სააკაშვილთან სიტყვა კორუფციის ხსენებას მე ვერ მივიღებ — მიხეილ სააკაშვილი
საკუთარ სასამართლო სხდომაზე, ე.წ. პიჯაკების საქმის განხილვაზე სიტყვით გამოსვლისას ექსპრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის არ ითხოვს მადლობას იმის გამო, რაც ქვეყანას გაუკეთა, მაგრამ შეურაცხყოფას და უსამართლობას ვერ მიიღებს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ვერც იმას მიიღებს მისი სახელის გვერდით სიტყვა კორუფცია ახსენონ, რადგან მისი მმართველობისას ქვეყანამ კორუფცია დაამარცხა.
"არ ვითხოვ მადლობას, სიბნელიდან დენი რომ მოვიყვანეთ და ნავთქურები და გენერატორები დაგვავიწყდა; არ ვითხოვ მადლობას იმისათვის, რომ მათ შორის, ალბათ, ზოგიერთმა მათგანმა [პროკურორმა] ჩვენი სისტემით ჩააბარა და იურიდიულზე 15 ათასს აღარ თხოვდნენ. ზოგიერთი მათგანი, ალბათ, ჩემი სტიპენდიით იყო წასული, როგორც ჩემი მკვლელობის ერთ-ერთი მონაწილე, ე.წ. იუსიტიციის მინისტრი.
ხომ არ ვითხოვ იმას, მადლობა თქვან, რომ პენსიები ათჯერ გაიზარდა, ხელფასები ათჯერ გაიზარდა, სამუშაო ადგილები ორჯერ გაიზარდა, ხომ არ გთხოვთ მადლობას თუნდაც იმ 200 ახალი კლინიკისთვის, სადაც სამწუხაროდ ექიმებს ძალიან მძმე პირობები აქვთ სამუშაოდ, დავრწმუნდი ამ დღეებში; მაგრამ უსამართლობას მე ვერ მივიღებ, შეურაცხყოფას მე ვერ მივიღებ, სააკაშვილთან სიტყვა კორუფციის ხსენებას მე ვერ მივიღებ. იმიტომ, რომ მსოფლიო ბანკმა ერთადერთი შემთვევა იყო, როდესაც გამოაქვეყნა წიგნი კორუფციის დაძლევაზე რომელიმე ქვეყანაში და მხოლოდ ერთმა ქვეყანამ მოახერხა, ეს იყო საქართველო", — განაცხადა მან სასამართლო სხდომაზე.
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილი ე.წ. პიჯაკების საქმეს განიხილავს. სააკაშვილს ბრალი ედება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით, პირთა ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების, კერძოდ 9 მილიონ 24 ათას 667 ლარის გაფლანგვაში, რისთვისაც სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 7-დან 11 წლამდე.
ადვოკატებმა საქმის პროკურორის აცილება მოითხოვეს, რაც მან არ დააკმაყოფილა.
პარალელურად, საქალაქო სასამრთლოსთან ექსპრეზიდენტის მხარდამჭერების აქცია იმართება. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები