ნახეთ ვიდეო: ჟურნალისტმა ეგზოჩონჩხი გამოსცადა და მისთვის შეუძლებელი შეძლო
Wired ახალ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჟურნალისტ ბრენტ როუზის მიერ სან-ფრანცისკოში არსებული კომპანიის, Roam Robotics-ის მიერ დამზადებული ეგზოჩონჩხის გამოცდაა ასახული.
აქვე როუზი განმარტავს, რომ მუხლებთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, თუმცა ვიდეოში ვხედავთ, თუ როგორ აჰყავს კიბეზე პროდიუსერი სახანძრო მანერით, როდესაც Roam-ის მუხლის სამაგრ Forge-ს იყენებს და დაღლილობაც დიდად არ ეტყობა, რაც ტექნოლოგიური განვითარების არაჩვეულებრივ გამოხატულებად შეგვიძლია მივიჩნიოთ, პოტენციურ წინსვლაზე რომ არაფერი ვთქვათ.
როუზმა მაღალი პლატფორმიდან დაახლოებით 23 კილოგრამიანი ტვირთით გადმოხტომა შეძლო და განაცხადა კიდეც, რომ დარტყმის ძალა რომ ეგზოჩონჩხს ასე არ შეესუსტებინა, რამდენიმეთვიანი ფიზიკური თერაპიაც დასჭირდებოდა.
ასევე იხილეთ: ნახეთ: ინჟინერმა ეგზოჩონჩხი შექმნა, რომელიც მის შვილს სიარულის შესაძლებლობას აძლევს.
ტესტის მიზანი იმ ზემოქმედების სიმულირება იყო, რომელსაც სხეული ღია ზღვაში განიცდის, სწრაფმავალ მოტორიან ნავში ყოფნისას — გამოცდილების, რომელიც, შესაძლოა, მიზიდულობის ძალების უხეშ მოქმედებასაც მოიცავდეს.
აღსანიშნავია, რომ მოწყობილობას თავისი შეზღუდვებიც გააჩნია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მისთვის განკუთვნილი მიზნებით არ იყენებენ — მიუხედავად ტექნოლოგიის შთამბეჭდავი ბუნებისა, Forge-ის საშუალებით როუზმა დიდ სიმაღლეზე ახტომა და კალათში ბურთის ასე ჩაგდება ვერ მოახერხა:
"შევცდი, როცა მჯეროდა, რომ ფრენას შევძლებდი და ახლა იდიოტად ვგრძნობ თავს", — განაცხადა იმედგაცრუებულმა როუზმა ვიდეოში.
კომენტარები