როგორ მოჰყავთ ხელოვნური წვიმა დუბაიში — "წვიმის დრონები" და "მოპარული" ნალექები
მეთოდმა შუა აღმოსავლეთი შესაძლოა კლიმატური კრიზისის დამანგრეველი საფრთხისგან იხსნას.
რეკორდულად მაღალი ტემპერატურით გამორჩეულ წელს არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა (UAE) სიცხესთან გასამკლავებლად შესაბამის ტექნოლოგიებს მიმართა. Business Insider-ის მოხსენების თანახმად, დუბაიში ტემპერატურა 48 გრადუსამდე აღწევს, მეცნიერები კი წვიმის გამოსაწვევად სპეციალურ ტექნიკას იყენებენ.
კონკრეტულად, დუბაი დრონებს იყენებს, რომელიც ღრუბლებში ფრინდება, სადაც წვიმისათვის ბიძგის მისაცემად ელექტრობას გამოყოფს, რაც ტემპერატურას ამცირებს და ქალაქს ესოდენ საჭირო წყლის რესურსით უზრუნველყოფს.
ტექნიკა, რომელიც "ღრუბლის დათესვის" ფორმას წარმოადგენს, UAE-ის 15 მილიონ დოლარიანი პროექტის ფარგლებში დაიგეგმა, რათა ქვეყანაში ნალექთა წლიური რაოდენობა ხელოვნურად გაეზარდათ.
ასევე იხილეთ: დუბაი 50 გრადუსიან სიცხესთან გასამკლავებლად ხელოვნურ წვიმას იყენებს — ვიდეო
ღრუბლის დათესვის სპეციალური ტექნოლოგია რიდინგის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შექმნეს დუბაისთვის, რათა UAE-ის ძლიერი ღრუბლიანობა სასარგებლოდ გამოეყენებინათ, რეგიონში ნალექების სიმცირისდა მიუხედავად.
უპილოტო თვითმფრინავის (UAV), იგივე სამხედრო დრონის გამოყენებით, ელექტრობის იმპულსები ღრუბლებში შეიტყორცნება, რათა ღრუბლებში წყლის წვეთები ერთმანეთს მიეკრას ისე, როგორც "მშრალი თმა სავარცხელს", პროექტზე მომუშავე პროფესორის, მარტენ ამბაუმის შედარებით.
"როდესაც წვეთები გაერთიანდება და ზომაში საკმარისად მოიმატებს, ისინი წვიმის სახით ჩამოდინდება", — განუცხადა მან BBC-ს მარტში.
ოჰაიოს ისტორიულ ცენტრზე დაყრდნობით, ღრუბლის დათესვა წარმატებით პირველად 1923 წელს განხორციელდა მაკქუქის ველზე დეიტონში, ოჰაიოში, კორნელის უნივერსიტეტის ვ.დ. ბანკროფტის დამსახურებით, რომელიც ღრუბლებში შეფრინდა და "ნალექების წარმოსაქმნელად სხვადასხვაგვარი ქიმიური ნაერთები გამოიყენა".
ღრუბლების დათესვაში ფრიად სადავო საკითხი ისაა, რომ წვიმას სხვა რეგიონებიდან ითვისებს. ტექნოლოგია წვიმას არ "ქმნის", სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, არამედ კონკრეტული რეგიონის თავზე აერთებს წყლის წვეთებს, რომელიც სხვა დროს სადმე სხვაგან კონდენსირდებოდა, რაც ნიშნავს, რომ თუ დუბაიში იწვიმებს, მომიჯნავე არეალებში ნალექები შემცირდება.
UAE მიწაზე ჩამოსული წვიმის ხელახლა გამოყენების მეთოდებზეც მუშაობს, ნაცვლად ნების დართვისა, რომ დუბაის მშრალ ატმოსფეროში ხელახლა აორთქლდეს. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მუშაობა დაწყებულია, რათა ღრუბლის დათესვის ტექნოლოგია განზრახული წესით იქნას გამოყენებული, რომლის საშუალებითაც UAE-ის 130 კაშხალზე მეტ ნალექს ვიხილავთ. ასე რაც შეიძლება ცოტა წყალი გაიფლანგება, თუმცა მომავალში მოსაზღვრე რეგიონებმა შესაძლოა პრობლემა შექმნან იმის გამო, რომ ქვეყანა ეფექტურად იმარაგებს ადგილობრივ ნალექებს.
წვიმის დრონებამდე UAE უკვე ავრცელებდა წინასწარ ინფორმაციას ნალექწარმოქმნის, ღრუბლის დათესვის სხვა ფორმის წასაქეზებლად. ეს ყველაფერი ქვეყანას დაეხმარება, მომავალ წლებში ნალექის სიმცირესთან დაკავშირებული საკითხები მართოს. მაქს პლანკის ინსტიტუტმა ახლახან გაგვაფრთხილა, რომ შუა აღმოსავლეთის დიდი ნაწილი კლიმატური ცვლილებების გამო 2050 წლისთვის საცხოვრებლად გამოუსადეგარი გახდება. UAE-ში უკვე ფიქსირდება 10 სანტიმეტრზე ნაკლები ნალექი წლიურად, რაც მიანიშნებს, რომ იგი შემაშფოთებელ ტენდენციასთან იბრძვის.
კომენტარები