8 გზა, როგორ გავხდეთ ჩვენი შინაური ცხოველისათვის უკეთესი მეგობარი
ფოტო: Dmytro Novitskyi / Dribbble
ვარაუდობენ, რომ კატები ადამიანების გვერდით უკვე 12 ათასი წელია, ცხოვრობენ, ძაღლებმა კი ადამიანებთან თანაცხოვრება, დაახლოებით, 20 ათასი წლის წინ დაიწყეს. ყველა შემთხვევაში, ერთგული ოთხფეხა მეგობრები საცხოვრებელს ჩვენთან ერთად უკვე მრავალი ათასწლეულია, იყოფენ.
ამ ხნის განმავლობაში მათ სულაც არ გასჭირვებიათ, ადამიანების ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაეკავებინათ და, როგორც იტყვიან, ჭირსა და ლხინში ჩვენ გვერდით ყოფილიყვნენ. მოკლედ, ნამდვილად იმსახურებენ საუკეთესო მეგობრის უპირობოდ წოდებას.
თუმცა, თავად რამდენად ვართ მათი საუკეთესო მეგობრები? მეგობრობა ხომ ორმხრივია; მიუხედავად იმისა, რომ კვლავაც უპირობო სიყვარულს ეფუძნება, მაინც მნიშვნელოვანია, ერთიმეორეზე ვზრუნავდეთ.
ასევე იხილეთ:
წარმოგიდგენთ 8 გზას, რომლითაც თქვენი ძაღლის/კატის უკეთეს მეგობრად იქცევით და გაბუტვის შემთხვევაშიც უფრო მალე შეირიგებთ.
1. დაუთმეთ ყურადღება
ფოტო: Sushama Patel / Dribbble
ყურადღება ოთხფეხა მეგობრებისთვისაც ზუსტად ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სხვა ყველა მეგობრისთვის. მეტიც — ხშირ შემთხვევაში მას თქვენ გარდა სხვა მეგობარი არ ეგულება, ამიტომაც, თუკი ახლოს მოგიცუცქდათ გულის გადასაშლელად, მოსაფერებლად ან ცოტაოდენი სასუსნავის დასატყუებლად, რამდენად დაკავებულიც უნდა იყოთ, თავიდან ნუ მოიშორებთ. ისინი ასეთ პატარა დეტალებსაც კი ზედმეტად დრამატულად აღიქვამენ, ამიტომ, სხვა თუ არაფერი, ის მაინც აგრძნობინეთ, რომ მისთვის მალე მოიცლით.
2. დაუთმეთ დრო
ფოტო: Uran / Dribbble
ბარემ მოცლაზე ვსაუბრობთ და ისიც ვთქვათ, რომ არცთუ კარგი ამბავია, თუკი თქვენი ძაღლი ან კატა მოცლიდან მოცლამდე გელოდებათ. ძაღლებს, მაგალითად, აქტიური ცხოვრება უყვართ, ამიტომ მათი ყოველდღიური გასეირნება სასურველია. უფრო დიდი დროის დათმობა პატარაობისას სჭირდებათ, რადგან სწორედ მაშინ ეცნობიან სამყაროს და იყალიბებენ ჩვევებს. შესაბამისად, თამაშში ამყოლიც უნდათ და ზედამხედველიც, რომელიც მოსალოდნელი საფრთხისგან ან "ტუტუცური" ქცევისგან დაიცავს.
3. დაუთმეთ სივრცე
ფოტო: Alessia Margarita / Dribbble
პირადი სივრცე მხოლოდ ადამიანებს კი არა, ცხოველებსაც სჭირდებათ. მნიშვნელობა არ აქვს, ეს პატარა სახლუკა იქნება თუ მთლიანად მისთვის დათმობილი ოთახი — საკუთარი სივრცე ცხოველს მიკუთვნების გრძნობას გაუჩენს, რომელიც ზუსტად ისევე ეყვარება, როგორც თქვენ გიყვართ საკუთარი სახლი. ამიტომ, ეცადეთ, მაქსიმალურად მყუდრო, წყნარი და კომფორტული კუთხე მოუძებნოთ. აქ მას შეეძლება, მარტო ყოფნის სურვილის შემთხვევაში, განმარტოვდეს, გაბუტვის შემთხვევაში, გაგცილდეთ და საახალწლო ფეიერვერკის ხმებსაც დაემალოს.
4. აგრძნობინეთ პატივისცემა
ფოტო: Somewan / Dribbble
მეგობარს პატივისცემით ეპყრობიან და ცდილობენ, მის არჩევანს პატივი სცენ. ამას იმსახურებენ ის ცხოველებიც, რომელთან ერთადაც საცხოვრებელს ვიყოფთ. გარდა იმისა, რომ მეგობრული და თავაზიანი ქცევით ძაღლის ან კატის კეთილგანწყობას მოიპოვებთ, ამგვარად, მათთვის მაგალითის მიცემაც შეიძლება.
