ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, ყველას საკუთარი უნიკალური კონცეფცია, შინაგანი სამყარო, მისწრაფებები და ინტერესები აქვს — სწორედ ეს მარტივი ჭეშმარიტება უდევს საფუძვლად თიბისი კონცეპტს და მის კამპანიას — იპოვე შენი კონცეპტი.

წლის განმავლობაში თიბისი კონცეპტმა კამპანიის ფარგლებში უამრავი საინტერესო ადამიანი ახლოს გაგვაცნო, მოგვითხრო მათ პირად კონცეპტზე — ყოველდღიურობაზე, შემოქმედებაზე, შთაგონების წყაროზე, წარსულსა და მომავალზე. ახლა კი, წლის ბოლოს, როცა ყველანი ვაჯამებთ გასულ თვეებს, თიბისი კონცეპტმა ყველა ეს ადამიანი ემოციურ ვიდეორგოლში ერთად შეკრიბა და ახალი წელი მოგვილოცა.

"ახალი წელი არის იმედი, უკეთესის სურვილი და კარგი განწყობა", — ამბობს ნიაზ დიასამიძე ვიდეორგოლში. მასთან ერთად ახალი წლის კონცეპტზე ნანი ბრეგვაძე, გელა ბაბლუანი, ელდარ შენგელაია, გელა წულაძე და ნინო დარასელი გვესაუბრებიან.

ნახეთ ვიდეო აქ:

თუმცა, ყველაფერი ამ ვიდეოთი არ სრულდება, ნიაზ დიასამიძისა და გელა წულაძის დიზაინით თიბისი კონცეპტმა მისალოცი ღია ბარათები შექმნა, რომლებსაც თან ერთვის ანა კორძაია-სამადაშვილის საახალწლო მილოცვა და QR კოდი. კოდის დასკანერებისას კი შეგიძლიათ თიბისი კონცეპტის გმირების ვიდეომიმართვებიც ნახოთ.

ფოტო: თიბისი კონცეპტი

ფოტო: თიბისი კონცეპტი

ფოტო: თიბისი კონცეპტი

გასაკვირი წელი გვექნება: თოვლიანი ზამთარი, მხიარული გაზაფხული, ზაფხულში — ცხრათვალა მზე და შემოდგომაზე — ხვავი და ბარაქა.

ყველაფერი გვექნება: სიყვარული და გამარჯვება, შორეული გზები, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, ურიცხვი თვალ-მარგალიტი და იქ, სადღაც, შორეულ ზღვაში, მე მგონი, შუქურაც გამოჩნდება. ასე მგონია.

და კიდევ: იქნება კარზე კაკუნი, და შენს კარგ სახლში ის შემოაბიჯებს, ვისაც ამდენხანს ელოდი.

ჩემთვისაც ეს მინდა.

გვექნება.

აი, ნახავ, თუ არა.

ანა კორძაია-სამადაშვილი

მისალოც ბარათებს თიბისის პარტნიორები და მეგობრები როგორც ციფრულად, ისე ფიზიკურად მიიღებენ.

თიბისი კონცეპტი პერსონალური საბანკო მომსახურებაა. მისი მთავარი ღირებულება თითოეული მომხმარებლების ინტერესებზე მორგება და მათი უნიკალური კონცეფციიდან გამომდინარე, საჭიროებების დაკმაყოფილებაა.