NASA-ს, შესაძლოა, შემთხვევით მარსზე სიცოცხლე გაევრცელებინა
NASA მარსზე ადამიანების გამგზავრებასა და სიცოცხლის ნიშნების ძიებაზე აქტიურად მუშაობს, თუმცა, ამავდროულად, სააგენტოს მეცნიერებს, შესაძლოა, წითელ პლანეტაზე შემთხვევით ცოცხალი ორგანიზმები თვითონვე გაევრცელებინა.
როგორც კორნელის უნივერსიტეტის გენეტიკოსი, ქრისტოფერ მეისონი წერს BBC-ზე, NASA განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება კოსმოსური ხომალდის ნაწილების გაწმენდას მის კოსმოსში გაშვებამდე. თუმცა, მოწყობილობაზე მიკრობების რაოდენობის ნულამდე შემცირება ამჟამად შეუძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ მეისონის მოსაზრება თეორიულია, არსებობს სამხილი, რომელიც ამტკიცებს, რომ NASA-ს მცდელობისას, უკეთ შეესწავლათ წითელი პლანეტა, შესაძლოა იგი სიცოცხლისუნარიანი და სავარაუდოდ საშიში მიკრობული სიცოცხლის ფორმებით დაებინძურებინათ.
სხვა სიტყვებით, არსებობს რეალური რისკი, რომ მეცნიერები საბოლოოდ მარსზე იპოვიან სიცოცხლეს, რომელიც შემთხვევით თვითონვე ჩაიტანეს იქ.
ამ თეორიის ერთგვარი მტკიცებულება შეიძლება NASA-ს რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის(JPL) სუფთა ოთახები იყოს — ეს გამოწვევებით სავსე გარემოა, სადაც მხოლოდ მაღალი რეზისტენტულობის მქონე ორგანიზმები გადარჩებიან.
მეისონმა თავისი კვლევის ფარგლებში შეამოწმა JPL-ის ოთახები და ისეთი მიკრობების იდენტიფიცირება შეძლო, რომლებიც ცხოვრობენ მეტალის ზედაპირებზე და თავისუფლად იტანენ როგორც რადიაციას, ასევე ექსტრემალურად დაბალ ტემპერატურას — ეს თვისებები მათ კოსმოსში მოგზაურობისა და მარსზე ცხოვრებისას გადარჩენაში დაეხმარება.
"მნიშვნელოვანია ბოლომდე უზრუნველვყოთ კოსმოსში გავრცელებული იმ უცხო სიცოცხლის ფორმების უსაფრთხოება, რომლებიც, შესაძლოა იქ არსებობდნენ, ვინაიდან ახალი დედამიწელი ორგანიზმების გამოჩენამ, შესაძლოა, მათი ეკოსისტემების განადგურება გამოიწვიოს", — წერს მეისონი BBC-ზე.
მეისონი ფიქრობს, რომ იმ მოხეტიალეებსა და დამშვებებს, რომლებსაც შესაძლოა სიცოცხლე ჩაეტანათ მარსზე, შეიძლება შემთხვევით ეს ორგანიზმები სრულიად ახალი უცხოპლანეტური მიკრობები ეგონოთ. ამ მოსაზრებას ისიც ამტკიცებს, რომ მარსზე გადატანილმა ორგანიზმებმა შეიძლება სწრაფად განიცადონ მუტაცია კოსმოსის ახალ პირობებში.
კომენტარები