"მიზანმიმართული სანქციების დროა" — ვაშინტგონში ქართული ოცნების გადაწყვეტილებას აფასებენ
ფოტო: On.ge
"ევროკავშირი შეურაცხყოფილი უნდა იყოს იმით, რომ ქართულ ოცნებასთან მოლაპარაკებაში დრო დაკარგა. ახლა მიზანმიმართული სანქციების დროა, რათა ქართული ოცნების წევრები მიხვდნენ, რომ უკვე საკმარისია", — ასე აფასებს ამერიკის ხმასთან ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, დევიდ კრამერი მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას დატოვოს 19 აპრილის შეთანხმება.
კრამერი თვლის, რომ პოლიტიკურ კრიზისზე, რომელიც ქვეყანაში უკვე წელიწადზე მეტია გრძელდება, სრული პასუხისმგებლობა ქართულ ოცნებასა და პრემიერ ღარიბაშვილს ეკისრებათ.
"პრემიერი უნდა გადამდგარიყო, მაგრამ ამის ნაცვლად, ის რჩება და პოლიტიკურ სიტუაციას აუარესებს. პარალელურად საპარლამენტო კომისიამ, რომელიც გასული შემოდგომის არჩევნებს იძიებს, დაასკვნა, რომ ყველაფერი კარგადაა. ძალაუფლებაში მყოფმა მთავრობამ, რომელმაც კოალიციის გარეშე მიიღო საკმარისი ხმები, თავადვე გამოიძია არჩევნების საქმე და დაადგინა, რომ მთავრობაში მყოფმა ძალამ სამართლიანად მოიგო. ქართული ოცნება არსებულ სიტუაციას დასცინის.
წარსულში, შეიძლებოდა, რომ კრიზისის არსებობაში ბრალის ნაწილი ოპოზიციაზეც გაგვენაწილებინა და გვეთქვა, რომ ისინი პარლამენტში უნდა შესულიყვნენ. თუმცა, ახლა, მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება პრემიერს, ქართულ ოცნებასა და ბატონ ივანიშვილს, — ამბობს კრამერი.
ქართულმა ოცნებამ დღეს, ოპოზიციასთან დადებული შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის ლიდერებმა, შეთანხმებაზე ხელის მოწერიდან 100 დღის შემდეგ, ერთობლივი განცხადება პარტიის ოფისში გააკეთეს და თქვეს, რომ შარლ მიშელის შეთანხმებას ტოვებენ.
ამ გადაწყვტილებას დევიდ კრამერის მსგავსად, ლუის ნავაროც არ იწონებს და ფიქრობს, რომ ქვეყანაში განგრძობითი კრიზისია შექმნილი და ამაში დიდი წილი პასუხისმგებლობა, სწორედ საქართველოს მთავრობას ეკისრება.
"საქართველოს პოლიტიკურმა კლასმა არაერთხელ გვაჩვენა, რომ მათ სჯერათ, რომ შეუძლიათ თავი მოგვაჩვენონ, თითქოს, ევროინტეგრაცია სურთ, ამავდროულად კი არანაირი ძალისხმევა არ გასწიონ იმ აუცილებელი დემოკრატიული რეფორმების გასატარებლად, რაც ამ მიზნის მისაღწევადაა საჭირო. როგორც ყოველთვის, პასუხისმგებლობის დიდი ნაწილი მთავრობას ეკისრება. ამერიკის საელჩომ, ცოტა ხნის წინ, გააკრიტიკა ქართული ოცნების ჩავარდნა იმასთან დაკავშირებით, რომ გაეტარებინათ მართლმსაჯულების რეფორმა, რომელიც შესაბამისი უნდა ყოფილიყო ევროკავშირის მოთხოვნებთან..." ამბობს ნავარო.
ნავარო, რომელიც საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის მიმოხილველია, თვლის, რომ რეალურად ქართული ოცნებისთვის დემოკრატია ღირებულებას არ წარმოადგენს და ამ ფასადს ის თავისი პოლიტიკურ ოპონენტებთან საბრძოლველად იყენებს.
"სინამდვილეში, ქართული ოცნების დემოკრატიისადმი ერთგულება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, მედიის და სამოქალაქო საზოგადოების გაქრობით განისაზრვრება, რომლებსაც მთავრობა ენმ-ს სატელიტებად მოიხსენებს. ეს სრულიად აღმაშოთებელია", — ამბობს ნავარო.
დღესვე, ქართული ოცნების განცხადების გაჟღერების შემდეგ, ოპოზიციის ნაწილმა პარლამენტის დატოვებაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკიტირებაზე დაიწყო საუბარი. კრამერისგან განსხვავებით, რომელიც ახლანდელ სიტუაციაზე სრულ პასუხისმგებლობას მხოლოდ მართველ პარტიას აკისრებს, ნავარო თვლის, რომ თავისი წილი პასუხისმგებლობა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობაც უნდა იგრძნოს.
"მორჩილება, რომელიც ენმ-მ აჩვენა მიშა სააკაშვილის მიმართ, ბოიკოტისა და შეთანხმებაზე ხელის არ მოწერის სახით, ასევე, კარგად აჩვენებს მათ ნამდვილ სურვილებს ევროკავშირთან ინტეგრაციაზე. მაშინ, როდესაც უფრო პატარა ოპოზიციურ პარტიებს ახლა შეუძლიათ გაამართლონ პარლამენტის დატოვება იმ მიზეზით, რომ ქართულმა ოცნებამ არ შეასრულა შეთანხმება, იგივეს გაკეთება ენმს აღარ შეუძლია", — ამბობს ნავარო.
