ომბუდსმენის თქმით, 18 იანვრის შემდეგ, მე-18 დაწესებულებაში რუსთავის ციხის არც ერთი სხვა პატიმარი არ შეუყვანიათ
ფოტო: Ombudsman
სახალხო დამცველის განცხადებით, 2021 წლის 18 იავნარს შემდეგ, მე-18 პენიტენციური დაწესებულებაში მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან არცერთი პატიმარი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გარდა, არ გადაუყვანიათ.
"აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის აპარატმა შეამოწმა N18 დაწესებულებაში პატიმართა შეყვანის შესახებ დოკუმენტაცია, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ამ დაწესებულებაში 2021 წლის 18 იანვრის შემდეგ დღემდე N12 პენიტენციური დაწესებულების არც ერთი სხვა პატიმარი, გარდა მიხეილ სააკაშვილისა, არ შეუყვანიათ. 2021 წლის 18 იანვრამდე ინფორმაცია ჯერ-ჯერობით უცნობია ღამის საათებში სპეციალურ არქივზე ხელმისაწვდომობის შეუძლებლობის გამო", — აცხადებს ომბუდსმენი.
მისივე თქმით, სააკაშვილი შიმშილობას აგრძელებს და არ იღებს სათანადო მედიკამენტებს, შიმშილობის პროცედურებისთვის აუცილებელ მინერალებსა და ვიტამინებს, ასევე, უარს აცხადებს სამედიცინო დახმარებაზე.
სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ მე-18 სამკურნალო დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს და აცხადებს, რომ დაწესებულებაში სააკაშვილის მოთავსება ცალსახად არღვევს სახელმწიფოს მიერ ადამიანის ღირსების პატივისცემის ვალდებულებას.
"შესაბამისად, სახალხო დამცველი მოუწოდებს იუსტიციის მინისტრს/პენიტენციურ სამსახურს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ იქნეს გადაყვანილი ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში", — ვკითხულობთ ომბუდსმენის განცხადებაში.
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისი და მისი ადვოკატების სურვილის საწინააღმდეგოდ რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის მე-18 დაწესებულების საავადმყოფოში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.
რუსთავის ციხიდან გამოსვლის შემდეგ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ ანალიზებზე დაყრდნობით კონსილიუმი ერთად ექსპრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობაზე შეთანხმდა.
გუშინ თავისუფლების მოედანზე სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა და მსვლელობით კანცელარიასთან გაგრძელდა, სადაც აქციის მონაწილეები მთელი ღამის განმავლობაში იყვნენ შეკრებილები.
-
ყალბი დოკუმენტებით 20 ტონაზე მეტი დაბალი შაქრიანობის ყურძნის ჩაბარების მცდელობისთვის ორ პირს ბრალი წარუდგინეს ყალბი დოკუმენტებით 20 ტონაზე მეტი დაბალი შაქრიანობის ყურძნის ჩაბარების მცდელობისთვის ორ პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
სურსათის ეროვნული სააგენტო: საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სურსათის ეროვნული სააგენტო: საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
რას ამბობს ბილ გეიტსი ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებსა და კაცობრიობის გადარჩენაზე რას ამბობს ბილ გეიტსი ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებსა და კაცობრიობის გადარჩენაზე
გადახედვა
-
DataIQ-მ მიხეილ ნადარეიშვილი მონაცემთა ანალიტიკისა და AI-ის მიმართულებით წლის ლიდერად დაასახელა DataIQ-მ მიხეილ ნადარეიშვილი მონაცემთა ანალიტიკისა და AI-ის მიმართულებით წლის ლიდერად დაასახელა
-
სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში დიპლომატიური წრის წარმომადგენლებს შეხვდა სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში დიპლომატიური წრის წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
-
ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან მორიგ წერილს აქვეყნებს ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან მორიგ წერილს აქვეყნებს
გადახედვა
-
უსაფრთხოების ხარვეზების გამო OpenAI ახალი მოდელის გამოშვებაზე უარს ამბობს უსაფრთხოების ხარვეზების გამო OpenAI ახალი მოდელის გამოშვებაზე უარს ამბობს
გადახედვა
-
ტრამპი სი ძინპინთან იარაღის გაყიდვაზე საუბარს უარყოფს ტრამპი სი ძინპინთან იარაღის გაყიდვაზე საუბარს უარყოფს
გადახედვა
-
"როსატომმა" სომხეთს სხვა ქვეყნების მონაწილეობით ახალი ატომური ელექტროსადგურის აშენება შესთავაზა "როსატომმა" სომხეთს სხვა ქვეყნების მონაწილეობით ახალი ატომური ელექტროსადგურის აშენება შესთავაზა
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: კალაძე არის თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული, მატყუარა და უპასუხისმგებლო მერი ირაკლი კუპრაძე: კალაძე არის თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული, მატყუარა და უპასუხისმგებლო მერი
გადახედვა
-
მაკრონი: კიევის მეცნიერებათა აკადემიის დაბომბვა რუსული რეჟიმის მტრული დამოკიდებულებაა მეცნიერების მიმართ მაკრონი: კიევის მეცნიერებათა აკადემიის დაბომბვა რუსული რეჟიმის მტრული დამოკიდებულებაა მეცნიერების მიმართ
გადახედვა
-
მუმია 4-ის გადასაღები მოედნიდან ახალი კადრები გავრცელდა — ნახეთ ფოტოები მუმია 4-ის გადასაღები მოედნიდან ახალი კადრები გავრცელდა — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ნორვეგია უკრაინიდან დეპორტირებული ბავშვებისა და ტყვეების დასახმარებლად €2.3 მილიონს გამოყოფს ნორვეგია უკრაინიდან დეპორტირებული ბავშვებისა და ტყვეების დასახმარებლად €2.3 მილიონს გამოყოფს
გადახედვა
-
შეიძლება ხელოვნური ინტელექტი ფილოსოფიური ზომბი იყოს? — როდესაც ქცევა ცნობიერებას არ ნიშნავს შეიძლება ხელოვნური ინტელექტი ფილოსოფიური ზომბი იყოს? — როდესაც ქცევა ცნობიერებას არ ნიშნავს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცნობ, რომელი ემოჯები გავაერთიანეთ? ქვიზი: გამოიცნობ, რომელი ემოჯები გავაერთიანეთ?
-
გიორგი ზვიადაძე: ქეთევან დედოფლის ისტორიის შეცვლის მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია გიორგი ზვიადაძე: ქეთევან დედოფლის ისტორიის შეცვლის მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია
გადახედვა
-
ტატა ხვედელიანი: "თქვენთვის ბიუჯეტიდან მოსაპარი ფული ყოველთვის მოიპოვება, თუმცა სასკოლო უფასო კვებისთვის — არა" ტატა ხვედელიანი: "თქვენთვის ბიუჯეტიდან მოსაპარი ფული ყოველთვის მოიპოვება, თუმცა სასკოლო უფასო კვებისთვის — არა"
გადახედვა
-
მონტენეგროში დააკავეს რუსეთ-ისრაელის მოქალაქე წყვილი — ამოიღეს €1 მლნ და სათვალთვალო მოწყობილობები მონტენეგროში დააკავეს რუსეთ-ისრაელის მოქალაქე წყვილი — ამოიღეს €1 მლნ და სათვალთვალო მოწყობილობები
გადახედვა
-
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სტუდია GARNAMATAC-მა ახალი საბავშვო ანიმაციური სერიალი — მარგო და კირა შექმნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სტუდია GARNAMATAC-მა ახალი საბავშვო ანიმაციური სერიალი — მარგო და კირა შექმნა
-
ზენონ იარაჯული: ხალხებს შორის დიალოგი არა ისტორიის ხელახლა დაწერით, არამედ სიმართლის პატივისცემით იწყება ზენონ იარაჯული: ხალხებს შორის დიალოგი არა ისტორიის ხელახლა დაწერით, არამედ სიმართლის პატივისცემით იწყება
გადახედვა
კომენტარები