა ავტორის დედა მას დააბრუნებს.
"ძალიან გვიხარია და გვეამაყება, რომ მისმა წიგნმა და ნახატებმა ამხელა ყურადღება მიიქცია", — ამბობს დილონის დედა, სიუზენ ჰელბიგი, — "კომიქსების სტილში წიგნებისა და ისტორიების წერა 5 წლის ასაკში დაიწყო. მისმა მიზანდასახულობამ, რომ საკუთარი წიგნი თაროზე ეხილა, შედეგი გამოიღო".
-
ნინო დობორჯგინიძე: განათლების "დეფორმამ ყველაზე დაუცველ ჯგუფები დააზარალა ნინო დობორჯგინიძე: განათლების "დეფორმამ ყველაზე დაუცველ ჯგუფები დააზარალა
გადახედვა
-
ქობულეთში, სოფელ ბუკნარში, "სანდასუფთავების" მანქანა ამავე კომპანიის თანამშრომელს დაეჯახა — კაცი დაიღუპა ქობულეთში, სოფელ ბუკნარში, "სანდასუფთავების" მანქანა ამავე კომპანიის თანამშრომელს დაეჯახა — კაცი დაიღუპა
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით, ამბარი მაღაზიათა ქსელს აფართოებს თიბისის მხარდაჭერით, ამბარი მაღაზიათა ქსელს აფართოებს
-
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2027 წლიდან კანადურ ავტომობილებსა და ფოლადზე 50%-იან ტარიფებს დააწესებს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2027 წლიდან კანადურ ავტომობილებსა და ფოლადზე 50%-იან ტარიფებს დააწესებს
გადახედვა
-
RS განმარტავს — რომელი სერვისები იქნება ხელმისაწვდომი და რომელი არ იმუშავებს 28 აგვისტოს RS განმარტავს — რომელი სერვისები იქნება ხელმისაწვდომი და რომელი არ იმუშავებს 28 აგვისტოს
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში Global Finance-მა საქართველოს ბანკი ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
-
ავჭალის ხიდიდან გადავარდნის შედეგად 17 წლის მარიამ ლომიშვილი გარდაიცვალა ავჭალის ხიდიდან გადავარდნის შედეგად 17 წლის მარიამ ლომიშვილი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ახსარ ჯიოევი: ცხინვალთან ურთიერთობების მოწესრიგება თბილისის ინტერესებშია ახსარ ჯიოევი: ცხინვალთან ურთიერთობების მოწესრიგება თბილისის ინტერესებშია
გადახედვა
-
ოლეგ ბარციცი: საქართველოს პოზიცია აგებულია ფობიებზე, ფანტომურ ტკივილებზე, ადგილზე არსებული ვითარების უარყოფაზე და რეალობასაა მოწყვეტილი ოლეგ ბარციცი: საქართველოს პოზიცია აგებულია ფობიებზე, ფანტომურ ტკივილებზე, ადგილზე არსებული ვითარების უარყოფაზე და რეალობასაა მოწყვეტილი
გადახედვა
-
ილიაუნის სტუდენტების მიღების შესაძლებლობა 10-ჯერ და მეტად შეუმცირდა — შალვა მინდაძე გამოცდების შედეგებს აფასებს ილიაუნის სტუდენტების მიღების შესაძლებლობა 10-ჯერ და მეტად შეუმცირდა — შალვა მინდაძე გამოცდების შედეგებს აფასებს
გადახედვა
-
იდეალური მომენტისთვის გადანახული ცხოვრება იდეალური მომენტისთვის გადანახული ცხოვრება
-
3 რჩევა ძილზე, რომლებიც სინამდვილეში არ მუშაობს 3 რჩევა ძილზე, რომლებიც სინამდვილეში არ მუშაობს
-
მეცნიერებმა გლობალური კატასტროფის შემთხვევაში ყველაზე უსაფრთხო ადგილი გამოავლინეს მეცნიერებმა გლობალური კატასტროფის შემთხვევაში ყველაზე უსაფრთხო ადგილი გამოავლინეს
გადახედვა
-
კრიპტოაქტივებში ინვესტირების შეთავაზებების უკან შესაძლოა, ფინანსური პირამიდა იმალებოდეს — სები მოსახლეობას აფრთხილებს კრიპტოაქტივებში ინვესტირების შეთავაზებების უკან შესაძლოა, ფინანსური პირამიდა იმალებოდეს — სები მოსახლეობას აფრთხილებს
გადახედვა
-
ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ EU-ის გაფართოების გეგმებიდან საქართველოს გაქრობა მარტა კოსის ბრალია ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ EU-ის გაფართოების გეგმებიდან საქართველოს გაქრობა მარტა კოსის ბრალია
გადახედვა
-
მარტა კოსმა ევროკავშირის გაფართოების პრიორიტეტები წარადგინა — საქართველო არ უხსენებია მარტა კოსმა ევროკავშირის გაფართოების პრიორიტეტები წარადგინა — საქართველო არ უხსენებია
გადახედვა
-
რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაურკვეველი ვადით გადაიდო რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაურკვეველი ვადით გადაიდო
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება — რა იცვლება? რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება — რა იცვლება?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე კასიმ-ჟომარტ ტოკაევს და ყაზახ ხალხს ყურულთაის I არჩევნების წარმატებით ჩატარებას ულოცავს ირაკლი კობახიძე კასიმ-ჟომარტ ტოკაევს და ყაზახ ხალხს ყურულთაის I არჩევნების წარმატებით ჩატარებას ულოცავს
გადახედვა
-
რას გულისხმობს სწავლების ჰიბრიდული მოდელის ამოქმედება 47-ე სკოლასა და კლასიკურ გიმნაზიაში? რას გულისხმობს სწავლების ჰიბრიდული მოდელის ამოქმედება 47-ე სკოლასა და კლასიკურ გიმნაზიაში?
გადახედვა
-
თიბისი კამპუსი — სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე თიბისი კამპუსი — სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
კომენტარები