22 სერიალი, რომელსაც 2022 წელს ყველაზე მეტად ველოდებით
ფოტო: HBO / Netflix
2021 წელი სატელევიზიო სამყაროსთვის და, შესაბამისად, სერიალების ერთგული მაყურებლებისთვის საინტერესო გამოდგა: ერთდროულად ვიხილეთ სულ ახალი და უკვე კარგად დავიწყებული შოუებიც — Squid Game-მა მსოფლიო დაიპყრო, სექსი დიდ ქალაქში კი ახალი სიცოცხლით დაბრუნდა.
მაყურებლები უკვე მოუთმენლად ელიან იმ სიახლეებს, რომლებსაც 2022 წელს ტელევიზიები თუ სტრიმინგსერვისები შემოგვთავაზებენ. რამდენადაც ბოლო პერიოდში ერთმანეთზე უფრო მრავალფეროვანი და თვალისმომჭრელი პროდუქტები იქმნება, გზამკვლევად იმ რამდენიმე სერიალს მოვუყარეთ თავი, რომლებიც ყველაზე საინტერესო შეიძლება იყოს სხვადასხვა გემოვნების მაყურებლებისთვის.
მაშ ასე, წარმოგიდგენთ 22 სერიალს, რომლებიც შემდეგი 12 თვის განმავლობაში მხედველობიდან არ უნდა გამოგრჩეთ:
22. This Is Us / ეს ჩვენ ვართ
ფოტო: JOE PUGLIESE/NBC
ცნობილი სერიალი, რომელმაც მილიონობით მაყურებელს, ალბათ, ამდენივე ცრემლი აღვრევინა, ფინიშის ხაზს მიუახლოვდა: წელს გამოვა შოუს ბოლო, მეექვსე სეზონი და ამით ეს ემოციური ისტორია დასრულდება კიდეც.
პრემიერის თარიღი: 4 იანვარი
21. Peacemaker
თუ უკვე ნახეთ 2021 წლის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ფილმი The Suicide Squad, მაშინ ეს სერიალი განსაკუთრებით დაგაინტერესებთ, რადგან ის ჯეიმს განმა გადაიღო და მთავარ როლს ჯონ სენა ასრულებს.
პრემიერის თარიღი: 13 იანვარი
20. The Gilded Age / მოოქრული ხანა
ფოტო: HBO
თუ მეცხრამეტე საუკუნე და ფუშფუშა კაბები გიზიდავთ, ხომ კარგი, თუ არადა, მარტო სამსახიობო გუნდის გამოც ღირს, რომ ამ სერიალს შანსი მისცეთ: მთავარ როლებს Leftovers-ის მსახიობი კერი კუნი და Sex and the City-ის ვარსკვლავი სინტია ნიქსონი ასრულებენ.
პრემიერის თარიღი: 24 იანვარი
19. The First Lady / პირველი ლედი
ფოტო: JACKSON LEE DAVIS/SHOWTIME
ეს სერიალი აშშ-ს 3 ცნობილი პირველი ლედის შესახებ მოგვითხრობს: მასში ელეონორა რუზველტის, ბეტი ფორდისა და მიშელ ობამას პოლიტიკური თუ პირადი ცხოვრების საინტერესო დეტალები იქნება აღწერილი.
პრემიერის თარიღი: ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია
18. Inventing Anna / ანას გამოგონება
ფოტო: Netflix
ამბობენ, რომ ეს ნეტფლიქსის ახალი ჰიტი გახდება და ალბათ, ასეც იქნება, რადგან მისი შემქმნელი ლეგენდარული შონდა რაიმსია.
პრემიერის თარიღი: 11 თებერვალი
17. Moon Knight
ფოტო: Marvel
კომიქსის მიხედვით შექმნილი კიდევ ერთი სერიალი, ოღონდ ამჯერად მარველის სამყაროდან. სუპერგმირის როლს ყველასთვის საყვარელი მსახიობი ოსკარ აიზეკი მოირგებს, მასთან ერთად კი შოუში ასევე ვიხილავთ ითან ჰოუკს.
პრემიერის თარიღი: ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია
16. Roar / ღრიალი
ფოტო: Getty Images
თქვენი არ ვიცით და ჩვენ ყველაფერს მოუთმენლად ველით, სადაც ნიკოლ კიდმანი თამაშობს და ეს სერიალიც ერთ-ერთი ეგეთი გამორჩეული პროექტია.
