დედამიწაზე პირველი კონტინენტები 700 მილიონი წლით ადრე გაჩნდა, ვიდრე გვეგონა — კვლევა
დედამიწის პირველი კონტინენტები ოკეანიდან 700 მილიონი წლით ადრე გაჩნდა, ვიდრე ეს აქამდე მეცნიერებს ეგონათ და ამაზე უძველესი ქანების ახალი ანალიზი მეტყველებს.
მკვლევრები, რომლებმაც შეისწავლეს კლდის ქანები აღმოსავლეთ ინდოეთში, თვლიან, რომ აღმოჩენამ შეიძლება ახსნას ატმოსფეროში ჟანგბადის ზრდა და მყინვარების წარმოქმნა დედამიწის ისტორიის უძველეს პერიოდში.
მკვლევრებს ახლა მიაჩნიათ, რომ Singhbhum-დან, კოლკატას მახლობლად, პირველმა სტაბილურმა კონტინენტებმა — კრატონების სახელით ცნობილი — ზღვის დონიდან 3.3-დან 3.2 მილიარდი წლის წინ დაიწყეს გაჩენა.
დოქტორი პრიდარში ჩაუდჰური მონაშის უნივერსიტეტიდან, კვლევის წამყვანი ავტორი, ამბობს, რომ მათ გააანალიზეს ქანების წარმოქმნა. მისი თქმით, ქანები ხმელეთზე უნდა გაჩენილიყო ისეთი ნიშნების არსებობის გამო, როგორიცაა ტალღები — ისევე, როგორც ქარი და ტალღები ტოვებს კვალს ქვიშიან სანაპიროზე.
"ჩვენ მივხვდით, რომ ეს იყო უძველესი მდინარის კლდეები, რომლებიც წარმოიქმნება მდინარეებში და შესართავებში", — თქვა მან.
ჩაუდჰურიმ აღნიშნა, რომ პირველი კონტინენტები, სავარაუდოდ, ჩამოყალიბდა ტექტონიკური ფილების არსებობამდე, რაც დღეს მთავარი მამოძრავებელია მიწის მასების სიმაღლის ზრდისთვის.
"ჩვენ დღეს გვაქვს ფირფიტების ტექტონიკა. როდესაც ორი კონტინენტის ფილები ერთმანეთს ეჯახება, ასეთი პროცესებით წარმოიქმნება ჰიმალაები, ჩნდება ალპები. ეს ასე არ იყო 3 მილიარდი წლის წინ", — ამბობს ჩაუდჰური.
მკვლევრების ჯგუფმა სინჰბჰუმის ნალექებიდან ცირკონის სახელით ცნობილი მინერალის პატარა მარცვალი ამოიღო. ცირკონზე ლაზერის დამზერით და შემდეგ გამოთავისუფლებული ელემენტების შედარებითი რაოდენობის გაზომვით, გუნდმა შეძლო კლდეების ასაკის დადგენა.
შედეგად გეოლოგიური მსგავსება გამოვლინდა. Singhbhum craton-ის მასალა მსგავსი იყო სამხრეთ აფრიკაში და დასავლეთ ავსტრალიაში არსებულ მასალასთან.
მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ ამ პროცესებმა ადრეული სიცოცხლის ფოსფორით და სხვა სამშენებლო ბლოკებით მომარაგება მოახდინა.
"მას შემდეგ რაც ჩნდება მიწა, მას მოჰყვება არაღრმა ზღვები, როგორც ლაგუნები. ეს უწყობს ხელს ჟანგბადის წარმომქმნელი სიცოცხლის ფორმების ზრდის დაჩქარებას, რამაც შესაძლოა გაზარდოს ჟანგბადი ატმოსფეროში და ოკეანეში", — ამბობენ მკვლევრები.
ადრეული კონტინენტების გაჩენა ასევე ნახშირორჟანგს ატმოსფეროდან გამოათავისუფლებდა, რაც გამოიწვევდა ცივი კლიმატის ლოკალიზებას და მყინვარების წარმოქმნას.
ჩაუდჰურის თქმით, ეს პირველი ნაბიჯები იყო იმისთვის, რათა დედამიწა უფრო დასახლებული ყოფილიყო.
კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალში Proceedings of the National Academy of Sciences.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები