არანაირი ასაკობრივი ზღვარი - ჯიპიაი ჰოლდინგი დასაქმების ფორუმზე გეპატიჟებათ
თუ ვაკანსიების საიტზე ოდესმე შესულხართ და ერთი ვაკანსია მაინც გინახავთ, ალბათ გაოცებულს და გულდაწყვეტილს დაგიტოვებიათ იქაურობა. ხშირია, როცა დამსაქმებელი ახალი კადრისგან მრავალწლიან გამოცდილებას ითხოვს, სამუშაოს აღწერაში კი სუპერგმირების შესაფერისი უნარებია ჩამოწერილი. რაც მთავარია, ამ ყველაფერთან ერთად ახალგაზრდაც უნდა იყოთ და უამრავ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეთ. მოკლედ, ადამიანს ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩება, რომ სინამდვილეში, ამ კომპანიებს არც არავის დასაქმება არ სურთ და ყველა ეს ვაკანსია უბრალოდ თქვენი ნერვები მოსაშლელად დადეს ინტერნეტში.
განსხვავებული სიტუაცია დაგხვდებათ ჯიპიაი ჰოლდინგის დასაქმების ფორუმზე, რომელიც საქართველოს რამდენიმე დიდ ქალაქში უკვე ტარდება. დღეს, 22 თებერვალს ფორუმი ბათუმში მიმდინარეობს, ხოლო 24-25 თებერვალს თბილისში, საგამოფენო ცენტრ "ექსპო-ჯორჯიას" მე-3 პავილიონში 10:00-დან 18:00-მდე გაიმართება.
ჯიპიაი საცალო გაყიდვების მიმართულებით 300 ადამიანს დაასაქმებს. ადგილზე მისულს, კომპანიის წარმომადგენლები დაგხვდებიან, დაგეხმარებიან შესაბამისი აპლიკაციის შევსებაში და გაგაცნობენ სამუშაოს სპეციფიკას. წარმატებული კანდიდატები გადავლენ მეორე ეტაპზე, რომელიც ასევე გასაუბრებაა, არანაირი ტესტირება ან გამოცდა.
რაც მთავარია, ფორუმზე დასაქმების ყველა მსურველს ელიან, ამ პროგრამაში არ არსებობს მაქსიმალური ასაკობრივი ზღვარი, ამიტომ თუ აქამდე გეგონათ, რომ თქვენს ასაკში სამსახურის შოვნის პერსპექტივა აღარ არსებობდა, ცდებოდით.
ეს პროგრამა ჯიპიაის შარშანაც ჰქონდა გამოცხადებული, შედეგად კი 212 ახალი თანამშრომელი შეემატა კომპანიას. მათ შორის იყო ნანა ფარულავა, რომელიც ამჟამად ჯიპიაის გაყიდვების სპეციალისტია:
ამ პოზიციაზე სამუშაოდ თქვენგან არც საოცარ გამოცდილებას ითხოვენ. წარმატებულ კანდიდატებს 6 თვის განმავლობაში თავად ჯიპიაი გადაამზადებს და ყველა საჭირო უნარს განუვითარებს. გამოცდილი მენტორები დაგეხმარებიან წინააღმდეგობების გადალახვაში და შეგასწავლიან კლიენტებთან ურთიერთობას. სწავლის პროცესი ანაზღაურებადია, ამ ექვსი თვის განმავლობაში ყველა მომავალი გაყიდვების სპეციალისტი თვეში 400 ლარს მიიღებს. სწავლება მხოლოდ თეორიული არ იქნება, აქ თქვენ პრაქტიკასაც გაივლით და უფრო ახლოს გაეცნობით მომავალი სამსახურის სპეციფიკას. მენტორები აქტიურად დააკვირდებიან თქვენს მუშაობას, მიგითითებენ შეცდომებზე, გასწავლიან, როგორ გააუმჯობესოთ შედეგები და განვითარებაში დაგეხმარებიან.
ექვსთვიანი გადამზადების კურსის გავლის შემდეგ თქვენი ანაზღაურება პორტფელისა და მიღებული გამოცდილების მიხედვით გაიზრდება. ჯიპიაიში მუშაობის შესახებ გამოცდილებას ფორუმზე წინა პროგრამით დასაქმებული ადამიანები გაგიზიარებენ. ყველა ეჭვი, რომ თქვენი ასაკის ან გამოცდილებისა და სპეციფიკური განათლების არქონის გამო სამსახურის დაწყების შანსი არ არსებობდა, აუცილებლად გაგიქარწყლდებათ.
მოკლედ, აუცილებლად ეწვიეთ ჯიპიაის დასაქმების ფორუმს 24-25 თებერვალს თბილისში, საგამოფენო ცენტრ "ექსპო-ჯორჯიას" მე-3 პავილიონში (წერეთლის გამზ. 118), 10:00-დან 18:00-მდე, სადაც მარიამ გოგიჩაიშვილის მსგავსად, ამ პროექტის ფარგლებში დასაქმებული ადამიანები დაგხვდებიან.
ჯიპიაიში დასაქმებული ადამიანების გაცნობის შემდეგ დარწმუნებით, რომ მთავარი მონდომებაა და არა ნაცნობობა ან უაზროდ გაბერილი გამოცდილება, რომელსაც თქვენგან ასე ხშირად ითხოვენ.
კომენტარები