კრამერიც და ნავაროც თვლიან, რომ "სამწუხაროდ და განმეორებით, ხდება ქართველი ხალხის არჩევანის საბოტაჟი მათივე არჩეული ლიდერების მიერ, რომლებიც ასეთი ჩავარდნების საფასურს საქართველოს დემოკრატიისა და ევროინტეგრაციის ხარჯზე გადაიხდიან". დევიდ კარმერი ამერიკის ხმასთან საუბრის დროს ამბობს, რომ "თუ საქართველოს კიდევ აქვს დემოკრატიულ გზაზე დაბრუნების იმედი, პრემიერი უნდა გადადგეს".
ამერიკის ყოფილ ელჩს საქართველოში, კენეტ იალოვიცს, საქართველოში მიმდინარე მოვლენები ბელარუსს ახსენებს და შიშობს, რომ თუ ქვეყანა ასე გააგრძელებს, მაშინ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ბედის გაზიარების შანსებს გაზრდის. "უბრალოდ, შეხედეთ ბელარუსს, რათა მიხვდეთ, რომელ გზაზე სიარული არ გინდათ", — ამბობს იალოვიცი.
ამერიკელი დიპლომატი შიშობს, რომ საქართველო თავისი ყველაზე ძვირფასი მონაპოვრის, თავისუფლებისა და დემოკრატიის, დაკარგვას რისკავს: "ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვიატლანა ციხანუსკაია ახლა ამერიკაშია და ცდილობს მიიღოს მხარდაჭერა პოპულარული მოძრაობისთვის, რომელიც თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ითხოვს და ლუკაშნეკოს რეჟიმის დასრულებას ცდილობს... ამის პარალელურად, წავიკითხე ახალი ამბები საქართველოში არსებული ბოლო პოლიტიკური კრიზისის შესახებ, რაც ქვეყნის მმართველობის პარალიზების საფრთხეს ქმნის. მე არ შემიძლია საკმარისად ზუსტად გადმოგცეთ ჩემი და საქართველის მრავალი ამერიკელი მეგობრის შეშფოთება იმის შესახებ, რომ დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის მშენებლობის ეს შესანიშნავი საჩუქარი გაქრობის საფრთხის წინაშეა".
ყოფილი დიპლომატი, რომელიც კარგად იცნობს ქართულ პოლიტიკას და წლების განმავლობაში ქართველ პოლიტიკოსებთან ერთად მუშაობდა, ურჩევს ყველა მხარეს აღადგინონ ის შეთანხმება, რომელიც ასე მნიშვნელოვანი იყო ქვეყნაში არსებული კრიზისის განსამუხტად.
"ჩვენ, ამერიკაში თავადაც გვაქვს პოლარიზაციისა და პოლიტიკური გადატვირთვის მხრივ პრობლემები და ყველაფერზე პასუხი არ გაგვაჩნია. თუმცა, ორივე მხარეს მტკიცედ მოვუწოდებ, საქართველოს საკეთილდღეოდ და დემოკრატიის მომავლისთვის მიშელის შეთანხმების იმპლემენტაცია განაგრძონ", — ამბობს იალოვიცი.
ქართული ოცნების ლიდერმა პრესკონფერენციაზე უცხოელ პარტნიორებს უსაყვედურა, კოლეგები ოპოზიციიდან კი კრიმინალებად მოიხსენია. ირაკლი კობახიძის განცხადებით ქართული ოცნება დოკუმენტის გარეშეც გააგრძელებს მასში არსებული პუნქტების შესრულებას. თუმცა დეტალები იმის შესახებ, როგორ აპირებს მმართველი პარტია ამ პირობის შესრულებას, ჯერ უცნობია.
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში
-
სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა
გადახედვა
-
"ჩემთვის ჩინურია" — როგორ ამბობენ ამ ფრაზას სხვადასხვა ენაზე "ჩემთვის ჩინურია" — როგორ ამბობენ ამ ფრაზას სხვადასხვა ენაზე
გადახედვა
-
ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს
გადახედვა
-
TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა? TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა?
გადახედვა
-
მას უბრალოდ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა სურს — მეი მასკი ილონის მიმართ კრიტიკას პასუხობს მას უბრალოდ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა სურს — მეი მასკი ილონის მიმართ კრიტიკას პასუხობს
გადახედვა
-
ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით 5 უცხოელი დააკავეს ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით 5 უცხოელი დააკავეს
გადახედვა
-
გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს — საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს — საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია
-
უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
-
"სარაჯიშვილისა" და "ასკანელის" უკანონო დამზადების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს "სარაჯიშვილისა" და "ასკანელის" უკანონო დამზადების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
OpenAI-მ GPT-6 Sol და Luna წარადგინა — ახალი მოდელები უფრო იაფია და ნაკლებ შეცდომას უშვებს OpenAI-მ GPT-6 Sol და Luna წარადგინა — ახალი მოდელები უფრო იაფია და ნაკლებ შეცდომას უშვებს
გადახედვა
კომენტარები