CRISPR კოღოების შემქმნელი კომპანია ახლა სხვა გენეტიკურად მოდიფიცირებულ არსებებზე მუშაობს
ცოტა ხნის წინ, ფლორიდა-კისის კუნძულებზე ბრიტანულმა კომპანია Oxitec-მა გენეტიკურად მოდიფიცირებული კოღოების გაშვება დაიწყო, ახლა კი ისინი სხვა მავნებლების CRISPR ვერსიების შექმნაზე მუშაობენ.
ასევე იხილეთ: აშშ-ში გენეტიკურად მოდიფიცირებული კოღოების გაშვებას იწყებენ — რას ნიშნავს ეს
კომპანია ფარმაცევტულ კორპორაცია Bayer-თან ერთად, გენეტიკურად მოდიფიცირებული Spodoptera frugiperda-ს — იგივე შემოდგომის ჯარის ჭიების შექმნას აპირებს. Zenger News-ის მიხედვით, ეს მავნებლები ანადგურებენ მარცვლეულს აშშ-ში, ჩინეთში, ბრაზილიაში და რამდენიმე აფრიკულ ქვეყანაში.
როგორც ფლორიდა-კისის კოღოების შემთხვევაში, აქაც Oxitec-ის ახალი პროექტის მთავარი იდეა ველურ პირობებში გენეტიკურად მოდიფიცირებული ჯარის ჭიების გაშვებაა, რომელთა გენი მათ დედალ ნაშიერებს სრულწლოვნების ასაკამდე მიღწევის საშუალებას არ მისცემს. ამის შედეგად, დროთა განმავლობაში შემცირდება დედალი დაავადების გადამტანი ჯარის ჭიების რიცვი და მათი პოპულაციები მავნებლური ქიმიური ნივთიერებების გამოყენების გარეშე გაქრებიან.
ბრაზილიის მარეგულირებელმა სააგენტომ, CTNBio-მ Oxitec-ს და Bayer-ს უკვე მისცა კომერციულ სასოფლო-სამეურნეო ფერმებზე CRISPR ჯარის ჭიების პირველი საველე გამოცდის ჩატარების ნებართვა.
Zenger-ის მიხედვით, ბრაზილიელი ფერმერები წლების მანძილზე ცდილობდნენ შემოდგომის ჯარის ჭიებთან გამკლავებას პესტიციდებით. თუმცა, დროთა განმავლობაში მავნებლები ამ ქიმიური ნივთიერებების მიმართ რესიზტენტულები გახდნენ, რის გამოც ფერმერებს სულ უფრო მეტი საზიანო პესტიციდების გაფრქვევა უწევდათ გარემოში.
იმ შემთხვევაში, თუ Oxitecის ტექნოლოგია იმუშავებს, მაშინ პესტიციდების ჭარბი რაოდენობით მოხმარება დროთა განმავლობაში შესაძლოა საერთოდ შეწყდეს. თუმცა არსებობს ლოგიკური ეჭვი იმისა, რომ შეიძლება ყველაფერი ისე არ წარიმართოს, როგორც ამ კომპანიას წარმოუდგენია.
"ჩვენი ტექნოლოგია პოტენციურად ამცირებს მავნე ქიმიური ნივთიერებების დიდი რაოდენობით გამოყენების საჭიროებას გრძელვადიან პერსპექტივაში", — განუცხადა Zenger-ს Oxitec-ის სოფლის მეურნეობის პროგრამების ხელმძღვანელმა ნილ მორისონმა.
კომენტარები