საქართველოს ბანკის ციფრული სერვისები და Global Finance-ის მორიგი აღიარება
გასული საუკუნიდან მოყოლებული ქართულმა საბანკო სექტორმა განვითარების საინტერესო პროცესი გაიარა. დღეს კი, ციფრული ტექნოლოგიების ერაში, ბანკები ახალი გამოწვევების წინაშე დგანან. აქ ინოვაციებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებათ. ახლა იგებს ის, ვინც მომხმარებელთა მოთხოვნას ადეკვატურად პასუხობს, ციფრული ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით მუდმივად ვითარდება და ამ მხრივ გაჩერებას არ აპირებს.
ციფრული ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით განვითარებისთვის მუდმივად მუშაობენ საქართველოს ბანკში, სადაც პანდემიის დროს დისტანციურ სერვისებზე გაზრდილი მოთხოვნის პარალელურად, გასული წლის მანძილზე მომხმარებელს მასზე მორგებული არაერთი ინოვაციური პროდუქტი თუ სერვისი შესთავაზეს.
ეს ყველაფერი არც საერთაშორისო გამოცემების ყურადღების მიღმა დარჩენილა. ახლახან Global Finance-მა საქართველოს ბანკს ჯილდო ციფრული მიმართულების 11 სხვადასხვა კატეგორიაში გადასცა. გამოცემამ ბანკი 2021 წელს საქართველოს მასშტაბით საუკეთესოდ ორ კატეგორიაში დაასახელა, ესენია:
გარდა ამისა, საქართველოს ბანკს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით 9 ქვეკატეგორიაში ერგო ჯილდო.
რატომ არის საქართველოს ბანკის ციფრული სერვისები საუკეთესო
ჯერ კიდევ 2019 წელს, საქართველოს ბანკმა 2020 წელი ინოვაციების წლად გამოაცხადა. თუმცა, კომპანიამ მომხმარებელს მანამდეც არაერთი ინოვაციური პროდუქტი შესთავაზა. სტატიის მომდევნო ნაწილში საქართველოს ბანკის მიერ ბოლო წლებში დანერგილი ციფრული პროდუქტებისა და სერვისების შესახებ გიყვებით.
2018 წელს, ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკმა სრულიად ახალი, ინოვაციური გადახდის მეთოდი — QR-გადახდები დანერგა და მალევე მომხმარებელს მარტივი და სწრაფი QR-განვადება შესთავაზა.
იმავე წელს საქართველოს ბანკი პირველი იყო რეგიონში, რომელმაც Open Banking-ის სტრატეგია წარადგინა. ღია ბანკინგი ყველა ბანკში არსებული ინფორმაციის როგორც გაზიარებას, ასევე, მასზე ხელმისაწვდომობას გულისხმობს. სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს ბანკმა პირველმა გამოუჩინა მომხმარებელს ყველა საბანკო ანგარიში ერთ სივრცეში — მობილბანკში.
2019 წელს საქართველოს ბანკმა მეტი კომფორტის შესაქმნელად მომხმარებელს გადახდის სრულყოფილი სისტემა Apple Pay წარუდგინა და Apple Wallet-ით თანხის გამოტანის შესაძლებლობა მისცა. ამასთან, ონლაინ გადახდების მიმართულებით ახალი, ინოვაციური პროდუქტი — iPay გახადა ხელმისაწვდომი.
საქართველოს ბანკის ინოვაციური მიდგომები ბიზნესის მხარდასაჭერად
2019 წელს ბანკმა ბიზნესისთვის ახალი ინტერნეტბანკი შექმნა და მთელ რეგიონში პირველად, მეტროში საპილოტედ ეგრეთ წოდებული Face Recognition-ით, იგივე "ღიმილით გადახდა" გახადა შესაძლებელი.
გარდა ამისა, ბანკმა ბიზნეს მომხმარებელს ინოვაციური პროდუქტი, "ჭკვიანი პოსტერმინალი" შესთავაზა, რომელიც ორი სხვადასხვა აპარატის — პოსტერმინალისა და სალარო აპარატის ფუნქციებს აერთიანებს. ასევე, მომხმარებლის ინტერესების დაკმაყოფილებისა და ინოვაციური, პერსონალიზებული ციფრული ბანკინგის განვითარების მიზნით, "პერსონალური ფინანსური მენეჯერი" (PFM) შექმნა.
