ამ დრომდე უცნობია დააკავა თუ არა შსს-მ რომელიმე მოძალადე
ფოტო: IPN
დილიდან ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების ლიდერები მოქალაქეებსა და სამუშაო ადგილას მყოფ ჟურნალისტებზე ძალადობენ. დაშავებულია არაერთი პირი, პოლიცია ძალადობის ფაქტების დიდ ნაწილს თავად ესწრებოდა, თუმცა ამ დრომდე უცნობია დააკავა თუ არა შსს-მ რომელიმე მოძალადე.
დილიდან On.ge ცდილობს უწყებაში გაარკვიოს რამდენი პირი დააკავეს ან საერთოდ დააკავეს თუ არა ვინმე, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია. შსს-მ ორჯერ გაავრცელა განცხადება, მაგრამ ორივე მათგანში მხოლოდ ის არის აღნიშნული, რომ გამოძიება დაიწყეს ჟურანლისტურ საქმიანობაში ხელშეშლაზე, ძალადობასა და სხვისი ნივთის დაზიანებაზე, არცერთ მათგანში ნახსენები არ არიან დაკავებულები.
"რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე შეკრებილი ცალკეული პირების მხრიდან მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელდა ძალადობრივი ქმედებები და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები. რუსთაველზე პოლიციის თანამშრომელთა რეაგირების შედეგად მედიასაშუალებების წარმომადგენლები ამ ეტაპზე უსაფრთხო ადგილზე არიან განთავსებული", — ეწერა უწყების პირველ განცხადებაში.
მაშინ, როცა პოლიციას მოძალადეები ადგილიდან არ გაჰყავდა და მხოლოდ დაშავებულებს არიდებდა ტერიტორიიდან, მათ გაავრცელეს მოწოდება რომ თბილისი პრაიდს უარი ეთქვა საჯარო სივრცეში მარშის გამართვაზე.
რაც შეეხება მეორე განცხადებას, იქ შსს წერს, რომ პირველ რიგში გმობს სიძულვილით მოტივირებულ ქმედებებს, მათ შორის მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ გამოხატულ ძალადობის ნებისმიერ ფორმას. ამავდროულად უწყება ამტკიცებს, რომ "განაგრძობენ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას" და მედიას მოუწოდებს რომ გაითვალისწინონ რისკები.
"მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებს, მოვუწოდებთ არსებული რისკების გათვალისწინებით ითანამშრომლონ პოლიციის თანამშრომლებთან, გაითვალისწინონ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მითითებები და რეკომენდაციები", — აცხადებს უწყება.
On.ge ისევ ელოდება შსს-ს პასუხს დაკავებულების შესახებ, განახლებულ ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
გაიგეთ მეტი დაშავებულებზე:
- ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს პირდაპირ ეთერში ფიზიკურად გაუსწორდნენ
- გვცემდნენ, ვითხოვდით დახმარებას, პოლიცია იქ იდგა და არც გარყეულა — თორნიკე მანდარია
- ძალადობრივმა ჯგუფებმა რადიო თავისუფლების ჟურნალისტებსაც სცემეს
- ფორმულას ჟურნალისტს სცემეს
- სირცხვილიას ოფისთან TV პირველის ოპერატორს სცემეს და აპარატურა დაუმტვრიეს
- ჰომოფობიური და ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები On.ge-ს ჟურნალისტს დაუპირისპირდნენ
-
3 წლის ბიჭის მეტასტაზური სიმსივნე ექსპერიმენტული თერაპიის ორმა დოზამ გააქრო — რა ვიცით 3 წლის ბიჭის მეტასტაზური სიმსივნე ექსპერიმენტული თერაპიის ორმა დოზამ გააქრო — რა ვიცით
გადახედვა
-
CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს
გადახედვა
-
რუსთავის სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს 16 წლის ბიჭი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ რუსთავის სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს 16 წლის ბიჭი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ
გადახედვა
-
რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა
გადახედვა
-
საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება
გადახედვა
-
მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ
გადახედვა
-
ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს
გადახედვა
-
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია
გადახედვა
-
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
-
რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას? რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას?
გადახედვა
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო
გადახედვა
-
POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა
გადახედვა
-
რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას
გადახედვა
-
ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს
გადახედვა
-
პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე
გადახედვა
-
პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო
გადახედვა
-
ათლეტი ქალები სიდნი სვინის სპორტში ქალების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ ათლეტი ქალები სიდნი სვინის სპორტში ქალების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ
-
ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ
-
ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა
გადახედვა
-
თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ქალი დააკავეს თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ქალი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები