DRI: თუ ალტ-ინფომ ძალადობის პროპაგანდა დოკუმენტებში ასახა, რეესტრმა არ უნდა დაარეგისტრიროს
ფოტო: კადრი ვიდეოდან / TV პირველი
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) განცხადებით, იმ შემთხვევაში ძალადობრივმა, ჰომოფობიურმა და პრორუსულმა ალტ-იფნომ კანონსაწინააღმდეგო, ძალადობის პროპაგანდის, სოციალური, ეროვნული, რელიგიური ან სოციალური შუღლის გამაღვივებელი დებულებები პარტიის მარეგისტრირებელ დოკუმენტებში ასახა, საჯარო რეესტრმა ის არ უნდა დაარეგისტრიროს.
მათი თქმით, დამფუძნებლებმა პარტიულ ყრილობაზე ღიად განაცხადეს კონსერვატიული მოძრაობის პრორუსული და ანტიდასავლური საგარეო ვექტორის შესახებ, კერძოდ, ზურა მახარაძემ პარტიის მიზნებად საქართველოში "ლიბერალური დიქტატურის" დასრულება და "ქრისტიანული დემოკრატიის" შექმნა დაასახელა.
"საგულისხმოა, რომ ალტ-ინფოს სარედაქციო პოლიტიკა გამოირჩევა ქსენოფობიური, ჰომოფობიური და ძალადობის წამახალისებელი რიტორიკით. საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და "პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, "დაუშვებელია ისეთი პარტიის შექმნა და საქმიანობა, [...] რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს", — აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
DRI-ს განცხადებით, მსგავსი შეზღუდვები მოქმედებს ევროპის საბჭოს არაერთ ქვეყანაში, რომლებიც ითვალისწინებენ "თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის" უზრუნველმყოფ მექანიზმებს "დემოკრატიის მტრებს არ უნდა მიეცეთ იმის საშუალება, რომ გამოიყენონ დემოკრატიით მინიჭებული უფლებები და თავისუფლებები მისთვის საფრთხის შესაქმნელად".
"უფლებების ბოროტად გამოყენებას კრძალავს ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ არსებული ძირითადი საერთაშორისო დოკუმენტებიც. აღნიშნულის გათვალისწინებით, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პარტიის სადამფუძნებლო დოკუმენტებში განცხადებულ მიზნებს", — ვკითხულობთ განცხადებაში.
ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ პარტია კონსერვატიული მოძრაობის ლიდერები 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორები არიან, რომელთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ამ დრომდე არ დამდგარა. DRI აღნიშნავს, რომ ერთადერთი სანქცია, რომელიც ალტ-ინფოს წინააღმდეგ ამ დრომდე გამოიყენეს, კომუნიკაციების კომისიის მიერ მისი სამართალდამრღვევად ცნობა იყო, 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებულ გადაცემებში უხამსობის ტირაჟირებისა და უცენზურო ლექსიკის გამოყენების გამო. თუმცა, კანონდარღვევის გამო ალტ-ინფო არ დაჯარიმებულა.
20 ნოემბერს ძალადობრივმა, ჰომოფობიურმა და პრორუსულმა ალტ-ინფომ პარტია დააფუძნა, რომელსაც კონსერვატიული მოძრაობა უწოდეს. პარტიის თავმჯდომარედ 5 ივლისის ძალადობის ერთ-ერთი ორგანიზატორი ზურაბ მახარაძე აირჩიეს. იმავე დღეს ოპოზიციის დეპუტატებმა ალტ-ინფოს პარტიის ასაკრძალად ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. მათი განცხადებით, ეს პარტია საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
5-6 ივლისს ჯამში 50-ზე მეტ ჟურნალისტს, სამოქალაქო მოძრაობების ოფისებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს დაესხნენ თავს. ამ მოვლენების გამო სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის ნაწილი შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს, რადგან მიაჩნიათ, რომ მან მშვიდობიანი მოქალაქეების და ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა ვერ უზრუნველყო.
რა ვიცით ალტ-ინფო-ზე
შპს ალტ-ინფო იურიდიულ პირად საქართველოს საჯარო რეესტრში 2019 წლის 28 იანვარს დარეგისტრირდა. მისი მფლობელები შოთა მარტინენკო და ციალა მორგოშია არიან. მარტინენკო ასევე არის არაკომერციული იურიდიული პირის, "ალტერნატივა საქართველოსთვის" საბჭოს წევრიც. ალტერნატივა საქართველოსთვის საბჭოს წევრები ასევე არიან ზურაბ მახარაძე, კონსტანტინე მორგოშია, ირაკლი კიზილაშვილი და გიორგი ქარდავა.
2018 წლის ნოემბერში ალტ-ინფომ განაცხადა, რომ ქმნიდა ინტერნეტტელევიზიას, რათა "ლიბერალურ პროპაგანდას" დაპირისპირებოდა. ისინი ქვეყნის მოვლენებს კონსერვატიულ ჭრილში აშუქებდნენ.
ფაქტჩეკერების ქართულმა ორგანიზაციებმა არაერთხელ დაარეპორტეს ალტ-ინფოს გვერდები მანიპულაციური და ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამო. ალტ-ინფო გამუდმებით აჟღერებს ანტიდასავლურ გზავნილებს და ანტიემიგრანტულ პოლიტიკას მოითხოვს. ის ავრცელებს პრორუსულ ნარატივებსაც, რომლებიც ხშირად კრემლის სტრატეგიულ გზავნილებთან თანხვედრაშია.
2019 წელს ფეისბუქმა ალტ-ინფოსთან დაკავშირებული ქსელი წაშალა, თუმცა მათ ახალი ქსელი შექმნეს და საკუთარი ნარატივის გავრცელება განაგრძეს. 2020 წლის 23 ოქტომბერს Facebook-მა კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო Alt-info-სთან დაკავშირებული ქსელი ხელახლა წაშალა, რომელიც 130 აქტივს მოიცავდა. ქსელის მიერ გავრცელებული პოსტები ანტიდასავლური და პარტიზანული შინაარსის იყო.
ამ წმენდის შემდეგაც Alt-info-მ ახალი გვერდები შექმნა, რომელსაც Alt TV დაარქვა და პარალელურად სხვა ქსელების, იუთუბისა და ტელეგრამის ათვისება დაიწყო. ამ ეტაპზეც ფეიბუქზე Alt TV-ს გვერდი დაბლოკილია.
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში
-
სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა
გადახედვა
-
"ჩემთვის ჩინურია" — როგორ ამბობენ ამ ფრაზას სხვადასხვა ენაზე "ჩემთვის ჩინურია" — როგორ ამბობენ ამ ფრაზას სხვადასხვა ენაზე
გადახედვა
-
ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს
გადახედვა
-
TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა? TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა?
გადახედვა
-
ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით 5 უცხოელი დააკავეს ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით 5 უცხოელი დააკავეს
გადახედვა
-
გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს — საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს — საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია
-
უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
-
"სარაჯიშვილისა" და "ასკანელის" უკანონო დამზადების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს "სარაჯიშვილისა" და "ასკანელის" უკანონო დამზადების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
OpenAI-მ GPT-6 Sol და Luna წარადგინა — ახალი მოდელები უფრო იაფია და ნაკლებ შეცდომას უშვებს OpenAI-მ GPT-6 Sol და Luna წარადგინა — ახალი მოდელები უფრო იაფია და ნაკლებ შეცდომას უშვებს
გადახედვა
-
25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო "დინამო არენის" მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება — დეტალები 25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო "დინამო არენის" მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება — დეტალები
გადახედვა
კომენტარები