კობახიძის რიტორიკა სცილდება სამართლებრივ ჩარჩოს, არის დაშინების მცდელობა — ომბუდსმენი
ფოტო: Ombudsman
საქართველოს სახალხო დამცველი ქართული ოცნების თავმჯდომარის მუქარის შემცველ განცხადებებზე ამბობს, რომ აღნიშნული რიტორიკა სცილდება სამართლებრივ ჩარჩოს, წარმოადგენს დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოზე და მის ექსპერტებზე თავდასხმისა და დაშინების მცდელობას და ადამიანის უფლებების ეროვნულ და საერთაშორისო ვალდებულებებს ეწინააღმდეგება.
ომბუდსმენი განმარტავს, რომ ორგანული კანონი საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ სახალხო დამცველს ანიჭებს უფლებამოსილებას მოიწვიოს ექსპერტები და სპეციალისტები საექსპერტო საქმიანობის შესასრულებლად.
"სწორედ ეს უფლებამოსილება გამოიყენა სახალხო დამცველმა 2021 წლის 16 ნოემბერს და მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების შეფასების მიზნით მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფი შექმნა. აღნიშნულის შემდეგ ქართული ოცნების თავმჯდომარე ყოველგვარი სამართლებრივი არგუმენტების გარეშე ცდილობს ისაუბროს სახალხო დამცველისა და ექსპერტების "შესაძლო სამომავლო პასუხისმგებლობაზე" გარკვეული აბსტრაქტული მიზეზებით. აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებზე/ექსპერტებზე ზეწოლის მცდელობას მათი პროფესიული ნიშნით გამოთქმული მოსაზრებების გამო, რომელიც როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე საერთაშორისო პრინციპებს ეწინააღმდეგება", — ნათქვამია განცხადებაში.
ომბუდსმენის აპარატი მოუწოდებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, ეუთო/ოდირის და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებს შეისწავლონ აღნიშნული ფაქტი და თავიანთი მანდატის ფარგლებში შესაბამისი შეფასება მისცენ.
"პარიზის პრინციპებისა და ვენეციის პრინციპების საწინააღმდეგოდ, საქართველოს სახალხო დამცველს ექმნება დაბრკოლებები მისი მანდატის განხორციელებისას და არსებობს რისკი, სამომავლოდ ექსპერტებმა სახალხო დამცველთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადონ", — ვკითხულობთ განცხადებაში.
გუშინ, 17 ნოემბერს სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექიმების ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასკვნა გამოაქვეყნა. მათი შეფასებით, ექსპრეზიდენტის მდგომარეობა კრიტიკულია და მკურნალობის გაგრძელება ფუნქციურად გამართულ, დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალშია რეკომენდებული. ექიმების დასკვნის მიხედვით, ამ პირობებს მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს.
ამ დასკვნის შემდეგ ქართული ოცნების დეპუტატები სახალხო დამცველს და მთლიანად ექიმების ჯგუფს აკრიტიკებენ. ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ომბუდსმენის მიერ შექმნილ ექიმთა ჯგუფის დასკვნას "ფეიკს" უწოდებს და აცხადებს, რომ თუ ის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საფუძველი გახდება და ამას მოჰყვება ის სცენარი, "რომლისაც ეშინიათ", მას შესაძლოა, როგორც სახალხო დამცველის, ასევე, კონკრეტული ექიმების პასუხისმგებლობაც მოჰყვეს.
ბექა დავითულიანის აზრით, ნინო ლომჯარია პოლიტიკურ პროცესში "ცოტა სხვა მხარეს" არის გადახრილი. სოზარ სუბარი გაოცებულია იმ ფაქტით, რომ ლომჯარიამ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი იმაზე მეტჯერ ინახულა, ვიდრე ყველა სხვა პატიმარი ოთხი წლის განმავლობაში.
ზოგადად, ქართული ოცნების წევრები სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას ხშირად ადანაშაულებენ პარტიულობასა და მიკერძოებულობაში მათდამი კრიტიკული განცხადებების გამო. ამ მხრივ ყველაზე მეტად გამოირჩევა პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. 25 ოქტომბერს მან განაცხადა, რომ ნინო ლომჯარია ნაციონალური მოძრაობის "ერთ-ერთ რიგით აქტივისტად აქციეს". ამასთანავე, კობახიძე პოლიტიკურად მიკერძოებულს უწოდებს ომბუდსმენის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფის წევრებსაც.
-
კობახიძე განმარტავს რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
-
რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება
გადახედვა
-
თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები
გადახედვა
-
გიორგი კაკაურიძე განმარტავს, ხელფასის რამდენლარიან მატებას უნდა ელოდონ მასწავლებლები გიორგი კაკაურიძე განმარტავს, ხელფასის რამდენლარიან მატებას უნდა ელოდონ მასწავლებლები
გადახედვა
-
რა უპირატესობები აქვს მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას? რა უპირატესობები აქვს მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას?
-
Gemini-ს ალტერნატივა გამოუჩნდა? — Claude-ს ამიერიდან უშუალოდ Google-ის სერვისებშიც გამოიყენებთ Gemini-ს ალტერნატივა გამოუჩნდა? — Claude-ს ამიერიდან უშუალოდ Google-ის სერვისებშიც გამოიყენებთ
გადახედვა
-
Anthropic-ს 10 000-ზე მეტი ინჟინრის გადამზადება სურს — ამისათვის იგი $100 მილიონს გამოყოფს Anthropic-ს 10 000-ზე მეტი ინჟინრის გადამზადება სურს — ამისათვის იგი $100 მილიონს გამოყოფს
გადახედვა
-
გომბორის გზაზე კლდის ჩამოშლის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა გომბორის გზაზე კლდის ჩამოშლის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
გადახედვა
-
გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს
გადახედვა
-
"სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი ტანზანიის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მუსა ზუნგუს შეხვდა შალვა პაპუაშვილი ტანზანიის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მუსა ზუნგუს შეხვდა
გადახედვა
-
ლევან მაჭავარიანი: თავი მოიჭრა იმ პატიმარმაც, რომელიც იბრალებს, თითქოს თითითაა გაუპატიურებული და მისმა ოჯახმაც ლევან მაჭავარიანი: თავი მოიჭრა იმ პატიმარმაც, რომელიც იბრალებს, თითქოს თითითაა გაუპატიურებული და მისმა ოჯახმაც
გადახედვა
-
ლადო კახაძე: ჩვენი წყლის რესურსების გამოყენებაში იტალია და საფრანგეთი წინ გვეღობება ლადო კახაძე: ჩვენი წყლის რესურსების გამოყენებაში იტალია და საფრანგეთი წინ გვეღობება
გადახედვა
კომენტარები