შავი ხვრელები, შესაძლოა, ახალი სამყაროების გაჩენასთან იყვნენ დაკავშირებული
შავი ხვრელები ყველაზე მასიური ობიექტებია სამყაროში. ბევრი მათ ყველაზე დესტრუქციულ ძალებადაც მიიჩნევს. ისინი ყველაფერს შთანთქავენ, მათ შორის ვარსკვლავებსაც, მაგრამ შესაძლებელია შავი ხვრელები ბევრად უფრო მასშტაბური რაღაცასთან იყვნენ დაკავშირებული.
მეცნიერების ახალი თეორიის თანახმად შავი ხვრელები მხოლოდ სვრცე-დროს არ ამრუდებენ, ისინი შეიძლება ახალ სამყაროებსაც ქმნიდნენ. მეცნიერების ჯგუფმა ამაზე ნაშრომიც გამოაქვეყნა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნაშრომის თანახმად, შავი ხვრელები მრავალგანზომილებიან ობიექტივით იქცევიან და კოლოსალურად დიდ აფეთქებას წარმოქმნიან, რაც საბოლოოდ სრულიად ახალ სამყაროს აჩენს.
ეს იდეა ემყარება სიმების თეორიას, იდეათა ჯგუფს, რომლის მიზანია ბუნებაში არსებული ყველა ძალების გაერთიანება.
აინშტაინის ფარდობითობის თეორიამ სინგულარობამდე მიგვიყვანა, სადაც სივრცე-დრო უსასრულოდ მრუდდება. შავ ხვრელებში ჩვენთვის ცნობილი კლასიკური ფიზიკის კანონები ირღვევა, თუმცა, მეცნიერების ნაშრომის მიხედვით იგივე ხდება დიდი აფეთქების დროსაც, როდესაც ახალი სამყარო იბადება.
კვანტური ფიზიკის დამფუძნებლები იმედოვნებდნენ, რომ აინშტაინის გრავიტაციული თეორიის კვანტურ სქემაში ინტეგრირების გზას იპოვიდნენ, თუმცა ეს ვერ შეძლეს, საბოლოოდ ყველაფერი შავი ხვრელების სინგულარობამდე და დიდ აფეთქებამდე დადიოდა. სწორედ ამ თემაზეა ბოლო ნაშრომიც.
"ჩვენ გვთავაზობთ შავი ხვრელისა და კოსმოლოგიური სინგულარების ერთდროულად გადაჭრის გზას, სივრცის, დროის და მატერიის ველში ერთი ობიექტის დამატებით. ეს ობიექტი არღვევს ჩვეულებრივ ენერგეტიკულ პირობებს და, შესაბამისად, საშუალებას იძლევა გადაჭრას სივრცე-დროის სინგულარობა", — ამბობენ ნაშრომის ავტორები.
თუ ეს შესაძლებელია, მეცნიერები შექმნიან შავი ხვრელის თეორიულ აღწერას, რომლის სინგულარობა ახალი სამყაროს წარმოქმნას იწვევს.
სხვა თეორიებისგან განსხვავება
ცხადია, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მეცნიერები შავი ხვრელებს ახალი სამყაროების წარმოშობის წყაროებად გვთავაზობენ. თუმცა, უმეტესი მათგანი აინშტაინის ზოგად ფარდობითობისგან ცდილობენ პენროუზის ორი მოდელის — დიდი აფეთქების და შავი ხვრელების დაკავშირებას. ეს კი საკმაოდ პრობლემურია. ამ პრობლემის გვერდის ავლას მკვლევრები სიმების თეორიის გამოყენებით ცდილობენ.
სიმების თეორიის მათემატიკაში ნაჩვენებია ერთი ობიექტი, რომელსაც ბრანა ეწოდება და მოითხოვს მრავალგანზომილებას.
ნაშრომში მეცნიერები გვთავაზობენ მრავალგანზომილებიანი ობიექტის სპეციფიკურ ტიპს, სახელწოდებით ს-ბრანას (S-Brane), რომელიც არსებობს შავი ხვრელის გაუვალ ჰორიზონტში, სინგულარობაში, დამატებით განზომილებებთან არის დაკავშირებული და შეიძლება გახდეს ტრანზიტი ახალ სამყაროების შესაქმნელად.
თეორიას დასამტკიცებლად ჯერ კიდევ ურთულესი მათემატიკური გამოთვლების გავლა მოუწევს, მაგრამ ის ნამდვილად საინტერესო და განსხვავებულია.
შემდეგი პოდკასტი: შავი ხვრელები — სამყაროს ყველაზე მისტიკური ობიექტები
კომენტარები