ჩემი იქ ყოფნის დროს სააკაშვილი ორჯერ გახდა შეუძლოდ — ხერხეულიძე
ფოტო: კადრი ვიდეოდან / TV პირველი
ნაციონალური მოძრაობის წევრის, ეკა ხერხეულიძის თქმით, იმ პერიოდში, როდესაც ის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად იყო შესული, ექსპრეზიდენტი შეუძლოდ ორჯერ გახდა.
მისივე თქმით, როდესაც ექსპრეზიდენტი რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს, მას მოატყუეს და უთხრეს, რომ კლინიკა ვივა მედში გადაჰყავდათ.
"არსებობს ერთადერთი ადამიანი, რომელმაც მას უთხრა ტყუილი, ეს გახლავთ რუსთავის მე-12 დაწესებულების დირექტორი, ბატონი მოდებაძე, რომელმაც მას უთხრა, რომ ის გადაჰყავდათ ვივამედში. მიხეილ სააკაშვილი შევიდა საკანში. მას ბოლო მნახველი, ვიზიტორი ჰყავდა აკო მინაშვილი. ის უნდა შეხვედროდა დედასა და შვილებს, უთხრეს, რომ არ მოსულან დედა და შვილები, არა და ქალბატონი გული და ბავშვები ელოდებოდნენ გარეთ. გარეთაც არა, უკვე შესულები იყვნენ ციხის ტერიტორიაზე და საშვი ჰქონდათ გამოწერილი, მაგრამ ისინი იქ არ შეუშვეს. უთხრეს, რომ ისინი დღეს არ გამოცხადნენ და კერძო კლინიკაში უნდა გადაბრძანდეთ, მოემზადეთო", — ამბობს ხერხეულიძე TV პირველის ეთერში.
ხერხეულიძე, ასევე, ამბობს, რომ სააკაშვილმა უთხრა, გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში მიყვანის შემდეგ ის სასწრაფოს მანქანიდან ჩამოსვლაზე უარს ამბობდა.
"ავჭალას როგორც კი მივუახლოვდიო და წარწერით მივხვდი, რადგან ვერ ვიცნობდი, ვერაფერს ვხედავდიო, როგორც კი მივედი ვიკითხეო, არავინ პასუხი არ გამცაო, არავის არაფერი შეურაცხყოფა არ მოუყენებია ჩემთვის, უბრალოდ, პასუხი არ გამცესო. როგორც კი მივუახლოვდი გლდანის ტერიტორიას, ვუთხარიო, რომ არ არსებობს, მე აქ არ ჩამოვალ იმიტომ, რომ თქვენ მე მომატყუეთ და რუსთავის დაწესებულების დირექტორმა მითხრა ძალიან მშვიდ გარემოში პერსონალის თანდასწრებით, რომ მე უნდა ვყოფილიყავი ახლა ვივამედის კლინიკაში და არა აქ.
მოკიდე ხელი და ჩამოათრიეო, რას ელოდები ამასო. უნდა ითქვას, რომ რამდენიმე ადამიანი იქ ძალიან თავშეკავებული იყო იქიდან გამომდინარე, რომ ღიად არ აფიქსირებდნენ შეურაცხმყოფელი გამონათქვამებით თავიანთ პოზიციებს, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის განწყობა თანაბარი იყო და ისინი ცდილობდნენ, რომ მე ძალით შევეთრიე და მივხვდი ასე იქნებოდაო", — ამბობს ხერხეულიძე,
რაც შეეხება გლდანის პენიტენციური საავადმყოფოს პირობებს, ხერხეულიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის არა პალატაში, არამედ საკანშია, რომელიც შენობის მე-5 სართულზეა და მას 1 ადამიანი იცავს.
"მიხეილ სააკაშვილი არის ამ შენობის მე-5 სართულზე, საერთოდ ცარიელია ეს სართული. მის საკნის კართან დგას 1 ადამიანი მთელი ღამის განმავლობაში, რომელიც თავის წარმოდგენით ან ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით მას იცავს, გვერდით ოთახში არის ერთი ექიმი, რომელსაც თუ არ დაუძახა მიხეილ სააკაშვილმა, ვერაფერს ვერ გაიგებს, რა მდგომარეობაშია ის. ან სათვალთვალო კამერა უნდა აფიქსირებდეს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას ან ამ ქალბატონს როგორმე თავად უნდა შეატყობინოს", — ამბობს ენმ-ის წევრი.
მისივე თქმით, საკანში არ არის არაფერი და ფანჯრის გახსნისთანავე პატიმრების გინება ესმის, რის გამოც იძულებულია დახუროს ფანჯარა.
"ამ საკანში არ არის არაფერი, ანუ მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი კი არ არის მულტიპროფილურ კლინიკაში, მულტიპროფილურ ჯოჯოხეთშია გადაყვანილი. პირველ რიგში, მას სჭირდება ჟანგბადი, ფანჯარა არ იღება, ჟანგბადი იქ არ შედის და არ შედის მზის სხივი იმიტომ, რომ როგორც კი ამ ფანჯარას აწევს მიხეილ სააკაშვილი ჟანგბადის მიწოდების მიზნით, ცარიელ საკანში, სადაც დახმარების არანაირი ინსტრუმენტი არ არსებობს, მაშინვე ტყდება გინება და ისტერიკა პატიმრების მხრიდან და ის იძულებულია ჩამოსწიოს ფანჯარა", — ამბობს ხერხეულიძე.
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისი და მისი ადვოკატების სურვილის საწინააღმდეგოდ რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში 8 ნოემბერს გადაიყვანეს. ეს ინფორმაცია პენიტენციურმა სამსახურმა ერთი საათის შემდეგ დაადასტურა — მას შემდეგ, რაც რუსთავის ციხიდან აფრენილი ვერტმფრენი გლდანის ციხის თავზე გამოჩნდა. უფლებადამცველებმა, ოჯახის წევრებმა და ომბუდსმენმა ერთი საათის განმავლობაში არ იცოდნენ, სად იყო სააკაშვილი.
ექსპრეზიდენტის ციხეში შეყვანის შემდეგ ადგილზე სპეცრაზმი, წყლის ჭავლის მანქანა და დამატებითი საპოლიციო ძალები შეიყვანეს. გარდა ამისა, ციხეში მიიტანეს კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი. მანამდე რამდენიმე დღით ადრე კი უწყება ამტკიცებდა, რომ ციხის კლინიკა საჭირო ტექნიკით აღჭურვილია.
მოთხოვნის მიუხედავად, სააკაშვილთან ღამით არ უშვებდნენ არც ადვოკატებს და არც პირად ექიმს. ადვოკატების თქმით, არასამუშაო საათების მიუხედავად, ვითარება ორდინალური არ იყო და უნდა შეეშვათ.
ნინო ლომჯარიას განცხადებით კი, სააკაშვილს ციხეში უთხრეს, რომ ის სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაეყვანათ და შესაბამისად, ის აღნიშნულ შეთავაზებას დათანხმდა. მიუხედავად ამისა, სააკაშვილი მაინც ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი გაავრცელეს კადრები, რომლითაც სურთ დაამტკიცონ, რომ ექსპრეზიდენტს #12 დაწესებულება მისი ნების საწინააღმდეგოდ არ დაუტოვებია.
გარდა ამისა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ ომბუდსმენმა თქვა, რომ მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში ჯერ კიდევ დერეფანში დგას კომპიუტერული ტომოგრაფი, რომელიც იქ მას შემდეგ მიიტანეს, რაც კლინიკაში მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს. მისივე თქმით, კლინიკაში არ არის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიისა (MRT) და კათეტერიზაციის აპარატი.
ფიზიკურ ძალადობაზე საუბრის გარდა, სააკაშვილი წერილში ამბობს, რომ #18 დაწესებულებაში გადასვლისას ციხის ერთ-ერთმა თანამშრომელმა უთხრა: "აჰა, ჩიტო, ხომ ჩაგიგდეთ ხელში".
იუსტიციის მინისტრი ამტკიცებს, რომ რუსთავის ციხიდან გლდანში გადაყვანისას არცერთი პროცედურა და ნორმა არ ყოფილა დარღვეული. მისივე მტკიცებით, სააკაშვილმა ციხეში შეყვანისას თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რაზეც გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება დაიწყო.
