ქართველი მოგზაურის თვალით დანახული საოცარი აფრიკა — 15 მომნუსხველი ფოტო
შორეულ აფრიკაში მოგზაურობა, უცხო კულტურისა და ტრადიციების აღმოჩენა და მრავალფეროვანი ფაუნით ტკბობა ნამდვილად საოცნებო თავგადასავალია. ეს ოცნება ქართველმა ბლოგერმა და მოგზაურმა სოსო ნებიერიძემ აიხდინა, რომელიც ჯადოსნური მოგზაურობის ისტორიებს გამომწერებს Facebook გვერდზე Soso Around The World და ინსტაგრამზე უზიარებს.
"აფრიკაში მოგზაურობაზე დიდი ხანია ვოცნებობდი, თუმცა ხან რა მაფერხებდა და ხან — რა. გამომდინარე იქიდან, რომ ბლოგერი ვარ, ვეცადე ძალიან საინტერესო კონტენტი შემეთავაზებინა ჩემი გამომწერებისთვის, ამიტომაც საბოლოოდ მოვაბი თავი, დავგგეგმე ყველაფერი, ქვეყანა კენია შევარჩიე და გავემგზავრე", — ამბობს სოსო ნებიერიძე.
ფოტო: Soso Nebieridze / Soso Around The World
ფოტო: Soso Nebieridze / Soso Around The World
ფოტო: Soso Nebieridze / Soso Around The World
მიუხედავად იმისა, რომ 44 ქვეყანაშია ნამყოფი, თვლის, რომ 6-დღიანი საფარი ტური მისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დაუვიწყარი გამოცდილებაა.
"მსგავსი ემოციური სიამოვნება არსად არ მიმიღია. ეს იყო ყველაზე განსხვავებული და ეგზოტიკური მოგზაურობა. საოცრებაა იმის ნახვა, თუ როგორ ლაღად და თავისუფლად ცხოვრობს ათასობით ცხოველი. იმდენად თავისუფლები არიან, შეიძლება შეგშურდეს კიდეც ადამიანს მათი. მათი ხილვა ზოოპარკში და მათი ხილვა თავიანთ სამყაროში ისე განახვავდება ერთმანეთისგან, როგორც — ცა და დედამიწა", — აღნიშნავს სოსო.
ფოტო: Soso Nebieridze / Soso Around The World
ფოტო: Soso Nebieridze / Soso Around The World
ფოტო: Soso Nebieridze / Soso Around The World
სოსომ ფოტოების გადაღების პროცესზეც გვიამბო. მისი თქმით, ხშირად ცხოველები ძალიან შორს არიან, რაც მათ გადაღებას ართულებს, თუმცა ხანდახან ახლოსაც მოდიან და შედეგად მსგავს საოცარ ფოტოებს ვიღებთ:
ფოტო: Soso Nebieridze / Soso Around The World
ფოტო: Soso Nebieridze / Soso Around The World
ფოტო: Soso Nebieridze / Soso Around The World
"ძალიან რთულია მტაცებლის ნახვა და მითუმეტეს — გადაღება. როცა მტაცებელი გამოჩნდება, რაციით გადასცემენ გიდებს და ყველა იქ იყრის თავს. ამის გამო შესაძლოა, ცუდ პოზიციაში აღმოჩნდე და ვერ გადაიღო. ჩვენ ძალიან გაგვიმართლა ამ კუთხით. სამი დღე დავეძებდით მამრ ლომს უშედეგოდ და ბოლო დღეს, დილით ძალიან ადრე შევძელით მისი ნახვა, თან ისე, რომ ჩვენ გარდა მხოლოდ ორი მანქანა იყო იქ. ეს ძებნის პროცესი ერთგვარი აზარტიცაა და როცა მიზანს აღწევ, ათმაგად ბედნიერი ხარ", — ამბობს სოსო.
ფოტო: Soso Nebieridze / Soso Around The World
ფოტო: Soso Nebieridze / Soso Around The World
ფოტო: Soso Nebieridze / Soso Around The World
სოსო სამომავლო გეგმებზეც გვესაუბრა. მისი თქმით, გაჩერებას არ აპირებს და უნდა, რომ კიდევ უფრო საინტერესო და შორეული ადგილები მოინახულოს, შემდეგ კი ისინი საკუთარ გამომწერებს გააცნოს.
კომენტარები