რენტგენი, ტროლი, ბუდე — მალე ახალი Emoji-ების დამატება იგეგმება
17 ივლისს, მსოფლიო Emoji-ის დღესთან დაკავშირებით, გუგლისა და ეფლის მიერ შექმნილმა არაკომერციულმა კომპანიამ Unicode Consortium, რომელიც emoji-ებისათვის კოდებსა და ნახაზებს ქმნის, დასამატებელ სტიკერთა ესკიზები გამოაქვეყნა.
ბოლო წლებში emoji-ები საკმაოდ მრავალფეროვანი გახდა, ახლა კი მეტად გენდერ-ინკლუზიური ვარიანტების ხილვაც შეგვეძლება, მათ შორის ტრანსგენდერ და არაბინარულ პირთა ფეხმძიმობისაც:
ხელის ჩამორთმევისა და სხვა კონკრეტული ჟესტების შემთხვევაში, მრავალფეროვნება კანის ფერშიც შეიმჩნევა:
ამავდროულად, სახის სტანდარტულ ესკიზებსაც ვხვდებით. მათ შორისაა დამდნარი სახე, რომელიც, ალბათ, თქვენთვისაც ძალიან ნაცნობ მდგომარეობას ასახავს:
აქვე შეკავებული ცრემლებიც:
ხელებიდან გამოჭყეტილი თვალი და მხედრული მისალმება:
ფოტო: Twitter: @Emojipedia
სტანდარტული მეფე-დედოფლის გარდა დაემატება გვირგვინის მატარებელი გენდერ-ნეიტრალური პიროვნებაც:
ალალბედზე შერჩეული რენტგენის გამოსახულება, ტროლი და ID ბარათი:
ფოტო: Twitter: @Emojipedia
და ბოლოს, ჩიტის ბუდე, რომელშიც, წარმოდგენა არ გვაქვს, ვისი კვერცხი დაიდება:
ამ და სხვა emoji-ების გამოსვლის ზუსტი თარიღი ჩვენთვის უცნობია, მაგრამ მონახაზები ყოველ სექტემბერს დამტკიცებამდე ხმის მიცემის პროცესს გადის, შემდგომში კი მწარმოებლებზეა დამოკიდებული, გახდება თუ არა ისინი მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი და თუ გახდება, როდის.
კომენტარები