-
ირაკლი კობახიძე: ბურჭულაძემ დაგვიანონსა საკუთარი ბრალის აღიარება ირაკლი კობახიძე: ბურჭულაძემ დაგვიანონსა საკუთარი ბრალის აღიარება
გადახედვა
-
ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული რკინიგზის — ე.წ. კუკუშკის ამოქმედება დეკემბრიდან იგეგმება ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული რკინიგზის — ე.წ. კუკუშკის ამოქმედება დეკემბრიდან იგეგმება
გადახედვა
-
რას ველოდებით Apple-ის ახალი ღონისძიებიდან, რომელზეც კომპანია ჭკვიანი სახლის მოწყობილობებს წარადგენს რას ველოდებით Apple-ის ახალი ღონისძიებიდან, რომელზეც კომპანია ჭკვიანი სახლის მოწყობილობებს წარადგენს
გადახედვა
-
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
-
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე — თეგეტამ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე — თეგეტამ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
-
Miraculous-ის ისტორიაზე სერიალს გადაიღებენ Miraculous-ის ისტორიაზე სერიალს გადაიღებენ
გადახედვა
-
გასულ წელს საშუალო ხელფასი 2 165.2 ლარამდე გაიზარდა, მედიანური კი 1 531 ლარამდე — რა სხვაობაა? გასულ წელს საშუალო ხელფასი 2 165.2 ლარამდე გაიზარდა, მედიანური კი 1 531 ლარამდე — რა სხვაობაა?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: სანქციები არაფერს ნიშნავს არც ბიძინა ივანიშვილისთვის და არც ჩვენთვის ირაკლი კობახიძე: სანქციები არაფერს ნიშნავს არც ბიძინა ივანიშვილისთვის და არც ჩვენთვის
გადახედვა
-
უკრაინის დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა უკრაინის დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებულთა ხელფასი 20%-ით გაიზრდება ირაკლი კობახიძე: 2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებულთა ხელფასი 20%-ით გაიზრდება
გადახედვა
-
ფუტკრებს ყვავილების სუნის აღქმა უჭირთ — ეს ჰაერის დაბინძურებას უკავშირდება ფუტკრებს ყვავილების სუნის აღქმა უჭირთ — ეს ჰაერის დაბინძურებას უკავშირდება
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი ნანა ყეინიშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი ნანა ყეინიშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის — ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის — ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
სახდეპის ანგარიში: ტრეფიკინგის წინააღმდეგ ზომებით საქართველო I კალათაშია, თუმცა შემცირებულიამსხვერპლთა გამოვლენა და სს-ის დევნა სახდეპის ანგარიში: ტრეფიკინგის წინააღმდეგ ზომებით საქართველო I კალათაშია, თუმცა შემცირებულიამსხვერპლთა გამოვლენა და სს-ის დევნა
გადახედვა
-
მიგრაციის სამსახურმა 64 არალეგალი უცხოელი დააკავა — "მიმდინარეობს ქვეყნიდან გაძევების პროცედურები" მიგრაციის სამსახურმა 64 არალეგალი უცხოელი დააკავა — "მიმდინარეობს ქვეყნიდან გაძევების პროცედურები"
გადახედვა
-
ბებიას, რომელსაც მარნეულში შვილიშვილის იძულებით გათხოვება ბრალდება, 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება ბებიას, რომელსაც მარნეულში შვილიშვილის იძულებით გათხოვება ბრალდება, 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა — სანქცირებულთა შორის თინა კანდელაკია ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა — სანქცირებულთა შორის თინა კანდელაკია
გადახედვა
-
უკრაინამ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორედ დაარტყა უკრაინამ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორედ დაარტყა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეს ცეკვის მასწავლებლის მიერ ნაცემი ბავშვის საქმე 2 წელია თაროზე აქვს შემოდებული მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეს ცეკვის მასწავლებლის მიერ ნაცემი ბავშვის საქმე 2 წელია თაროზე აქვს შემოდებული
გადახედვა
-
ვინ იყო მარგარეტ ჰამილტონი — ინჟინერი, რომელმაც ადამიანი "მთვარეზე დასვა" ვინ იყო მარგარეტ ჰამილტონი — ინჟინერი, რომელმაც ადამიანი "მთვარეზე დასვა"
გადახედვა
-
ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა
გადახედვა
კომენტარები