5. წაახალისეთ და დააჯილდოვეთ
ფოტო: Uran / Dribbble
კიდევ რა უყვართ მეგობრებს? რა თქმა უნდა, საჩუქრები. არავინ დავობს, რომ ჭეშმარიტი მეგობრობა საჩუქრებზე არ დგას, თუმცა, თქვენი ძაღლის ან კატისთვის მხოლოდ ახალი სათამაშოს ყიდვაც ერთიორად გაზრდის მის სიმპათიებს თქვენდამი, მას კი კარგა ხნის განმავლობაში ექნება თავშესაქცევი. გარდა ამისა, პატარ-პატარა საჩუქრებით განებივრებით, ან მათი დაპირებით, ადვილად შეიძლება სასარგებლო და საჭირო ჩვევები ასწავლოთ.
6. მოიპოვეთ მისი ნდობა
ფოტო: Minkyung / Dribbble
საჩუქრებზე თუ არა, ნდობაზე ნამდვილად დგას მეგობრობა. ძაღლის თვალში სანდო მეგობრის რეპუტაციის მოპოვება სულაც არაა რთული, თუმცა, მთავარია, რამდენად შეინარჩუნებთ ამ ნდობას. რაც უნდა გჭირდებოდეთ — ვეტერინართან წასვლა, ბანაობა თუ სხვა — ნუ ეცდებით მათ მოტყუებას ან მიტყუებას. პრობლემების დიდი ნაწილის მოგვარება ზემოხსენებული წახალისებითაც შეიძლება, ან — თავად შეგიძლიათ შესაბამისი მეთოდის მოძიება ინტერნეტში. მან უნდა იცოდეს, რომ თუნდაც მთელმა ქვეყანამ ზურგი აქციოს, თქვენ ყოველთვის მის გვერდით იქნებით და ამ ზურგს გაუმაგრებთ.
7. არ დასაჯოთ ან დატუქსოთ, მიუთითეთ
ფოტო: Zach Higgins / Dribbble
რაც უნდა სამწუხარო იყოს, ცხოველები ვერბალურ კომუნიკაციას ჩვენთან ვერ ამყარებენ. ამიტომ, რა გასაკვირია, თუკი სიტყვიერ მითითებაზე უტიფარი ან უცოდველი გამომეტყველებით მოგაჩერდებათ. კვლავაც "ზურგის გამაგრების" და ნდობის შენარჩუნების გამო, უმჯობესი იქნება, თუკი მითითებასაც სახალისო დატვირთვას მისცემთ და ასწავლით, რომ დანაშაული, მიუხედავად იმისა, დიდია თუ პატარა (ჩადენილს მაინც აღარაფერი ეშველება), აღარ გაიმეოროს.
8. შეისწავლეთ მისი ხასიათი და სხეულის ენა
ფოტო: Nendo / Dribbble
კვლავაც ლინგვისტური პრობლემის გამო, ხშირად უფრო დიდი პრობლემებიც იქმნება, ვიდრე მისთვის დანაშაულის არსის ახსნაა. თუკი ცხოველი პატარაობიდანვე თქვენთან იზრდება და ზემოხსენებულ რჩევებს ითვალისწინებთ, ყველაზე მეტად კი დროის დათმობის საჭიროებას, მასზე დაკვირვებით დასკვნების ან ვარაუდების გაკეთება რთული არაა. დაკვირვება ყველაზე მეტად სხეულის ენის შესწავლას უკავშირდება — რაზე როგორ რეაგირებს; ამასთან, როდის არის კარგ ხასიათზე და როდის — არა. ამგვარად მის ჯანმრთელობაზე ზრუნვასაც შეძლებთ და ადვილად მიხვდებით, მოსალოდნელ სიტუაციაში როგორ მოიქცეთ.
საუკეთესო მეგობრის სასუსნავებით განებივრებაში გამოცდილი მწარმოებლის დახმარება ნამდვილად დაგჭირდებათ, მით უმეტეს, თუ მის რაციონზე, ჯანმრთელობასა და ხასიათზე განსაკუთრებულად ზრუნავთ.
Farmina იტალიური ნუტრიციული კომპანიაა, რომელიც ცხოველის საკვებს 50 წელზე მეტია, აწარმოებს. მის ჰიპერპრემიუმ კლასის პროდუქტს მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში შეხვდებით და მათ შორის 2021 წლიდან უკვე საქართველოშიც. Farmina-ს უნიკალური სერვისი — ცხოველის ნუტრიციოლოგების კონსულტაცია უფასოა ყველა მომხმარებლისათვის.
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
"თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ნიკა მელიას მოსამართლისთვის შეურაცხმყოფელი მიმართვის გამო 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა ნიკა მელიას მოსამართლისთვის შეურაცხმყოფელი მიმართვის გამო 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და მიიღე გაორმაგებული ინტერნეტი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და მიიღე გაორმაგებული ინტერნეტი
-
სანიტარს, რომელმაც ბათუმის საავადმყოფოს საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა სანიტარს, რომელმაც ბათუმის საავადმყოფოს საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
Reuters: სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მეთაური და ექვსი სასულიერო პირი სასამართლოს წინაშე წარდგებიან Reuters: სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მეთაური და ექვსი სასულიერო პირი სასამართლოს წინაშე წარდგებიან
გადახედვა
-
სუს-მა მარნეულში ტექინსპექტირების გაყალბების ფაქტზე 3 პირი დააკავა სუს-მა მარნეულში ტექინსპექტირების გაყალბების ფაქტზე 3 პირი დააკავა
გადახედვა
-
ქუთაისში ავტო გალერის ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა ქუთაისში ავტო გალერის ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
-
თამარ იოსელიანი: აგვისტოს თვიდან საქართველოს რკინიგზის მომხმარებლები შეძლებენ, რომ თბილისიდან ბათუმში 4 საათში იმგზავრონ თამარ იოსელიანი: აგვისტოს თვიდან საქართველოს რკინიგზის მომხმარებლები შეძლებენ, რომ თბილისიდან ბათუმში 4 საათში იმგზავრონ
გადახედვა
-
რა უნდა გაითვალისწინოთ CHEVENING-ის აპლიკაციის შევსების პროცესში — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ხუნდაძის რჩევები რა უნდა გაითვალისწინოთ CHEVENING-ის აპლიკაციის შევსების პროცესში — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ხუნდაძის რჩევები
-
მაყურებელი, რომელმაც სპაიდერმენის პრემიერისას მთელი დარბაზი დაასპოილერა, გალახეს მაყურებელი, რომელმაც სპაიდერმენის პრემიერისას მთელი დარბაზი დაასპოილერა, გალახეს
-
თბილისის აეროპორტში ირანის სამი მოქალაქე დააკავეს — ისინი საზღვრის ყალბი საბუთებით გადაკვეთას ცდილობდნენ თბილისის აეროპორტში ირანის სამი მოქალაქე დააკავეს — ისინი საზღვრის ყალბი საბუთებით გადაკვეთას ცდილობდნენ
გადახედვა
-
"საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო გიგა ავალიანის მკვლელებს" — ეკა კუპატაძე ნ.ი-სა და ა.ბ-ს დაკავებას ეხმაურება "საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო გიგა ავალიანის მკვლელებს" — ეკა კუპატაძე ნ.ი-სა და ა.ბ-ს დაკავებას ეხმაურება
გადახედვა
-
საგანძურის მარათონში ახალი თვე დაიწყო — ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი საგანძურის მარათონში ახალი თვე დაიწყო — ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
-
სხვების ფოტოები დაამონტაჟა და პორნოგრაფიული შინაარსით გაავრცელა — თბილისში არასრულწლოვანი დააკავეს სხვების ფოტოები დაამონტაჟა და პორნოგრაფიული შინაარსით გაავრცელა — თბილისში არასრულწლოვანი დააკავეს
გადახედვა
-
გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
გადახედვა
-
ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება
გადახედვა
-
CIA: უკრაინაში ფრონტის წინა ხაზზე რუსი სამხედროები 20-30 წუთს ცოცხლობენ CIA: უკრაინაში ფრონტის წინა ხაზზე რუსი სამხედროები 20-30 წუთს ცოცხლობენ
გადახედვა
-
გივი მიქანაძე: "თუ მშობელი არ ჩააცმევს ბავშვს სკოლის ფორმას, განისაზღვრება როგორც აღმზრდელობითი, ისე კონკრეტული მექანიზმები" გივი მიქანაძე: "თუ მშობელი არ ჩააცმევს ბავშვს სკოლის ფორმას, განისაზღვრება როგორც აღმზრდელობითი, ისე კონკრეტული მექანიზმები"
გადახედვა
-
ჩრდილოეთ ამერიკულ მტკნარი წყლის თევზში გადამდები კიბო აღმოაჩინეს ჩრდილოეთ ამერიკულ მტკნარი წყლის თევზში გადამდები კიბო აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"ნაციონალურმა მოძრაობამ" დროებითი მმართველობითი საბჭო აირჩია — ხელმძღვანელი ირაკლი ფავლენიშვილი გახდა "ნაციონალურმა მოძრაობამ" დროებითი მმართველობითი საბჭო აირჩია — ხელმძღვანელი ირაკლი ფავლენიშვილი გახდა
გადახედვა

კომენტარები