ბორჯომის ქარხანასა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის შეთანხმება შედგა
ფოტო: პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობა - Youth GTUC
ბორჯომის ქარხანასა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის შეთანხმება შედგა. როგორც ერთ-ერთი გაფიცული თანამშრომელი, ზურაბ ბუხრიკიძე ამბობს, მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდა.
"ჩვენი მოთხოვნები დაკმაყოფილდა, რაც შეთავაზება გვქონდა, ყველაფერი დაკმაყოფილდა აბსოლუტურად. ველაპარაკეთ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, ყველა დააკმაყოფილა, ყველა უბანი დააკმაყოფილა, მადლობა კომპანიასაც, მადლობა ჩვენც. ყველა უბანზე გათანაბრდა ხელფასები და მერე წამოვიდა 30%-იანი მატება. ეს ყველაფერი დაკონკრეტდა უკვე, ხელმეორედ გავივლით მოლაპარაკებას და შევხვდებით, ამით არ დამთავრებულა მარტო და ყველაფერს დავაკანონებთ საბუთებით", — ამბობს ბუხრიკიძე.
როგორც პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობა აცხადებს, დასაქმებულთა მოთხოვნების უმეტესი ნაწილი დაკმაყოფილდა, მთავარი მოთხოვნის შესაბამისად გაეზრდებათ თანამშრომლებს ხელფასები 1 ივნისიდან და სხვა შრომითი პირობებიც გაუმჯობესდება.
ასევე, მათი ინფორმაციით, პროტესტის ფონზე შეიცვალა ბორჯომის ადმინისტრაცია და დირექტორი.
ბორჯომის N1 და N2 ჩამომხსმელი ქარხნების თანამშრომლები 18 მაისს გაიფიცნენ. მათი ძირითადი მოთხოვნები ხელფასების ზრდა, დასვენებისა და შესვენების უფლების ქონა და კომპანიაში პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვაა.
პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობა დასაქმებულთა დაყრდნობით აცხადებს, რომ მათი ხელფასები ერთი წლის განმავლობაში 200-250 ლარით იკლებდა. კადრების სიმცირის გამო შესვენებით ვერ სარგებლობენ და ზეგანაკვეთურ სამუშაოს მხოლოდ მცირე ნაწილს უხდიდნენ.
მათ გაფიცვას კომპანია IDS ბორჯომი პროფკავშირების ორგანიზებულ მიზანმიმართულ საბოტაჟის მცდელობას უწოდებს. მათივე თქმით, სამართლებრივ ჭრილში კონსტრუქციული დიალოგის თანამშრომლებთან გამართისთვის მზად არიან. IDS ბორჯომი ამტკიცებს, რომ მათი თანამშრომლების დიდ ნაწილს სამუშაო პროცესისთვის დაბრუნება სურს, თუმცა, მათივე თქმით, ქარხნების მუშაობის გაგრძელებას პროფკავშირების ლიდერებისა და სხვადასხვა აქტივისტის "უპასუხისმგებლო მოქმედებები აფერხებს".
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა
გადახედვა
-
"ჩემთვის ჩინურია" — როგორ ამბობენ ამ ფრაზას სხვადასხვა ენაზე "ჩემთვის ჩინურია" — როგორ ამბობენ ამ ფრაზას სხვადასხვა ენაზე
გადახედვა
-
ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს
გადახედვა
-
TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა? TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა?
გადახედვა
-
მას უბრალოდ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა სურს — მეი მასკი ილონის მიმართ კრიტიკას პასუხობს მას უბრალოდ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა სურს — მეი მასკი ილონის მიმართ კრიტიკას პასუხობს
გადახედვა
-
ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით 5 უცხოელი დააკავეს ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით 5 უცხოელი დააკავეს
გადახედვა
-
გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს — საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს — საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია
-
უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
-
"სარაჯიშვილისა" და "ასკანელის" უკანონო დამზადების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს "სარაჯიშვილისა" და "ასკანელის" უკანონო დამზადების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
OpenAI-მ GPT-6 Sol და Luna წარადგინა — ახალი მოდელები უფრო იაფია და ნაკლებ შეცდომას უშვებს OpenAI-მ GPT-6 Sol და Luna წარადგინა — ახალი მოდელები უფრო იაფია და ნაკლებ შეცდომას უშვებს
გადახედვა
-
25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო "დინამო არენის" მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება — დეტალები 25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო "დინამო არენის" მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება — დეტალები
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ განათლების სამმართველოს მიერ დაშვებული დარღვევები ბიუჯეტს $180 000 დაუჯდა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ განათლების სამმართველოს მიერ დაშვებული დარღვევები ბიუჯეტს $180 000 დაუჯდა
გადახედვა
კომენტარები