ნიკაკოის მომავლის მუსიკა და "ვოლვო ქარ საქართველოს" დამუხტვადი ჰიბრიდი
"ვოლვო ქარ საქართველომ", არტისტ ნიკა მაჩაიძესთან ერთად, ახალი საკომუნიკაციო კამპანია დაიწყო. მთავარი მიზანი დამუხტვადი ორძრავიანი ჰიბრიდული ავტომობილების საზოგადოებისთვის წარდგენა და ბრენდის გლობალური ტრენდის გაგრძელება — ანუ ადგილობრივ მომხმარებელთან მდგრადი განვითარებისა და ეკოლოგიის შესახებ საუბარია.
საქართველოში "ვოლვოს" კამპანია თიზერ ვიდეოთი დაიწყო, რომელსაც სოციალურ მედიაში საკმაოდ აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. სპეციალურად ამ კამპანიისთვის, არტისტმა ნიკა მაჩაიძემ ანიმაცია შექმნა.
კამპანიის ფარგლებში, დაგეგმილია კიდევ რამდენიმე აქტივობა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანის ყურადღება მიიქციონ და არა მხოლოდ მაყურებლის როლში. მნიშვნელოვანი იქნება მათი ჩართულობა და ინტერაქცია.
„ვოლვოს“ საკომუნიკაციო კამპანიის კულმინაცია ნიკა მაჩაიძის ანიმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლია, რომელიც თანამედროვე ხელოვნების საგამოფენო გამოცდილებას ქმნის.
თუმცა, მივყვეთ თანმიმდევრობით.
"ვოლვო ქარ კავკასიის" დირექტორი გაგა კოხრეიძე ამბობს, რომ ამ კამპანიის მიზანი მომხმარებლებისთვის პრემიუმ კლასის დამუხტვადი ჰიბრიდების წარდგენა და ბრენდის გლობალური საკომუნიკაციო ტენდენციების საქართველოში გადმოტანაა — სურთ, სამიზნე სეგმენტამდე მიიტანონ მთავარი სათქმელი - რამდენად მნიშვნელოვანია მდგრადი გარემო და ეკოლოგიაზე ზრუნვა, რაშიც "ვოლვოს" ამ მოდელების შეძენით, თითოეულ მათგანს დიდი წვლილის შეტანა შეუძლია.
გაგა კოხრეიძე: "ვოლვო ქარ საქართველო" მომხმარებელს, საქართველოს ბაზრისთვის, ახალ დამუხტვად ჰიბრიდებს სთავაზობს, რომლებიდანაც სრულ ელექტრომობილამდე, ერთი საფეხურია. მართალია, დაახლოებით, ორი წელია, ეს ავტომობილები შემოგვყავს, თუმცა, ოფიციალური წარდგენა არ გვქონია. ამიტომ, გადავწყვიტეთ ისინი საზოგადოებისთვის გაგვეცნო. კალკულაციაც კი გავაკეთეთ, რა მოცულობის CO-ს დაზოგავს, თუ მომხმარებელი, აირჩევს "ვოლვოს" ფლაგ ინ ჰიბრიდს და არა შიდა წვის ძრავიან მოდელს. გლობალურ ბაზარზე, "ვოლვოს" აქვს ამბიცია — 2025 წელს, ყველა გაყიდული ავტომობილიდან, 50% იყოს ელექტრო და მეორე 50% — დამუხტვადი ჰიბრიდი.
2030 წლისთვის კი სურს, რომ მის სრულ სამოდელო რიგს ელექტრომობილები შეადგენდნენ. ბრენდის გლობალური საკომუნიკაციო კამპანია სრულად მდგრად განვითარებასა და ეკოლოგიაზეა გადართული. ჩვენც გადავწყვიტეთ, ეს ტენდენცია გავაგრძელოთ და ფლაგ ინ ჰიბრიდული ავტომობილების გაყიდვებს შევუწყოთ ხელი. სწორედ ამ მიზანს და "ვოლვოს" გლობალური კომუნიკაციის ადგილობრივ ბაზარზე გაგრძელებას ემსახურება ჩვენი ახალი კამპანია".
კამპანიის იდეა და თემა მიმზიდველი აღმოჩნდა თავად ნიკა მაჩაიძისთვის. ამბობს, რომ მისთვის, როგორც ხელოვანისთვის, ეს კოლაბორაცია ახალი და საინტერესო იყო. ანიმაციაც და ზოგადად, ვიდეოც, რომელიმე ბრენდის კამპანიაზე მეტად, არტისტის შექმნილ დამოუკიდებელ ნამუშევარს უფრო მოგაგონებთ. „ვოლვოს“ სპეციფიკაც ეს არის - მისი კომუნიკაცია ყოველთვის ბუნებრივია და პირველ ადგილზე ხელოვანი და მისი შემოქმედებაა.
"მნიშვნელოვანია, რომ აქ საუბარია დამუხტვად ჰიბრიდულ ავტომობილებზე. ეს რომ მხოლოდ საწვავზე მომუშავე მანქანა ყოფილიყო, არ ჩავერთვებოდი კამპანიაში. გარდა ამისა, ჩემთვის, როგორც არტისტისთვის, ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მუშაობა, როცა მუსიკა და გამოსახულება სხვა ჩარჩოში იყო მოცემული. კომფორტული იყო უშუალოდ პროცესიც, - შეზღუდული არაფერში ვიყავი. მშვიდად ვმუშაობდი ჯერ მარტო, როდესაც ანიმაციას ვქმნიდი და შემდეგ უკვე იმ გუნდთან ერთად, ვინც ვიდეო გადაიღო, - ვფიქრობ კოლაბორაცია შედგა", — ამბობს ნიკა მაჩაიძე.
მთავარი პერსონაჟი და მთავარი არტისტი, რა თქმა უნდა, შემთხვევით არ შეურჩევიათ. ნიკა მაჩაიძე, როგორც ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი პიონერი საქართველოში, კამპანიის იდეასა და მთავარ სათქმელთან ასოცირდება. თიზერის გამოჩენისთანავე სოციალურ ქსელში აქტიურად წერდნენ, რომ ვიდეო ელექტრომობილებთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული. როგორც „ვოლვო ქარ საქართველოს“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი რუსუდან გრძელიძე ამბობს, ეს ნიშნავს, რომ ბრენდი სწორ გზას მიჰყვება.
სპეციალურად ამ კამპანიისთვის, ნიკა მაჩაიძემ ორი ახალი კომპოზიციაც შექმნა, რომელიც მალე Spotify-ზე განთავსება და ვინც „ვოლვოს“ ახალ დამუხტვად ჰიბრიდს შეიძენს, პლატფორმის წევრობასაც მიიღებს საჩუქრად, რომ ამ მუსიკასაც ყველაზე ხშირად უსმინოს.
რუსუდან გრძელიძე "ვოლვოს" კამპანიის დეტალებზე გვიყვება:
"ვოლვომ უკვე იცის, როგორი უნდა იყოს მისი წარმოება 2025 წელს, ნიკა მაჩაიძეს ვთხოვეთ, შეექმნა ანიმაცია, თუ როგორი წარმოუდგენია თბილისი 4 წლის შემდეგ. შედეგად მივიღეთ ძალიან ფერადი ვიზუალები, სადაც "ვოლვოს" ჰიბრიდი სხვადასხვა ღირსშესანიშნაობის ფონზე დედაქალაქის ქუჩებში მოძრაობს.
კამპანია უფრო მასშტაბური გახდება, — მაგალითად, გასაფერადებლებს, ეკო-მეგობრულ ფანქრებთან ერთად, საზოგადოებისათვის ცნობილ სახეებს გავუგზავნით და შევთავაზებთ, თავიანთი წარმოდგენით გააფერადონ, როგორი იქნება თბილისი 2025 წელს. იგივე ვიზუალი გავრცელდება სოციალურ მედიაში, რომ მეტმა ადამიანმა მიიღოს გზავნილი, რამდენად მნიშვნელოვანია მდგრადი განვითარება და ეკოლოგიაზე ზრუნვა, რასაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს დამუხტვადი ჰიბრიდული ავტომობილებით გადაადგილება."
რა მოლოდინები გაქვთ ამ კამპანიასთან დაკავშირებით?
რუსუდან გრძელიძე: "ეს კამპანია არის კონკრეტული სეგმენტისთვის: მათთვის, ვინც ირჩევს "ვოლვოს", ვისთვისაც მნიშვნელოვანია გარემოს დაცვა და ეკოლოგია, ჩვენს პლანეტაზე ზრუნვა. კამპანიის ვიდეოზე "სტოქტონმა" იმუშავა.
კოკა გოგოხია — "სტოქტონის" დამფუძნებელი:
„ვოლვოსთან თანამშრომლობა ყოველთვის ძალიან საინტერესოა, როგორც შინაარსობრივად, ასევე მათი სამუშაო მიდგომების გამო, რაც გულისხმობს მაქსიმალურ ნდობას და შემოქმედებით თავისუფლებას. სწორედ ამ გარემოებების წყალობით, გაჩნდა იდეა, სტანდარტული კოლაბორაციული ვიდეოს მაგივრად, ეს თანამშრომლობა გვექცია თანამედროვე ხელოვნების საგამოფენო გამოცდილებად. იდეის ავტორი კლიპის რეჟისორი გიორგი ზათიაშვილია და მასვე ეკუთვნის ამ საგამოფენო სივრცის ვიზუალური კონცეფციაც.
მსგავსი კამპანია ჩვენთვისაც პირველი იყო, რაც არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ ეს ვიდეო სრულიად განსხვავდება არა მხოლოდ ავტო-ინდუსტრიაში, არამედ მთლიანად სარეკლამო ბაზარზე არსებული სტანდარტისგან. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი, ეს პროექტი ცალსახად ყველაზე გამორჩეულია მთელი ჩვენი გუნდისთვის.“
"ვოლვო ქარ საქართველოს" კამპანია სტრიტ არტით დასრულდება, რომელიც თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე განთავსდება. კედელზე იგივე ანიმაცია და თბილისის ღირსშესანიშნაობები გადავა, რაც ნიკა მაჩაიძემ შექმნა.
-
უკრაინამ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორედ დაარტყა უკრაინამ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორედ დაარტყა
გადახედვა
-
ვინ იყო მარგარეტ ჰამილტონი — ინჟინერი, რომელმაც ადამიანი "მთვარეზე დასვა" ვინ იყო მარგარეტ ჰამილტონი — ინჟინერი, რომელმაც ადამიანი "მთვარეზე დასვა"
გადახედვა
-
ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა
გადახედვა
-
დაფინანსების შეწყვეტის გამო, პანკისის საგანმანათლებლო ცენტრები შენობებიდან გამოასახლეს დაფინანსების შეწყვეტის გამო, პანკისის საგანმანათლებლო ცენტრები შენობებიდან გამოასახლეს
გადახედვა
-
ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს
გადახედვა
-
რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება
-
მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ
გადახედვა
-
"პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო "პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო
გადახედვა
-
ისრაელის პრეზიდენტმა Flydubai-ის რეისზე გმირობისთვის ქართველ ექიმ შოთა მუსაევს სიმამაცის ჯილდო გადასცა ისრაელის პრეზიდენტმა Flydubai-ის რეისზე გმირობისთვის ქართველ ექიმ შოთა მუსაევს სიმამაცის ჯილდო გადასცა
გადახედვა
-
წლევანდელ ნობელიანტთა მეთოდმა შეიძლება უსინათლოებს მხედველობა ნაწილობრივ დაუბრუნოს წლევანდელ ნობელიანტთა მეთოდმა შეიძლება უსინათლოებს მხედველობა ნაწილობრივ დაუბრუნოს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული, წითელი ცირკულარით ძებნილი სომხეთის მოქალაქე დააკავეს თბილისში ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული, წითელი ცირკულარით ძებნილი სომხეთის მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია
-
როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე
გადახედვა
-
ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს
გადახედვა
-
გამოკითხვა: ვინაა ყველაზე დამსახურებული ნობელიანტი მწერალი ბოლო 10 წელიწადში? გამოკითხვა: ვინაა ყველაზე დამსახურებული ნობელიანტი მწერალი ბოლო 10 წელიწადში?
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი Aqualia iAgua Awards 2026-ზე წლის კომპანიად დასახელდა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი Aqualia iAgua Awards 2026-ზე წლის კომპანიად დასახელდა
-
ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ? ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ?
გადახედვა
-
თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
-
სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს? სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს?
გადახედვა
-
ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში
გადახედვა
კომენტარები