ყეყეჩი, ტუტუცი, ტრაგიკომიკური პრემიერმინისტრი კბენს ხელს, რომელიც აჭმევს — სამადაშვილი ღარიბაშვილზე
დეპუტატი სალომე სამადაშვილი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ყეყეჩ, უვიც და ტრაგიკომიკურ ფიგურას უწოდებს. მისი თქმით, ღარიბაშვილი "იმ ხელს კბენს, რომელიც აჭმევს". ასე გამოეხმაურა სამადაშვილი ღარიბაშვილის ფრაზას — "ევროპარლამენტარი არ არი ჩემი უფროსი".
ღარიბაშვილმა ეს ფრაზა ვიოლა ფონ კრამონის საპასუხოდ თქვა, რომელმაც საქართველოს მთავრობა ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმის გამო გააკრიტიკა.
"პანდემიის მართვას რაც შეეხება, თუნდაც, აი, ის, ასე ვთქვათ, ძალიან მოკრძალებული შედეგები რაც გვაქ ვაქცინაციის და ა.შ. ეს არის დიდწილად დახმარების შედეგი და დღეს ყეყეჩი, უვიცი და ტრაგიკომიკური ფიგურა, რომელსაც ჰქვია საქართველოს პრემიერმინისტრი, გამოდის და შეიძლება ითქვას, რო, ასე ვთქვათ, აი, იმ ხელს კბენს, რომელიც აჭმევს, ფაქტიურად, აი, ამ მისი ხელისუფლებისგან გაუბედურებულ, გაღატაკებულ და ჩამოშლილ სახელმწიფოს", — განაცხადა სამადაშვილმა.
სამადაშვილის თქმით, ღარიბაშვილი დასავლეთს იგივე ენით ესაუბრება, როგორითაც რუსეთი. მან პრემიერმინისტრის განცხადებები დასავლეთზე თავდასხმად შეაფასა.
"როდესაც სანქციები დააწესა დასავლეთმა, გახსოვთ, რომ რუსეთმა გადაწყვიტა, რო საპირისპიროდ, საპირწონედ საკუთარი სანქციები შემოეღო. ოღონდ ეს საქართველოს შემთხვევაში სრულიად ტრაგიკომიკურად გამოიყურება იმიტომ, რომ მსურს, ყველას შევახსენო, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც დღეს არსებობს დასავლეთის დახმარების ხარჯზე. დასავლეთის დახმარების გარეშე ჩვენ გვემუქრება სიღატაკე კიდევ უფრო გაზრდილი, ეკონომიკა კიდევ უფრო ჩამოშლილი", — განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე უარის თქმის შესახებ განცხადება გუშინ, 31 აგვისტოს გააკეთა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ევროკავშირიც. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებითი შემსრულებლის, ჟულიენ კრამპის განცხადებით, პატივს სცემენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას, არ მიიღოს ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარება, თუმცა აქვე აღნიშნავენ, რომ საქართველომ მისი მიღების პირობები ვერ შეასრულა. ევროკავშირის განცხადებით, საქართველოსთვის გასაცემი დახმარება დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები