სოციალური სამართლიანობის ცენტრი ნამახვანჰესთან დაკავშირებით დოკუმენტების გასაჯაროებას მოითხოვს
ფოტო: EMC
არასამთავრობო ორგანიზაცია სოციალური სამართლიანობის ცენტრი ნამახვანჰესის კასკადის პროექტთან დაკავშირებით დოკუმენტების გასაჯაროებას მოითხოვს. როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, ხელმისაწვდომი უნდა გახდეს როგორც ხელშეკრულება, ისე ფინანსთა სამინისტროს დასკვნა, პროექტის ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი და მთავრობის 2019 წლის 23 აპრილის განკარგულების განმარტებითი ბარათი.
25 მაისს გამოცემა მთის ამბებმა ნამახვანჰესის პროექტზე იუსტიციის სამინისტროს სავარაუდო დასკვნა გაასაჯაროვა, რომელშიც სახელმწიფოსთვის საზიანო ინტერესებზე იყო საუბარი. დასკვნის გასაჯაროებას მთავრობის წარმომადგენლები ჯერ არ გამოხმაურებიან.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი აღნიშნავს, რომ დასკვნა მთავრობის და სახელმწიფო კომპანიების მიერ აღებული ვალდებულებების მასშტაბურობას აკრიტიკებს მაშინ, როდესაც დასკვნის თანახმად "აღნიშნულის საპირისპიროდ, ამავე ხელშეკრულების ფარგლებში მაქსიმალურად არის დაცული [კომპანიის] უფლებები და შეზღუდულია მისი პასუხისმგებლობა და ვალდებულებები". ამასთან, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ დასკვნაში არსებული შენიშვნები ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მათ მოსაზრებებსაც ემთხვევა.
"საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ არსებული პროტესტის საპასუხოდ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე კვირის წინ ხელშეკრულების შესწავლა იუსტიციის სამინისტროს დაავალა. აშკარაა, რომ ამ მანიპულაციური ქმედებებით მთავრობა ცდილობს შექმნას მცდარი შთაბეჭდილება საკითხის შესწავლის და საზოგადოებრივი წუხილების რეაგირების შესახებ, მაშინ, როდესაც მათთვის იმთავითვე ცნობილი იყო იუსტიციის სამინისტროს კრიტიკული პოზიციები, რაც მთავრობის მიერ გაზიარებული არ ყოფილა. მეტიც, სამინიტროს მიერ მითითებული რისკები მთავრობამ არ დააზღვია და სამართლებრივი რისკების შემცველი ხელშეკრულება გააფორმა", — აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.
"ვალდებულებათა უმრავლესობა ეხება საქართველოს მთავრობას", "საჭიროა დამატებით შეფასდეს შესაბამისი უწყებების მიერ", "მოკლებულია ლოგიკურ საფუძველს" — ეს ფრაზები, რომელიც დღეს გასაჯაროებულ დოკუმენტში იკითხება, სავარაუდოდ, იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს მთავრობას, კერძოდ კი ეკონომიკის მინისტრის მაშინდელ მოადგილეს, ნათია თურნავას მისწერა. დოკუმენტი, რომელიც მთის ამბებმა გააასაჯაროა, 2019 წლის 30 მარტით არის დათარიღებული, ანუ ენკასა და მთავრობას შორის ხელშეკრულების გაფორმებამდე დაახლოებით 1 თვით ადრე და სწორედ ამ ხელშეკრულების მიზანშეწონილობას განიხილავს.
კერძოდ, დოკუმენტი მოიცავს 22 პუნქტს, რომელშიც განხილულია ხელშეკრულებაში არსებული უზუსტობები და მუხლები, რომელიც სჯობს დაზუსტდეს ან შეიცვალოს.
აღნიშნულ დოკუმენტს ხელს იუსტიციის მინისტრის მაშინდელი მოადგილე და ამჯამად პარლამენტის დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე აწერს. სარჯველაძე ადასტურებს, რომ სამინისტრომ ისევე, როგორც სხვა მნიშვნელოვანი ხელშეკრულების დადებისას, ენკასთან ხელშეკრულებაც შეისწავლა, თუმცა კონკრეტულად დოკუმენტის დეტალებზე არ საუბრობს და ამბბოს, რომ არ ახსოვს.
ამავდროულად, ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტები ამბობენ, რომ დადასტურდა მათი განცხადებები იმაზე, რომ ხელშეკრულება ქვეყნის საზიანოდაა შედგენილი და მთავრობამ დასკვნების მიუხედავად, ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება მიიღო.
-
სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის
გადახედვა
-
ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
გადახედვა
-
"ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე "ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე
გადახედვა
-
მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება
-
მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა
გადახედვა
-
რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში
გადახედვა
-
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
-
სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე? სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე?
გადახედვა
-
WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება
გადახედვა
-
iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის
გადახედვა
-
კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება
გადახედვა
-
მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება
გადახედვა
-
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად
-
ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
გადახედვა
-
13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა? 13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა?
გადახედვა
-
როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
-
მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება
კომენტარები