თუმცა სულ ეს არის: როგორც ზემოთ მოცემულ სამსახიობო შემადგენლობას ხედავთ, მასთან ერთად სხვა კაშკაშა ვარსკვლავებსაც ვიხილავთ.
პრემიერის თარიღი: ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია
15. Ozark / ოზარკი
ფოტო: Netflix
ბოლო პერიოდის ერთ-ერთი გამორჩეული სერიალი მეოთხე სეზონით სრულდება. ბევრმა მაყურებელმა ეს შოუ პანდემიის დაწყებისას აღმოაჩინა და ვიმედოვნოთ, რომ მართალია, სხვადასხვა განწყობით, მაგრამ ამ სერიალთან ერთად პანდემიასაც დავემშვიდობებით.
პრემიერის თარიღი: 21 იანვარი
14. She-Hulk / ქალი ჰალკი
გასულ წელს გამოსული წარმატებული სერიალების შემდეგ, როგორიც, მაგალითად, Wandavision იყო, მარველი კვლავ აგრძელებს თავის ახალ თუ უკვე კარგად ნაცნობ სუპერგმირებზე სერიალების გადაღებას და ეს მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ჩანს.
პრემიერის თარიღი: ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია
13. Bridgerton / ბრიჯერტონი
ფოტო: Netflix
შონდა რაიმსი უკვე ვახსენეთ და სწორედ მისი დამსახურებით გაატარა ბევრმა სასიამოვნო დრო ამ ახალ სერიალთან ერთად, რომელიც უკვე მეორე სეზონით ბრუნდება.
პრემიერის თარიღი: 25 მარტი
12. Marvelous Mrs. Maisel / საოცარი მისის მეიზელი
ფოტო: GOTHAM/GC IMAGES
სატელევიზიო სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, საოცარი და ჯადოსნური პერსონაჟი ბოლოჯერ ბრუნდება ეკრანებზე, რათა სამუდამოდ დაგვემშვიდობოს.
აღსანიშნავია, რომ მეოთხე, ფინალურ სეზონში ვიხილავთ სერიალ This is Us-ის ვარსკვლავს მაილო ვენტიმილიას.
პრემიერის თარიღი: 18 თებერვალი
11. Invincible / დაუმარცხებელი
ფოტო: Amazon
დაუმარცხებელი ბოლო პერიოდის ერთ-ერთი საუკეთესო ანიმაციური სერიალია, რომელიც ჯერ თუ არ აღმოგიჩენიათ, აუცილებლად უნდა მისცეთ შანსი, სანამ მეორე სეზონი გამოსულა: არ აქვს დიდად მნიშვნელობა, გიყვართ თუ არა კომიქსების სამყარო, ეს ისეთი დახვეწილი და საინტერესო პროექტია, ნებისმიერი გემოვნების მაყურებელს მოხიბლავს.
პრემიერის თარიღი: ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია
10. Pam & Tommy / პემი და ტომი
ფოტო: Hulu
ვისაც რეალურ ამბებზე გადაღებული სერიალები გიტაცებთ, მაშინ ეს შოუ თქვენთვისაა: Hulu-მ ამერიკელი მუსიკოსი ტომი ლისა და კანადელი მსახიობი პამელა ანდერსონის ურთიერთობის შესახებ გადაიღო სერიალი, უფრო კონკრეტულად კი იმაზე, თუ როგორ იქორწინა წყვილმა 1995 წელს გაცნობიდან 96 საათში და როგორ გავრცელდა თაფლობის თვიდან ინტერნეტში მათი სექსის მოპარული ვიდეოჩანაწერი.
პრემიერის თარიღი: 2 თებერვალი
9. The Last of Us / ჩვენგან უკანასკნელი
ფოტო: HBO
ეს სერიალი კი ვიდეოთამაშების მოყვარულებს დააინტერესებთ: საკულტო თამაშის მიხედვით ამავე სახელწოდების სატელევიზიო ეკრანიზაცია გადაიღეს, რომელშიც მთავარ როლებს პედრო პასკალი და ბელა რამზი შეასრულებენ.