პირველად საქართველოში, საქართველოს ბანკმა ანდროიდ სისტემაზე მომუშავე ტელეფონი გადახდის ტერმინალად აქცია. ეგრეთ წოდებული "გატერმინალების" მეშვეობით, მომხმარებლისთვის შესაძლებელი გახდა გადახდის განხორციელება ისეთ ადგილებშიც კი, სადაც მანამდე მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორება ხდებოდა. ხოლო მეწარმეებისა და ბიზნესის წარმომადგენლებისთვის კიდევ უფრო მოსახერხებელი და მარტივი გახდა გადახდების მიღება, რაც, ბუნებრივია, აისახა გაყიდვებზე და ბიზნესის წარმატებაზე.
საქართველოს ბანკი პირველი იყო, რომელმაც კვების ობიექტებში, იქნება ეს კაფე, ბარი თუ რესტორანი, უნაღდო ანგარიშსწორებით ეგრეთ წოდებული "თიფის", იგივე "სამადლობლის" დატოვება გახადა ხელმისაწვდომი, ხოლო კიდევ უფრო მეტი კომფორტისთვის, მომხმარებელს ტერმინალით განაღდების შესაძლებლობაც შესთავაზა.
ბანკმა ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, 2020 წელს დისტანციურ არხებში სხვა მრავალი სიახლეც დანერგა: ბიზნეს მომხმარებელს საქმიანობის გამარტივების მიზნით ახალი, ინოვაციური, თანხის მიმღები აპარატი — cashbox-ი შესთავაზა. იურიდიული პირებისთვის ანგარიშის გახსნა ონლაინ გახადა შესაძლებელი და მომხმარებელს ფაქტორინგი ციფრულ ეკოსისტემაში შესთავაზა. ფაქტორინგი ინვოისების საფუძველზე დაფინანსების მიღებას გულისხმობს, ამისათვის არ მოითხოვება დამატებითი უზრუნველყოფა და თანხა გაიცემა მაშინაც კი, როცა მომხმარებელს საკრედიტო ლიმიტი ამოწურული აქვს.
აღსანიშნავია, რომ ბანკმა ბიზნესის კიდევ უფრო მარტივად სამართავად მომხმარებლებს ბიზნესის ფინანსური მენეჯერის მოდული შესთავაზა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახადა ერთ სივრცეში ბიზნესის ფინანსური ანალიტიკის ნახვა.
თანამედროვე ტექნოლოგიები მომხმარებელთა კომფორტისთვის
გასულ წელს საქართველოს ბანკმა მობილ და ინტერნეტბანკის ონლაინაქტივაცია უზრუნველყო და "ჩატის" ფუნქცია დაამატა. ამასთან, ბანკმა ეგრეთ წოდებული ცენტრალური ავტორიზაციის სისტემა (SSO) დანერგა, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ბანკის მომხმარებლისათვის ბანკის ნებისმიერ ციფრულ არხში ერთი იუზერითა და პასვორდით გახდა შესვლა შესაძლებელი, მათ შორის ბიზნეს მობილბანკში.
საქართველოს ბანკში აღნიშნავენ, რომ მათ პირველებმა შექმნეს ციფრული ბარათი და ასევე პირველებმა შესთავაზეს მომხმარებელს მობილბანკში თანხის გაყოფისა და მოთხოვნის ინოვაციური ფუნქციონალი.
მიმდინარე წელს კი, ბანკმა სესხის განაცხადის შევსების და ლიმიტის დამტკიცების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა. მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცა რამდენიმე წუთში, მობილბანკში, ინტერნეტბანკსა და ვებგვერდზე — bog.ge გაეგო რა შესაძლებლობები აქვს საკრედიტო ჭრილით ნებისმიერ პროდუქტზე (სამომხმარებლო სესხი, იპოთეკურ სესხი, განვადება, საკრედიტო ბარათი) და სურვილის შემთხვევაში, თავადვე გაეაქტიურებინა შესაბამისი საბანკო პროდუქტი ონლაინ.
ბანკმა ონლაინ განვადებაც დანერგა, რამაც მომხმარებელს შესაძლებლობა მისცა მარტივად, ვებგვერდის დატოვების გარეშე, განვადებით შეეძინა სასურველი ნივთი.
საქართველოს ბანკში იმასაც ამბობენ, რომ აქ გაჩერებას არ აპირებენ და აგრძელებენ როგორც უკვე არსებული პროდუქტებისა და სერვისების დახვეწას, ასევე ინოვაციების დანერგვას, რათა მომხმარებლისთვის მეტი ინოვაციური შესაძლებლობა გახდეს ხელმისაწვდომი.
კომენტარები