ოკეანის დინებათა სისტემა მოშლის ზღვარზეა — ეს ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში ხანგრძლივ ყინვებს გამოიწვევს
კლიმატური ცვლილებების გამო ჩრდილოეთ ნახევარსფეროში შესაძლოა ხანგრძლივი ყინვები დაიწყოს.
The Washington Post reports-ის მოხსენებით, მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ მთავარი სისტემა, რომელიც ოკეანურ დინებებს მართავს, მოშლის უკიდურეს ზღვარზეა, რასაც უმეტესწილად, ადამიანისაგან გამოწვეული კლიმატის ცვლილებები განაპირობებს. მოვლენამ შესაძლოა ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ყინვების ტალღა გამოიწვიოს.
"ატლანტიკის მერიდიანული ცირკულაციის" (AMOC) სისტემა მსოფლიო ოკეანეთა ფუნქციონირების სასიცოცხლო ნაწილია, რომელიც თბილ, ბევრად მკვრივ ზღვის წყალს ტროპიკებიდან ჩრდილოეთ ევროპამდე მიაქანებს, სადაც იგი ცივდება და უკან, ოკეანის ფსკერზე გრძელ გზას გადის.
გერმანიის პოტსდამის კლიმატზე ზემოქმედების კვლევის ინსტიტუტის ახალ კვლევაზე დაყრდნობით, რომელიც გუშინ ჟურნალ Nature Climate Change-ში გამოქვეყნდა, სისტემა მოშლისაგან სულ უფრო და უფრო დაუცველი ხდება.
კვლევა გამაფრთხილებელი ნიშანია იმისა, რომ კლიმატურ ცვლილებათა ძლიერ ზემოქმედებას მალე შესაძლოა ახალი, ძალიან სერიოზული შედეგები მოჰყვეს.
პოტსდამის ინსტიტუტის მკვლევარმა, ნიკლას ბურსმა საუკუნეების მანძილზე არსებული მონაცემები შეისწავლა ზღვის დონისა და ტემპერატურის შესახებ და "მნიშვნელოვანი ადრეული გამაფრთხილებელი ნიშნები" აღმოაჩინა იმის შესახებ, რომ "AMOC-ი შესაძლოა შედარებით სტაბილური მდგომარეობიდან კრიტიკულ გადასვლას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა".
AMOC-ის გამორთვის შემთხვევაში — მეცნიერებზე დაყრდნობით, სისტემა ცირკულაციაში ან არის, ან არა — ყველაზე ცუდ ვარიანტში, ევროპის დიდი და ჩრდილოეთ ამერიკის ზოგიერთი ნაწილი შესაძლოა ექსტრემალური სიცივის ხანგრძლივ პერიოდში გადაეშვას, აწეული ზღვის დონეები კი შეერთებული შტატების აღმოსავლეთ ნაპირამდე გავრცელდეს.
"შემაშფოთებელი პერსპექტივაა. ერთგვაროვანი დაქვეითების ნაცვლად, კრიტიკულ ზღურბლს ვუახლოვდებით, რომლის მიღმაც შესაძლოა ცირკულაციის სისტემა მოიშალოს", — ხსნის ბოიერი პრესრელიზში.
მტკნარი წყლის რესურსთა გახშირებული დნობა უკვე ემატება სხვა მავნე ეფექტებს, რაც კიდევ უფრო ართულებს გაციებული და ნაკლებად მარილიანი წყლის ჩაძირვას ოკეანის ფსკერზე, რადგან იგი მეტად ტივტივებს წყლის ზედაპირზე. ბურსის განცხადებით, ტენდენცია მისთვის მეტად მოულოდნელი აღმოჩნდა.
ბოლოს, როდესაც AMOC-ი მოიშალა, ჯერ კიდევ გამყინვარების უკანასკნელი პერიოდი იყო, დაახლოებით 12 ათასი წლის წინ, რაც უზარმაზარი ყინულოვანი ტბის დნობამ გამოიწვია, ექსტრემალური სიცივის პერიოდმა ევროპაში კი თითქმის ათასწლეულის განმავლობაში გასტანა.
ჩვენთვის ცნობილია, რომ AMOC-ის შესუსტებას ზღვის ტემპერატურას ამაღლება იწვევს, რაც ადამიანის ქმედებებიდან და სათბურის აირების ზრდიდან გამომდინარეობს.
"დიდი ალბათობით, კრიტიკული ზღურბლი იმაზე ბევრად ახლოსაა, ვიდრე ველოდით", — განუცხადა Post-ს ბურსმა.
AMOC-ის შენელება გოლფსტრიმის დაგვიანებას უკვე იწვევს, რაც შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ ზღვის დონეებს ამაღლებს და თევზთა პოპულაციებს წყვეტს.
ჩვენთვის უცნობია, როდის დაგროვდება საკმარისი სათბურის აირი იმისათვის, რომ AMOC-ის ჩამოშლა გამოიწვიოს. 2016 წლის კვლევაზე დაყრდნობით, AMOC-ი შესაძლოა 2300 წლისთვის ჩამოიქცეს, თუ მანამდე მნიშვნელოვანი ძალისხმევა არ დაეთმობა სათბურის გამოყოფის აღმოფხვრას.
"დაუშვებელია ამ მოვლენის განვითარება და ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რათა სათბურის აირის გამოყოფა რაც შეიძლება სწრაფად შემცირდეს", — განუცხადა მან ჟურნალს — "ამ სისტემასთან საქმის გაფუჭება არ ღირს", — დასძინა მან.
კომენტარები