მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო თბილისის მერობის კანდიდატებს შორის ელენე ხოშტარიას განიხილავს. ამის შესახებ ამავე პარტიის წევრმა, გოკა გაბაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.

"ამაზე ჯერ მსჯელობა არ ყოფილა. ამაზე მსჯელობა ზუსტად იმ დემოკრატიული წესით, რა დემოკრატიული წესითაც ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, ჩვენ მივიღებთ. არის ძალიან ბევრი ღირსეული კანდიდატურა, მათ შორის, არის, რა თქმა უნდა, ელენე ხოშტარია,“ - აღნიშნა გიორგი გაბაშვილმა.