პრემიერის თარიღი: ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია
8. The Sandman / სენდმენი
ფოტო: Netflix
ნეტფლიქსი ნილ გეიმანის კომიქსების საკულტო სერიის მიხედვით სერიალს იღებს და ერთგული ფანები იმედოვნებენ, რომ ღირსეულ ეკრანიზაციას იხილავენ.
პრემიერის თარიღი: ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია
7. Raised by wolves / მგლების აღზრდილი
ფოტო: HBO Max
სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ამ სერიალმა უკვე აალაპარაკა მრავალი მაყურებელი 2020 წელს და ტრეილერით თუ ვიმსჯელებთ, არანაკლები სანახაობა გველოდება მეორე სეზონშიც.
პრემიერის თარიღი: 8 თებერვალი
6. The Crown / გვირგვინი
ფოტო: Netflix
დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის შესახებ გადაღებულმა ამ ისტორიულმა დრამამ უკვე დაწერა ისტორია სატელევიზიო სამყაროში და მალე მოვლენების კიდევ უფრო დაძაბული განვითარებით დაბრუნდება ეკრანებზე.
პრემიერის თარიღი: ნოემბერი
5. Stranger Things / უცნაური ამბები
ფოტო: Netflix
მეტისმეტად დიდხნიანი ლოდინი დასასრულს უახლოვდება და წლის ბოლომდე ფანები შეძლებენ, მეოთხე სეზონის გამოსვლასთან ერთად საყვარელი პერსონაჟების ბედი გაიგონ.
პრემიერის თარიღი: ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია
4. Sex Education / სქესობრივი განათლება
ფოტო: Netflix
ნეტფლიქსმა დაადასტურა, რომ ყველა ასაკის მაყურებლისთვის ამ საყვარელი სერიალის მეოთხე სეზონზე უკვე მუშაობენ და ისღა დაგვრჩენია, პრემიერას მოუთმენლად დაველოდოთ.
პრემიერის თარიღი: ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია
3. Euphoria / ეიფორია
ფოტო: HBO
HBO-ს ბოლო წლების შოუებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი და საინტერესო სერიალი, როგორც იქნა, მეორე სეზონით ბრუნდება, თანაც მონატრებული სევდითა და ესთეტიკით.
პრემიერის თარიღი: 9 იანვარი
2. House of the Dragon / დრაკონის სახლი
ფოტო: HBO
სამეფო კარის თამაშების წარუმატებელი ფინალის შემდეგ ამ ახალი შოუთი შეცდომების გამოსყიდვას აპირებენ და ჩვენც იმედი გვაქვს, რომ ამჯერად მაინც აღარ გაგვიცრუებენ იმედებს.
ყოველ შემთხვევაში, ისტორია საინტერესო ჩანს: სიუჟეტი ტარგარიენების სამოქალაქო ომის, იგივე "დრაკონების ცეკვის" შესახებ მოგვითხრობს, რომელიც სამეფო კარის თამაშებში ასახულ ისტორიამდე 200 წლით ადრე მოხდა. ამ დამაინტრიგებელ სატელევიზიო შოუს კვლავ ჯ.რ.რ. მარტინის წიგნების სერიის Fire And Blood-ის (ცეცხლი და სისხლი) მიხედვით იღებენ.
პრემიერის თარიღი: ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია
1. The Lord of the Rings / ბეჭდების მბრძანებელი
ფოტო: Amazon
თქმაც არ არის საჭირო, თუ რატომ ველოდებით ამ სერიალს ყველაზე მეტად, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ამხელა მოლოდინების გამო კიდევ უფრო მეტი შანსია, რომ იმედები შეიძლება გაგვიცრუვდეს.
თან ყოვლად გასაიდუმლოებული პროექტია და ჯერ ტრეილერიც კი არ გვინახავს.
პრემიერის თარიღი: 2 სექტემბერი
ასევე იხილეთ:
თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…
-
რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა
გადახედვა
-
"ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ "ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ
გადახედვა
-
რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ
გადახედვა
-
კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet
გადახედვა
-
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
-
რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ
გადახედვა
-
ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია
გადახედვა
-
რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი
გადახედვა
-
შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა
გადახედვა
-
შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა
გადახედვა
-
გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
გადახედვა
-
აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება
გადახედვა
-
პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება
გადახედვა
-
აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ
-
"გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე "გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე
გადახედვა
-
ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ? ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა
გადახედვა
კომენტარები